• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ოქტომბერი

×
ავტორის გვერდი ლუიზ გლიკი 00 , 0000 1966

მთარგმნელი: ინგა ჟღენტი

 

ისევ დაზამთრდა, ისევ აცივდა,

იქნებ ფრენკს ყინულზე ფეხი  აუსრიალდა,

ნეტა, თუ  მოურჩა,  ნეტა, გაზაფხულის ყვავილები თუ დარგეს

 

ნუთუ, ჯერ არ  გათენებულა,

ნუთუ,  ყინულმა, დნობას რომ იწყებს,

დატბორა მიწის ვიწრო ნაპრალები

 

ნუთუ, ჩემი სხეული

არავინ გადაარჩინა,  როდესაც მას საფრთხე ემუქრებოდა

 

ნუთუ, ჭრილობას, უხილავს,  ზედაპირზე

ისევ გაუჩნდა ნაიარევი

 

ისევ ტერორი, ისევ გულგრილობა,

ნუთუ, ამას ბოლო არ მოეღო, ნუთუ, სახლის უკან ნაკვეთი

არ დაუფარცხავთ და არც მცენარეები დაურგავთ-

 

მახსოვს  დედამიწის განცდები, როგორ  გაწითლდა და დაიძაბა

მის დაჭიმულ ძარღვებში მცენარე რომ არავინ დარგო

ნუთუ, მის სამხრეთის კალთას ვაზი არ უნდა ეხუტებოდეს

 

ქარის ქვითინის გამო, ხრიოკ მიწას რომ დასწივის,

შენი ხმა ჩემამდე ვერ აღწევს

 

ქარი რა ხმაზე საუბრობს

მე უკვე აღარც მადარდებს

 

და როდესაც იძულებით დამადუმეს, პირველად მაშინ ვიგრძენი

ამ ხმის აღწერის არააფრისმომცემობა

 

ამ ხმის ჟღერადობას რეალობის შეცვლა არ შეუძლია-

ნუთუ, არ გათენებულა, ნუთუ, დედამიწა განსაცდელს გრძნობდა,

როდესაც მის გულში მცენარეებს რგავდნენ

 

ნუთუ, ჩვენ ერთი ხეც არ დაგვირგავს?

ნუთუ, ჩვენ გარეშე დედამიწის არსებობა იყო შეუძლებელი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული