• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

უდაბნოს მწვანე გაკვირვება აზიის შვილო

×
ავტორის გვერდი მირკანი 13 დეკემბერი, 2020 1674
 
უდაბნოს მწვანე გაკვირვება აზიის შვილო ფეხზე დამუხტულ დაღლას ჩაგიყლაპავს. 
როცა მარტო რჩები რა სიზმრები გესიზმრება?
მკვდრები თავიანთ სიმყუდროვეს შენს საწოლზე ქარში თუ მიაფურთხებენ 
ის არ მოვა..
მას სხვა სიზმრები ესიზმრება.. სხვა სიმძაფრე ებერება კისრის ძვალში
და სხვა გზები უგრილებენ ფეხზე თასმებს.
ტყიდან დამუხტულ  კენკროვან სახლს სხვა წაუღებს.
სხვა შეუკრავს მწვანეს თმაში.
სხვა გაუზრდის ლავიწებში ფინიკის თოკებს რომ ინერციით იქანაოს.
შენ სხვა არ ხარ.
სხვა შესაძლებლობებით აღარ ყარხარ.
თითქოს მდინარე ჩაგეძინა მკლავის ძვლებზე. ყველა მცდელობით ამაო ხარ.
და არაფერია აზიის შვილო სიყვარული თუ არა დაღლა,
ქარის ტომები შამანური ცეცხლის გარშემო
როცა ქუჩაში მიგდებული ღამე სასმელს გთხოვს ან თვალებში კვამლი იწვის.
არაფერია აზიის შვილო სიყვარული თუ არა 
ჩვევა წინ და უკან იქანაო ხის ძებნაში რომ მიაშარდო სევდის განცდა როცა მზე გგკლავს თეთრ ზეწრებში გახვეული და გასპირტული როგორც უწყინარი ხოჭო.
არაფერია  სიყვარული.
თითქოს ქვიშამ ტალღასავით ამოგაბრუნა..
მოიგონე აბა უცხო ქვეყნის სიმღერები რომ დაპირდე შენს სისუსტეს ღიმილიანი პარაშუტები.
ვარდნა კედლებში მზესუმზირის ვერ გაგებულ ჩურჩულში
როცა შენც მარტო ხარ, უკან გახედვა კი სუნთქვის სიმულაციებია.
დედის საშოდან მხოლოდ სივრცე შემოგეხვა ჭიპლარივით აზიის შვილო და
სიზმარი შენი მარტოსული მეძავი სარემონტო აბრასთან დგას და უდაბნოს ყვითელ სიტყვებს ისმენს შენს ყურებში.. მტვერი კოღოებივით უბევრდება კეფაზე.
შენ სხვა არ ხარ.
ის არ მოვა..
მისი სიზმრები სხვის სხეულზე იკურნებიან და 
რაჯას თეთრი ძროხა თუ მასტურბირებს მის ფანჯრებთან რომ ის დაიცვას
ვერაფერს იზამ..
შენ უდაბნოს მწვანე გაკვირვებამ ფეხზე დამუხტული დაღლა ჩაგიყლაპა.
ქარის ტომებს შამანური ცეცხლის გარშემო ჩაეძინათ და მარტო ხარ.
სხვა სიზმრები დაისიზმრე აზიის შვილო და თეთრ ზეწრებში გახვეულმა აქეთ იქით იქანავე.
აზიის შვილო..
აზიის შვილო..
არაფერია სიყვარული !
 
 
 
 
*
 
შენარჩუნებული წვრილი ხაზები თმიდან დაცურებულ ჰაერში, როგორც ჩვენი ხმა,
ნულოვან სიზმარს ემსგავსება.
 
ვერთობით კუს სიჩქარით
და სადღაც ალპებში, თუ ირმის ნახტომს მზე დაცვივდა, 
ეს არ გვიკვრს.
 
ჰელენ!
 
ხრიალი ჭაში ჩაბარდნილი დახუჭობანაა..
ფილტვებიდან რომ ამოგდის, როცა ზურგით დგახარ.
ჯაჭვური რეაქცია ჩემი და შენი, როცა იქიდან ვერ გიყურებ.
 
მაგრამ აქ არ წვიმს...
 
არ ივსება სარდაფები მდინარის წყევლით.
ბავშვებს ლოყები ებერებათ და გვამებზე ლოცულობენ.
მათი სიტყვები ისეთი ფერადია, ისეთი რთული, 
რომ მინდა, ყველა ნერწყვი გადავყლაპო, რაც თვალს აწვება..
რაც თვლას მოყვება და დავიძინო 
ბოლო სართულის საბნის ხის ქვეშ.
 
 
 
 
*
 
გამოდი  
დასვირინგებული ქარი შენი მზის სპერმაში კარტს გიშლის..
ვეკითხები ჩუმად შორს შენგან
სად უნდა გავშალოთ კარავი
ღამის თასმები სად შევიკრათ რომ მშვიდად შევძლოთ დაძინება..
თითქოს მკვდარმა ტოტებმა შეგისრუტეს
ეს დღეც არაა ჩემი.
არც შენი კანი.
არაფერი 
და თითქოს ახლა ამ არაფერში ყველაფერი მაქვს 
გაყვითლებული ჰაერის ზედაპირით.
გალურჯებული სხეულის ზედაპირით.
მდინარეებმა წაიღეს უკვე ყველა სიმღერა ბალახებში თავჩარგული
მტვრის ცივ ცახში ნაბიჯები გამოფინეს ამინდების ცვალებადობამ და ზურგში კბილი ამომიძრეს.
ის ამბობდა 
სიზმარში თუ კბილს დაკარგავ ვიღაც გაქრება..
ყველა გაქრა.. მაგრამ ზურგზე ცოტა კბილი მაინც შემრჩა და თვალებს ვხუჭავ. ველოდები...
დედამოტყნულ სიმშვიდეში ველოდები ყველას წასვლას.
 
დღეს მეგობართან ერთად გასაყიდად გამოტანილ კაკტუსების ტყეს ჩავუარე..
იყო ტკივილი უშენობა და სიღარიბე რომელმაც შენთვის კაკტუსების ტყე ვერ მაჩუქა.
 
 
 
 
*
 
თმებში ნახატები ..
ითევზავე 
შენი ზურგით უწყვეტად, კანკალით.
მოვა იახსარი და ბაბუაწვერებს პირში ჩაიგუბებს.
 
ქუჩები ძვირიანი სკოჩის არომატით  - 
ძალიან უცხო, 
ვერ გავლილი, 
ვერ ნაცხოვრები..
გულიდან მატლები ცვივა ბებიაჩემს.. 
 
არაა ეს ის მიწა, სადაც ფრჩხილებს დასამტვრევად გავიმეტებ, რომ პლატონური სიყვარული გავიაზრო.
ანდა გააზრება რაღად უნდა -
შევეგუო..
შენ გიყვარს  - პლატონი ჟიმავს ! 
ჟიმავს!
ჟიმავს! 
შენს გარდა ყველა ჟიმავს .
 
მოვა იახსარი და ბაუაწვერებს პირში ჩაიგუბებს.
სარდაფებში, იცი, მუდმივად ჩემი ჭაღარა დარბის..
ბავშვობას კი "ტურბოს" გემო აქვს.
 
ჩინგან ჩუ ! ჩინგან ჩუ !
შენ მოიგე.
შენი დარტყმაა..
არადა ჭაში ჩავარდნილი მაკრატელი უფრო მჭრელია, რომ იცოდე.
სხეულზე ყველაფერს ჭრის..
 
არაა ეს ის მიწა, სადაც ფრჩხილებს დასამტვრევად გავიმეტებ !
 
ბებიაჩემს პირიდან მატლები ცვივა.
მოვა იახსარი..
 
 
 
 
*
 
როცა ფინიკის თოკში ქუჩები წვეთებივით ჩამოკიდებულ ჰაერს გავს
სად წაგიყვანს ჩემი დაღლა ?
ივიწყებ სიზმრებს. ივიწყებ ქარს ბამბუკის ფრთებში მოტანილს ტყის სიღრმეში.
როცა კაბა ლიანებში გისველდება და კაწრავს სიტყვებს ყელში დიდი მავთულივით დამრგვალებულს
სად წაგიყვანს ჩემი დაღლა ?
ტოვებ ბალახს. ტოვებ თმის ღერებს ჩამოცურულს კლდის ფილტვებში და ხარხარს იწყებ.
როცა ცივი წებო ხეებს გართმევს და ტანზე მძიმედ გეტმასნება
სად წაგიყვანს ჩემი დაღლა?
ღეჭავ ნაპირებიდან გაქცეულ დაბრუნებას. ღეჭავ უკან გამოხედვას და მძიმე თასმებს.
და როცა სექსი სარდაფებში დავიწყებულ ბავშვობას გავს 
არ გცნობს. არ გთვლის არ მოგელის
სად ? სად წაგიყვანს ჩემი დაღლა?
 
მე დავიჯერე წყლის თასმების სიმსუბუქე.
 
 
 
 
*
 
ფიცარი ჯაჭვის თმებში კარავია
რომელიც მწვანე ნაბიჯებით წყალში ჩავდგით ხესთან მეტი სიახლოვე რომ შეგვეგრძნო..
დამტვრეული გამოხედვა წამოვიღეთ და ფიცარს ლურსმანივით დავაჭედეთ რომ მტკენოდა.
რომ მეცხოვრა.
რომ ხელები მდინარეში არ დაგვერგო და...
არ მთავრდება ჰაერნაკადი
სახურავის ზედაპირზე
   მიბმული ფრენა.
   ყურთან მშრალი წივილის ხმა
როცა ქვემოთ სიმაღლეა და შიში დარბის.
 
იქნებ "სული შევუბეროთ" და..
ჩავქრეთ.
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული