- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
სიუკიუში მიწისძვრაა.
ბეირუთს ბომბავენ.
რამონი მაგდალენას ხვდება
ამ საღამოს და იქ
შედგება პირველი კოცნა.
სამიტი შედგება პრაღაში
(მანდ ევროპის გულია).
ლიონში ინცესტების რაოდენობამ
იმატა საგრძნობლად
(გარყვნილები!)
მოსკოვის დროით
8:00 საათია.
ბუდაპეშტში კარგი უნივერსიტეტია.
ქრთამს არ გთხოვენ.
იქ იდეალური განათლების სისტემაა.
ლოთი ხელოვანები
ჩაჩებს ჩამოიცვამენ.
ექაჩებიან მძიმე საწოვარებს.
გაჩერებაზე დაქალები
ერთმანეთს აჩვენებენ
სახეზე გამოსულ მუწუკებს:
_აი, ჩემი მუწუკი!
_აი, ჩემი მუწუკი!
_აი, შენი მუწუკი!
_აი, ჩემი მუწუკი!
მანდილოსანს ძალიან აწუხებს
ფეხსაცმელებზე მიმხმარი ლაფი _
მოსვენებას უკარგავს.
ბუზები გულშეღონებით დასტრიალებენ
გასუფთავებულ ნაგვის ბუნკერებს.
მენაგვეები პენსიაზე გადიან.
ჩვენთან ნაგავი არაა!
კითხვები საპნისბუშტებია.
კითხვები ტრიალებს ჰაერში,
შეხებით და ჰაერნაკადებით
გავაქრობთ.
გმირი ბოთლებში ჩაანერწყვავს _
იქიდან იკლავს წყურვილს.
ხშირია კულმინაციები,
ცრემლებს ვიდენთ.
რიტმი ძალას იკრებს _
გუმბათებზე უწყვეტად და
ინტენსიურად უკრავენ.
ყველანი ასე ვართ:
ხმამაღლა ვლაპარაკობთ,
ჩვენს სიტყვებს ვუშვებთ ჰაერში,
ჩვენი ხმის ტემბრს ვისმენთ
ტელევიზორიდან.
ჩვენი ხმის ტემბრზე ვეკიდებით და
თავს ვიხრჩობთ.
ჩვენი ხმის ტემბრს ვინასკვავთ
ბაფთებად და იმითი
მივდივართ პაემანზე.
სიუკიუში ცუნამია.
ლოზანაში გახშირდა
არასრულწლოვანთა სექსი.
ჩემს ქვეყანაში წესიერების
გაზონებს რგავენ.
ხოლო სუსტები ცხვირს იჩიჩქნიან