• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რეკვიემი

×
ავტორის გვერდი შოთა იათაშვილი 00 , 0000 1824
განუტევა ახალგაზრდობა...
პური იწვა მაგიდაზე აღელვებული,
რენტგენის ფირებს არ სჯეროდათ ხორცის და სისხლის,
ქალებს სწამდათ დეკოლტეების,
ლოცულობდნენ ათეიზმები,
ხოლო მან კი განუტევა ახალგაზრდობა...
 
მშიერ ძაღლებს ქვები ვესროლეთ,
პანაშვიდიდან გამოსულებმა
მაძღარ ძაღლებს ვესროლეთ ქვები,
ვესროლეთ ქვები ძაღლებს მშიერს
გამოსულებმა პანაშვიდიდან,
ქვები ვესროლეთ მშიერ ძაღლებს,
ქვები ვესროლეთ მაძღარ ძაღლებს,
ქვები ვესროლეთ დაღლილებმა,
გამოსულებმა...
 
ახალგაზრდობა განუტევა...
სათამაშო თევზი ეგდო აბაზანაში,
ჩონჩხს სჯეროდა მხოლოდ რენტგენის,
დეკოლტეებს სწამდათ ქალების,
იზეპირებდნენ ცხრა რთულ მცნებას კაცისმკვლელები,
აი, მან კი განუტევა ახალგაზრდობა...
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული