- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
* * * ხომ შეიძლება, უბრალოდ დავშორდეთ ერთმანეთს, თუნდაც Gucci - ს Envi – ს წინ? უცილობელად
უცილობელად დავშორდებით,
თუ გინდა, ხვალვე,
ოღონდ აქ არა,
და დღეს არა,
და ასე არა, Gucci - ს Enviს წინ არ დავშორდეთ _
მე მიყვარს Envi,
მიყვარს ეს ქუჩაც,
და ეს ქუჩის რეკლამაც მიყვარს,
მიყვარს ბავშვობის გახსენება
და ის, ვინც მაშინ
ამ სუნს ხელჩანთით ატარებდა
და მასიზმრებდა ყველაფერს,
რასაც დღევანდელი ყოფა დაერქვა.
ხვალ ჩვენ უბრალოდ დავშორდებით,
დაგტოვებ მარტო,
და სხვა საგნები გამახსენებს შენს არსებობას,
სხვა სურნელება,
სხვა ქუჩა და
სხვა თარიღები,
მაგრამ ეს არა,
ეს დღე არა,
არასდიდებით _
უცილობელად დავშორდებით,
ოღონდ აქ _
არა.