• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

დროებითი და პირობითი

×
ავტორის გვერდი ქეთი ნიჟარაძე 00 , 0000 1773

(ციკლიდან "პასუხები ბეგბედერს")

"ცხოვრება იცვლება, როცა ქალაქს გამოიცვლი? რა საჭიროა მოგზაურობა ამ ერთფეროვან სამყაროში?"

 

ჩემი ქალაქი,

შენი სახლი,

სხვისი ოთახი _

დროებითი და პირობითი

განმარტებები,

დროებითი და პირობითი

საკუთრებები.

ყველა ერთსა და იმავეზე

ვფიქრობთ და ვცოცხლობთ,

რომ სხვაზე მეტი გავიგოთ და

ვიცოდეთ, მაგრამ

მაინც სხვებს ვგავდეთ _

უცნაური სურვილები გვაქვს.

 

ან გავიღიმებთ,

ან მოვიწყენთ,

ან დავფიქრდებით,

მაგრამ ცხოვრება შეიცვლება?

არა მგონია.

და საჭიროა მოგზაური რომ გახდე ერთხელ,

გადაიარო ბილიკები და ასფალტები,

და ბოლოს თქვა, რომ

ბევრი ნახე,

იყავი ბევრგან,

მაგრამ აღარსად დაგწევია გზად ის შეგრძნება,

რომ ქალაქების გამოცვლისას იცვლი ცხოვრებას,

რომ შეიცანი თავი შენი,

სიცოცხლე შენი,

მაგრამ ვერც ერთს ვერ გაექეცი,

და დარჩი შენად.

 

2010წელი

 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული