პიონერთა სასახლეზე უზარმაზარი აფიშაა გადაჭიმული - "პიონერფილმი", რომელიც პირველად წავიკითხე, როგორც "პორნო ფილმი" და რა სასიამოვნო მოულოდნელობაა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ სად დაგცალდა, წარწერა "პ ო რ ნ ო" ჩემს თვალებში ისე ბლანტად გარდაისახა "პ ი ო ნ ე რ ა დ", როგორც რუსთაველის პროსპექტზე ია, ვარდი და ბზა - ნაგვით შემოღობილ საკნებად ან როგორც "ტერორის პლანეტაში" ტარანტინოს ფალოსი - გემრიელ მურაბად.
შემდეგ ეს საოცარი "პიონერფილმი" Google-ის ტექსტურ ველში ჩავწერე და პიონერთა სასახლის საიტზე საკმაოდ საინტერესო ტექსტსაც წავაწყდი, (საინტერესო თუ არა, საკმაოდ სახალისოს მაინც, თუ "პიონერს" სიტყვა "პორნოთი" შევცვლით) აი, ისინიც, "პიონერ-პორნო":
""პორნოფილმი” მოყვარულთა ფილმების საერთაშორისო ფედერაციის წევრია. სტუდიას ხელმძღვანელობს ამავე სტუდიის აღზრდილი, ღირსების ორდენის კავალერი გრიგოლ ჩიგოგიძე.
სტუდიაში გაერთიანებულნი არიან 8–16 წლის მოსწავლეები. სტუდიაში ფუნქციონირებს ოპერატორთა, სცენარისტთა, კინოს მოყვარულთა, კინოს ისტორიის შემსწავლელი წრეები. `პორნოფილმი~ ორგანიზატორია საერთაშორისო კინოფესტივალისა `თბილისური აისი~, რომელიც 2004 წელს მერვედ ჩატარდა.
სტუდიის აღსაზრდელები სისტემატურად მონაწილეობენ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივლებში და მნიშვნელოვან წარმატებასაც აღწევენ, რაზედაც მეტყველებს მათ მიერ მოპოვებული ჯილდოები.
აღზრდილთაგან ბევრი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია.
კურსდამთავრებულთაგან დღეს საქართველოს ტელეკომპანიების წამყვანი მუშაკები არიან – მათ შორის ნინო შუბლაძე, ნიკა ლომიძე, სერგო ბუიღლიშვილი, ვახო ხიდაშელი (ვაკაჭი), თამუნა კვერნაძე, ქეთევან პატარაია, მარიკა თოფურია, ალეკო ჯავახიშვილი, თამარ ღვინიანიძე, მიხეილ მიმინოშვილი, ნინო სხირტლაძე, გია კერესელიძე და სხვა.
2005 წლიდან სტუდიაში დაიწყო კომპიუტერული მონტაჟის სწავლება.
ფოტომოყვარულთა წრეები დაფუძნდა სასახლის შენობაში ადრე არსებული სახელმწიფო ორგანიზაციების ფოტო ლაბორატორიის ბაზაზე. 1973 წელს, ფოტო კაბინეტის ბაზაზე შეიქმნა გ. თიკანაძის სახელობის ნორჩ ფოტომოყვარულთა საქალაქო კლუბი `სხივი”, ხელმძღვანელი იური ლუკაშვილი. კლუბის აღსაზრდელები მრავალი გამოფენა_კონკურსების ინიციატორები და მონაწილენი არიან. მიწვეულნი იყვნენ საბავშვო და მოზარდთა საერთაშორისო გამოფენაზე კიევში, მოსკოვში, თეირანში, ლონდონში, პარიზში, ნიუიორკში. მათი წარმატებები არაერთხელ აღინიშნა პრიზებითა და დიპლომებით.
1965 წლიდან დღემდე კაბინეტის აღსაზრდელები აქტიურად თანამშრომლობენ სასახლის გაზეთ `გაზაფხულთან”.
ფოტოკაბინეტის მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში აღიზარდნენ თაობები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ სხვადსხვა ბეჭვდით გამოცემებში, ჟურნალებსა და გაზეთებში. მათგან აღსანიშნავია ცნობილი ფოტოხელოვანები: გურამ თიკანაძე, სიმონ კილაძე, შახვალდ აივაზოვი, ივანე შლამოვი."