• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

მეძავი რომელიც არ ჟიმაობს

×
ავტორის გვერდი ზაზა კოშკაძე, ლეკა ფასური 00 , 0000 2521

(სიბრალულით პრივილეგირებულთა კასტა) 

დარწმუნებული ვარ, თბილისში მცხოვრებ მამრთა უმეტესობას, ძალიან ეცნობა ეს სცენა: თოთხმეტის ხარ. ყველა ამჩნევს თუ რამდენ დროს ატარებ ტუალეტში. ერთ დღესაც შენთან მოდის შენი უფროსი მეგობარი და გეუბნება, რომ ხვალ “ბოზებში” უნდა წაგიყვანოს. მეორე დღეს ერთმანეთს ხვდებით. შენ ერთ ბოთლ ლუდს სვამ მეტი გამბედაობისთვის. მიდიხართ. რათქმაუნდა ლილოში ან ვარკეთილში. შენ ჯიბეში ათი ლარი გიდევს (ჩემ დროს ასეთი ფასები იყო) და სწორედ ამ ფულით აპირებ იყიდო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. იყიდო შეგრძნებები, თავგადასავალი, რომელზეც გაუთავებლად ილაპარაკებ შენს თანატოლებთან.

შენ ზიხარ მისაღებ ოთახში. ავარიული კორპუსის მეორე სართულზე. დაახლოებით დილის ათი საათია, ან საღამოს თერთმეტი. სააბაზანოდან გამოდის მსუქანი ქალბატონი, რომელიც ამ სახით გიქმნის ჰიგიენური უსაფრთხოების ილუზიას (ჩემს შემთხვევაში ასე იყო). შენ იცი რომ მან ახლახანს ჩაიბანა. ოთახები რათქმაუნდა ურემონტოა. ფანჯრებზე მინების ნაცვლად ნაჭრები და ა.შ. განიშნებენ, რომ შეგიძლია უკვე შეხვიდე. მსუქანი ქალბატონი ლეიბს იატაკზე ფენს და წვება. შავი კაბა აცვია. შენ ერექცია გაქვს და ნერვიულობ. შემდეგ უკვე ყველაფერი თავისით ხდება.

ამ ყველაფერი შემდეგ შენ იცვლები. ღამე უკეთ გძინავს. თუმცა მალევე აცნობიერებ რომ იმ დღიდან მოყოლებული რაღაც არ გაძლევს მოსვენებას. შენ ხვდები რომ ეს იყო რიტუალი, რომლის მეშვეობითაც მიხვედი სიმართლემდე. სიმართლე კი ისაა, რომ შენი საყვარელი დედიკო, რომელიც ყოველ დილით ცხელ ჩაის და კარაქიან პურს გახვედრებს მაგიდაზე, სკოლაში წასვლის წინ, მატყუარაა. მატყუარაა, რადგან მცდარ იდეალებს გინერგავდა და გასწავლიდა რომ ქალი მგრძნობიარე და სუსტი არსებაა. რომ მათ სითბოთი და პატივისცემით უნდა ვანებივრებდეთ. გასწავლიდა ტრანსპორტში ადგილის დათმობის რიტუალს, გზის დათმობის რიტუალს, ხელზე კოცნის და თავის დახრის რიტუალს. შენ კი თოთხმეტი წლის ასაკში იგებ სიმართლეს. თუ მანამდე ქალის სქესი შენთვის დედასთან იდენტიფიცირდებოდა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. აბა რომელი დედა ეუბნება შვილს სიმართლეს, რომ ზოგჯერ ისინი ძალიან მსუქნები არიან და საათობით ვერ ათავებენ? რათქმაუნდა არცერთი.

თვითმხილველები თავს აქნევენ უკმაყოფილების ნიშნად და ოხრავენ, ნწუ, ნწუ, ნწუ, ნწუ. ყველაფერი გასაგებია. გზის მეორე მხარეს მანქანა გაჩერდა და საქარე მინა დაუშვა. იქვე მდგომი შუახნის ქალი მანქანასთან მივიდა და წაიკუზა. მინი იუბკა აცვია და შავი კოლგოტი. ნახევარწუთიანი დიალოგის შემდეგ ის მანქანაში ჯდება და მიდის.

ამ მითიური ე.წ. "პუტანკების" ცხოვრების წესი, მთლიანად ეწინააღმდეგება თბილისურ ოცნებას, გქონდეს ბინა პრესტიჟულ უბანში, “პატიოსნებით” განთქმული ოჯახი, ბიძა პარლამენტში და ა.შ. რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნებიან ეს ადამიანები? ხშირად მსმენია "ლეგენდები" მათზე, რომლებსაც `ცხოვრება აერიათ.~ შევსწრებივარ საუბარს ტრასპორტში, კაფეებში...სადაც ერთი უყვებოდა მეორეს, ვიღაც საცოდავის შესახებ, რომელსაც ქმარი ნარკომანი შეხვდა, დააპატიმრეს, შედეგად ის მარტო დარჩა და იძულებული გახდა ამ საქმისთვის მოეკიდა ხელი. საიდან გაჩნდა ეს სტერეოტიპი? იქნებ ეს საბჭოთა დროიდან მოყოლებული კომპლექსია, სწორედ იმ პერიოდში აღიქმებოდა ოჯახის დანგრევა ყველაზე მწვავე ცხოვრებისეულ ტრაგედიად. მაშინდელი საზოგადოება ხომ იდენტური მორალური კრიტერიუმებით უყურებდა მეორედ გათხოვებასა და "ბოზობას". წარმოიდგინეთ როგორი მორალისტური წნეხის ქვეშ გაიზარდა ჩვენი მშობლების თაობა. შეიცვალა თუ არა რამე მას შემდეგ? თუ დღემდე უამრავი ბავშვი იზრდება მოძველებული, ზედაპირული და ფასადური მორალის ქვეშ, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ საუკუნეს?

როცა ამ ტექსტის დაწერა გადავწყვიტე, წარმოდგენაც არ მქონდა, რის ფასად დამიჯდებოდა იმ მასალის მოპოვება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამ წერილისთვის. მანქანის შენელების რიტუალი, თანხაზე მოლაპარაკების რიტუალი, კლიენტების შერჩევის რიტუალი დგომის რიტუალი, სამუშაოზე გასვლის რიტუალი, აი რა იყო ჩემი ინტერესები...

თავდაპირველად წერეთლის გამზირს ვესტუმრე. ისინი ადგილზე დამხვდნენ. როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა “სუჩი ექსპრესს”. ჟგუფებად დგანან. ორ-ორი, სამ-სამი და ზოგჯერ მეტიც. იშვიათად მარტო. ესეც ერთგვარი რიტუალია, რომელიც ყურადღების მიქცევაში ეხმარებათ. ძირითადად ხეებთან. პრესის ან სიგარეტის ჯუხრებთან. ხოლო დარჩენილი ნაწილი ტაქსებში ზის. ვარდების რევოლუციის შემდეგ ამ ხალხს პოლიციელთა რისხვა დატყდა თავს. ეს იყო მთელი ტალღა, როცა კურიერი თითქმის ყოველდღე აჩვენებდა როგორ აყარეს სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ბორდელი. ეს რათქმაუნდა იწვევდა შიშს და პანიკას ყველასთვის, ვინც ამ საქმით იყო დაკავებული. ერთის მხრივ ხელისუფლება ებრძოდა პროსტიტუციას, ხოლო მეორეს მხრივ ამ ყველაფერმა თვითგადარჩენის ინსტინქტი გააღვიძა მათში. გამოიკეტნენ ტაქსებში, ერთი პერიოდი მხოლოდ იქ შეგეძლო გეპოვნა ისინი. შემდეგ, როცა უკვე ამ ტალღამ გადაიარა და ჩვენს პოლიციას მათთვის აღარ ეცალა, გადმოვიდნენ ტაქსებიდან და დაუბრუნდნენ ყველასათვის ნაცნობ ადგილებს, ახლა ისინი ისევ დგანან.

მე მათ ორ ჯგუფად დავყოფდი: ერთნი, რომლებიც უბრალოდ და მარტივად იკერებიან 40 ლარად, თუ ძალიან თხოვ, შესაძლოა ზოგიერთი მათგანი ოცდაათ ლარადაც ააგდო. ეს ძალიან იშვიათ შემთხვევებში და ისიც საიდუმლოდ, რადგან თუ ერთი აგდებს ფასს, მეორე კლიენტის გარეშე რჩება. ისინი დგანან ჩანთებით ხელში, გარე განათების ბოზებთან ან ჯიხურებთან. ზოგიერთ მათგანს ხელში თონის პური უჭირავს. ისინი ქმნიან შთაბეჭდილებას თითქოს ერთი სული აქვთ, როდი მოვა მათთვის სასურველი მარშუტკა. რომელიც მათ სახლთან ახლოს გაივლის. მათი “სტავკაა” ორმოცი. შენ იხდი ფულს რომელსაც ის უტოვებს თავის ერთ-ერთ კოლეგას და მიდიხართ ვაგზალზე, სასტუმრო “კოლხეთში.” მათთან საუბრისას დავასკვენი რომ განსაკუთრებული ლექსიკით არ გამოირჩევიან, ყოველშემთხვევაში კლიენტთან არ მიმართავენ რამე სახის ჟარგონს. რომელიც მათი პროფესიული მახასიათებელი იქნებოდა, უბრალოდ ორმოცი და უბრალოდ სასტუმრო კოლხეთში. რათქმაუნდა ტაქსით, რომელსაც ასევე შენ იხდი. მათი ასაკი ორმოციდან სამოცამდე მერყეობს. მეორენი, რომლებიც შედარებით ახალგაზრდები არიან, უფრო მოკლეებს იცვამენ და უფრო მკვეთრ მაკიაჟს ხმარობენ. მათთან სამოცდაათ ლარზე ნაკლებად, ვერაფერს გახდები. ტაქსი და სასტუმრო გოგოლის ქუჩაზე. თუმცა აქ საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოს.

საერთოდ თვითონ არ ირჩევენ კლეინტებს. პირიქით, მათ ირჩევენ. მიუხედავად ამისა მე მაინც გადავწყვიტე ასე დამერქმია ამ ქვეთავისთვის. რაც შეეხება ჩემს გასეირნებას წერეთელზე, ეს ამბავი წივილ-კივილით დამთავრდა. ისინი კიოდნენ ბოლო ხმაზე, შუა ქუჩაში და ჩემი მისამართით იშვერდნენ ხელენს. ორნი იყვნენ, ამის ძირითადი მიზეზი ის იყო რომ ფხიზელი ვიყავი და თქვენობით ველაპარაკებოდი. მათ კი ასე არასდროს ეპყრობიან. ეს ნამდვილი ტრეშია. თანაც არა ერთადერთი რაც მე მათთან ყოფნის დროს ვნახე. შეგიძლია იყო უგონოდ მთვრალი, ნივრისა და არყის სუნით პირში. ან მახინჯი, ამაზრზენი შრამებით სახეზე. შეგიძლია რაც გინდა ის იყო, ოღონდ არავითარ შემთხვევაში ფხიზელი და მოწესრიგებული. შეგიძლია დაამცირო, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ მოეპყრა პატივისცემით. ეს მათში უნდობლობას და შიშს იწვევს. უზარმაზარ უნდობლობას და შიშს. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, თუ რა კატეგორიის ხალხი “სარგებლობს მათი მომსახურეობით.” ესენი არიან მარშრუტკის მძღოლები, რომლებიც ქუთაისი-თბილისი რეისზე მუშაობენ, ესენი არიან ვაგზალზე მომუშავე შავი მუშები. ესენი არიან ტაქსისტები, რომლებმაც ცოლი და ბავშვები სიდედრთან გაუშვეს დასასვენებლად. ესენი არიან უსაქმური პროვინციელი ბიჭები რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაიჭრნენ და ა.შ და ა.შ.

20.02.2009 საღამოს ათის ნახევარი. პეკინზე 25 წლის ანანო გავიცანი. ფული წინასწარ გამომართვა და სხვას ჩააბარა. “მანამდე ბარში ხომ არ ჩავსულიყავით და ცოტა ხომ არ დაგველია?”- მეკითხება ანანო. (დარწმუნებული ვარ რომ ასაკიც მომატყუა და სახელიც) მე უსიტყვოდ ვთანხმდები. ჩავდივართ ბარში, რომელსაც გარედან აწერია “ ფრენდ ქლაბ”’ დიდი ქართული ასოებითჟ ის უკვეთავს ერთ ბოთლ ნემიროვს. ვსვამთ. ის მიყურებს და ვხედავ როგორ ეშინია ჩემი. რატომღაც მეკითხება : `გეი ხარ?” “არა”. “’აგენტი ხარ?” “არა.” ჩუმდება. ამბობს, რომ არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას რომლებსაც კლიენტებთან წუწუნი კარგად აქვთ დაცდილი. რომლებიც გაუთავებლად ლაპარაკობენ რომ მამა მოუკლეს, დედამ მიატოვა, ქმარი სცემდა, ძმა ციხეშია და რომ შვილები მძიმედ ავად ჰყავს. რომ ცხოვრებამ სხვა გზა არ დაუტოვა. ვერასდროს წარმოიდგენდა თუ აქამდე დაეცემოდა. ესეც შენი პოსტორგაზმული გულახდილობის რიტუალი, რომელიც ძალიან გავრცელებულია. სინამდვილეში არცერთი მათგანი არ ტოვებს მსხვერპლის შთაბეჭდილებას. მათ უბრალოდ ორი სახე აქვთ. ერთი რომელსაც შენ გაჩვენებს, როდესაც საკუთარ დრამას გიყვება და მეორე, რომელიც მხოლოდ "გოგოებმა" იციან. ანუ მათ ვისთანაც თავის უცნაურ კლიენტებზე ყვება სიმთვრალეში.

კიდევ ერთი მახასიათებელი ეროვნული ტრეშისათვის, ამ ადამიანთა მორალი არაფრით გასხვავდება იმ ქართული მორალისგან, რომელსაც ჩვენ დაბადებიდან გვახვევდა თავზე საზოგადოება. მაგალითად ისინი ხშირად ლაპარაკობენ ღმერთზე, მიაჩნიათ რომ მინეტი საზიზღობაა და საერთოდ, ერთმანეთის ჭიქიდან არ სვამენ. თუ ვინმეს გაუბაზრდა რომ პირში იღებს, მას გაურბიან და დასცინიან. დასცინიან ბიჭებსაც, რომლებიც სთხოვენ ორალს.
ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. მოკლედ ტიპიური ქართულ-მართლმადიდებლური შეხედულებებია სამყაროზე.

ანანო გამომიტყდა რომ პარიკს ხმარობს. ადრე მოცეკვავე იყო, მუცლის ცეკვას ასრულებდა ერთ-ერთ ქლაბში. ერთხელ იყო გათხოვილი და არ გაუმართლა, შვილი არ ყავს. ცხოვრობს ავლაბარში. არაყს ძალიან ხშირ-ხშირად მისხამს. ცდილობს გამთიშოს, მისი მიზანია ნებისმიერ ფასად აარიდოს თავი ჩემთან სექსს. როცა შეატყო, რომ მარტო არყით ვერ დამათრობდა, ერთი ბოთლი ლუდიც შეუკვეთა. ფორთოხლის წვენიც კი, რომელსაც არაყს ვაყოლებდით, არყიანი მოატანინა. მას ჩემი ეშინია. ეშინია იმიტომ რომ არ ვეხები. არ ვეხები ქალს რომელშიც სამოცდაათი ლარი მაქვს გადახდილი. მხოლოდ თვითონ მეთომარება სახეზე. ცერა თითს პირში მიდებს. ბოლოს სასმელი მთავრდება. ბარიდან გამოვდივართ. ის კი მეუბნება რომ ჩვენ სექსი არ გვექნება, რადგან თანხა არ ყოფნის. მე ვეუბნები რომ ეს უსამართლობაა, ზუსტად იმდენი გადავიხადე რამდენიც მითხრეს.

ერთი სიტყვით მე მათ მახეში გავები, ისინი- ჩემსაში. ასე გაძარცვული და გადამთვრალი ვიდექი პეკინზე, ჩემს წინ იდგა ანანო, მის გვერდით ორი ქალბატონი. მე ვეკითხები ანანოს, თუ რატომ ატყუებს ადამიანებს.

მეძავი რომელიც არ ჟიმაობს.

ეროვნული ტრეში.
 

ისინი არაფრით არ განსხვავდებიან ტაქსისტებისგან, სტაიანშიკებისგან, დამლაგებლებისგან, მზესუმზირის გამყიდველებისგან, რომლებიც გამუდმებით ამტკიცებენ რომ ასეთებად არ დაბადებულან (`სულ ტაქსისტი კი არ ვიყავი~) და რომ ორი (ან მეტი) დიპლომი აქვთ სახლში.- შინაგანი ყვირილი: "მიმიღეთ, მეც თქვენნაირი ვარ!"- უარყოფილი მხარე, მეორე სამყარო, უმცირესობათა კრება, ეს უფრო მეტია ვიდრე სოციალური ფენა, ეს ცალკე სფეროა, მეორე მხარე, კასტა, რომელიც სიბრალულს უნდა აღძრავდეს ჩვენში. ამის პარალელურად, "თბილისური ოცნების" პირმშოები მათდამი რომანტიულ დამოკიდებულებას ვავითარებთ, დავდივართ ზენიტებით ხელში და ვუჩხაკუნებთ მათხოვრებს, პოეტური განწყობით ვჩერდებით ქუჩის მუსიკოსებთან, ვიღებთ რეპორტაჟებს "ერთი დღე დამლაგებლის ცხოვრებიდან," ყველა კიბის ქვეშ მცხოვრებ ბომჟში ფიროსმანს ვეძებთ, პოლიტიკოსები უპატრონო ბავშვებს ორ კოლოფ სახატავ ფანქრებს ჩუქნიან, მოდაში შემოდის "ქველმოქმედება," რელიგიური უმცირესობებიც ნელ-ნელა ქართველები ხდებიან, ვიხსენებთ რომ ფრედი მერკური შიდსით მოკვდა და რომ ფრიდა კალო ბისექსუალი იყო, მერე ნელ-ნელა ვიხსენებთ უორჰოლისეულ მეძავებს, მათ დახეულ კოლგოტებსა და გასაგიჟებელ, გადღაბნილი წითელი პომადის ხიბლს, ალმოდოვარის გრაციოზულ ტრანსექსუალებს, იაფფასიანად აბრჭყვიალებულ ვერცხლისფერ მოსაცმელებს, ნარკოტიკებისა ალკოჰოლისგან ამოშავებული თვალის უპეების შორეული გლამური. თუმცა ყველაფერი ეს ფასადური და ზედაპირულია, ჩვენ მაინც არაფერს გვაწოდებენ ბოლომდე, ჩვენთვის ეს მაინც იქითაა, მეორე მხარეს...ჩვენ გვჯერა, რომ რაღაცამ უნდა "გაიძულოს," "გამოსავალი არ უნდა დაგრჩეს~ არ აიღო დიპლომი, არ ჩაიცვა პლეხანოვზე, უარი არ თქვა ანალურ სექსზე, არ იმუშაო ბანკში და იმუშაო ბაზარში, არ ეზიარო, არ წახვიდე ხმის მისაცემად... როცა გადაცემა “ტაბუში” ან “რუსთავი2”-ის ერთ-ერთ რეპორტაჟში სახეზე ცენზურააფარებულებს აყოლებენ გულისამაჩუყებელ ისტორიებს, თუ როგორ სასტიკად ექცევიან ზოგჯერ მთვრალი და აგრესიული კლიენტები, ეს მაყურებელში აუცილებლად გამოიწვევს რეფლექსს, ამას ფსიქოლოგიაში “ეფექტი პროექცია” ეწოდება. ეს არის რეფლექსი რომელიც შემდეგნაირად ფორმულირდება “მე ასე არ მოვიქცეოდი.” ეს უკვე გავს ხელოვნურ იზოლაციას, რომელსაც მათ მიმართ ეწევა მედია. ან მეორე კარნახი: "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები." სულ ესაა ყველაფერი რაც ჩვენს საზოგადოებას შეუძლია თქვას ამის შესახებ, სიბრალული და მეტი არაფერი. თუ ამ დამოკიდებულებას განვავრცობთ მივიღებთ შემდეგ ფორმულას: თუ სამსახური დაკარგე და ქმარმა მიგატოვა, გაბოზდი! 

ნაციონალური ინტელექტის ყოვლისშემძლე ცენზურა აქაც აღწევს, ის პანიკაშია, მას ვერ აუხსნია, ის გვაწოდებს სხვადასხვა ვარიანტებს, სტერეოტიპებს, ადამიანებზე, რომლებმაც უარი თქვეს მათ რიტუალებში მონაწილეობაზე, რომლებსაც აქვთ საშუალება (და ჩვენთვის: საშიშროება) შექმნან თავისი, "ანტი" რიტუალები. ეს ერთგვარი კულტურული ომია, სადაც მანამდე იქნები სუსტი, სანამ არ გეცოდინება ვინ ხარ და რატომ, სწორედ ამიტომაც შენ გაწოდებენ შენთვის მისაღებ ვარიანტს - ამ კასტის ადამიანებს ყოველთვის "აშუქებენ." სადღაც ეროვნულ საგანძურებზე დოკუმენტურ ფილმსა და მსოფლიო ასპარეზზე გამარჯვებულ ქართველ "ხელოვანს" შორის, მათი ცხოვრების წესი აჟიოტაჟითა და კაკაფონიით განიხილება, ეს ძლიერი თემაა რეიტინგისთვის, ეს უკვე გარანტირებული ყურადღებაა, ეს რომანტიკაა.


ერთ-ერთი იაპონელი მფრინავი ერთ მშვენიერ დღეს სრუალიად უწყინარ მდგომარეობაში კლდეს შეასკდა, სრულიად შეგნებულად. მასზე ფსიქოლოგებმა ერთხმად გამოთქვეს აზრი: ადამიანი ზოგჯერ შეგნებულად მიდის იმაზე რისიც ყველაზე მეტად ეშინია. ოჯახის დანგრევა რომლისაც გეშინია, რეპუტაციის შელახვა რომლის წარმოდგენაც კი არ გინდა. არიან ადამიანები რომლებმაც თავი აარიდეს იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ, სწორედ იმით, რომ ცხოვრების წესად გაიხადეს ის. (გაგონებთ "აკრძალული ხილის" თეორიას?) მთელი პრობლემა იმაშია რომ ჩვენ ამ შიშებით არ დავბადებულვართ. ჩვენ ის გამოგვიმუშავდა.
"კეთილშობილი საზოგადოება" ცდილობს აღნიშნოს ყოველგვარი "ნორმისაგან გადახრა" და "გაუგოს~ მას, თუმცა საკითხავია, შეძლებს თუ არა მხოლოდ სიბრალულით პრივილეგირებული ადამიანი მშვიდობიან თანაარსებობას სხვებთან? მაგრამ იქნებ აქ არაფერ შუაშია "მოქალაქეობრივი ვალი?~ იქნებ არანაირი საქმე არ გვაქვს ქართული მორალის მოფრთხილებასთან, არც პრობლემატიკის მთლიანად ათვისებასთან, ან საზოგადოების ლიბერალურად აღზრდასთან? იქნებ `ბუნების კანონების დარღვევა~ არ გვაწუხებს როდესაც ჰომოსექსუალიზმზე ვმართავთ დისკუსიებს, იქნებ `ადამიანთა გაჭირვება~ არ არის მიზეზი ბოზებზე სალაპარაკოდ? იქნებ `სიცოცხლის შეწყვეტა~ არ გვაწვალებს როდესაც მოძღვრებებს ვისვრით გაიკეთოს თუ არა ქალმა აბორტი? და იქნებ `სიყვარულის გაყიდვა~ არ არის მთავარი, როდესაც მეძავებს განვიხილავთ? ხომ შეიძლება ეს ყველაფერი იმის მიზეზი იყოს, რომ ადამიანებს უბრალოდ სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთის `ტრუსიკში~ ყურება... და ბუმია რეალითი შოუების, ბრაზილიური სერიალების, ტოკ-შოუების, ყვითელ პრესაში წერილების, სადაც `ჩემი დაქალი ჩემს ქმართან იწვა~... აი რატომ ვიხდით სამას კაციან ქორწილებს საბანკეტო დარბაზებში, რატომ ვქირაობთ უზარმაზარ ავტობუსებს გასვენებებში. ჩვენ მათ ხარკს ვუხდით სიმშვიდისთვის, ჩვენ ვაძლევთ უფლებას ოცდაოთხი საათის განმავლობაში `ტრუსიკში~ გვიყურონ, მათ არ მოსწონთ როცა ორი ადამიანი ერთად ცხოვრებას იწყებს მათ გაუფრთხილებლად, სახელმწიფოსა და ეკლესიის გაუფრთხილებლად, ჩვენი შიდა თეთრეულით საზრდოობენ ჩვენი ნათესავები, მეზობლები, ნაცნობები, მოქალაქეები, მაყურებლები..მთელი სამყარო ასეა მოწყობილი. აი რატომ ბოზდებიან და მიდიან ყველაფერზე სამოცდაათი ლარის გამო. იმიტომ რომ სწორედ ამით აშინებდნენ მთელი ცხოვრება. მათ მობეზრდათ, როგორც იმ მფრინავს, სიცოცხლის ფასად რომ გათავისუფლდა შიშისაგან, რომელიც ტანჯავდა.
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული