- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მთარგმნელი: ანკა კალანდაძე
პირველად იყო ქუდი
ჩვეულებრივი ჯადოსნური ცილინდრი
საიდანაც ღმერთმა
თავისდაგასაკვირად
თავისი თავი ამოაძვრინა
შემდეგ
ექვსი დღის განმავლობაში
იღებდა ცას, მიწას
და საკუთარი არსეობის
ხუთ მტკიცებულებას
პლანეტები
ჯადოსნური ქუდიდან
ტენისის ბურთებივით ხტებოდნენ
და ღვთაებრივი თითებით
ღმერთიც მარჯვედ ატრიალებდათ
პლანეტები მრავლდებოდნენ
საგანგაშო სისწრაფით
და ისიც ცდილობდა
არცერთი არ გასხლტომოდა
პლანეტარიუმის მთელი ამ ორომტრიალიდან
მაყურებელთა დარბაზში
კი უკვე ისხდნენ
ადამ და ევა
და ერთი წამით
არ სჯეროდათ
რასაც ხედავდნენ