მას თავი ჰგონია უზადო სოლისტი
და ლექსზე ბჟუტურს ასაღებს პოეზიად,
მისი სტრიქონები მზადაა წოლისთვის,
იგი ხუნტრუცის და წ-ყლის სიმბიოზია.
ასეთ ლექსს არ დაწერს არცერთი ლედი,
ვკითხულობ და ვყვირი: ტიშე ბლიად!
ეს ქალი საკუთარ სანწერტილების
ავხორცულ წკმუტუნის გამფეტიშებელია.
ამაზრზენია მისი სითამამე,
სიშიშვლე ერთადერთი მხატვრული ხერხია,
ნეტავ, რად მინდა ასეთი დამა მე,
რომელსაც პარკეტიც ზურგით უხეხია.
პოეზია
ერთი პოეტი ქალის ლექსებისთვის
ავტორის გვერდი გივი ალხაზიშვილი
00 ,
0000
2009


