• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ეპიგრამა

×
ავტორის გვერდი გივი ალხაზიშვილი 00 , 0000 1974

მარხვის დღეები დასტყობია დამშეულ კატას,
ეკლესიასთან მისუნსულებს და კუდით ხატავს

იეროგლიფებს სათებერვლოს, უფრო სამარტოს
და მერამდენედ წაუჩხავლებს უმისამართოდ.

არ შეუძლია აკნავლებულ კატას ალბინოსს,
მშიერი მზერა ეზოს რომ არ მიმოარბინოს.

რადგან მარხვაა, ეკრძალება, ვერ ინადირებს,
შიმშილზე მეტად ამძუვნების ჟამი ატირებს. 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული