- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მთარგმნელი: ლადო გოგიაშვილი
(ნაწყვეტი რომანიდან)
_ ჭეშმარიტად, სამყარო ცეცხლმოდებულ სახლს გავს _ დანანებით თქვა ვოლოდინმა.
_ ცეცხლმოდებულ სახლს არა, _ გამოეხმაურა შურიკა. _ ბარდაგს გავს წყალდიდობის დროს.
_ რას იზავ, ცხოვრება გინდა კააცს _ თქვა კოლიანმა. _ ვოლოდინ, შენ ქვეყნის აღსასრულისა გჯერა?
_ ეს მკაცრად ინდივიდუალური რამეა _ თქვა ვოლოდინმა _ გშმუთავს ვიღაცა ჩეჩენი და ახა, ეგეც შენი ქვეყნის აღსასრული.
_ ვინ ვის შმუთავს, ეგ კიდევ საკითხავია. _თქვა კოლიანმა _ რას ფიქრობ, მართლა ყველა მართლმადიდებელს ამნისტიას გამოუცხადებენ?
_ როდის?
_ საშინელ სამსჯავროზე _ ჩუმად და სწრაფად თქვა კოლიანმა.
_ შენ რა, მთელი ამ ფუფლოსი გჯერა? _ უნდობლად იკითხა შურიკამ.
_ რა ვიცი, მჯერა თუ არ მჯერა _ თქვა კოლიანმა _ ერთხელ ტრუპიანი საქმიდან მოვდივარ ვარ, სული მაქვს დამძიმებული, ეჭვები მაქვს, კაროჩე, სულიერი უძლურება, რა. იქ კიდევ ბუტკაა ხატებითა და წიგნებით. მეც ერთი ვიყიდე, “ცხოვრება სიკვდილის შემდეგ” ქვია. წავიკითხე, სიკვდილის მერე რაც ხდება. ნატურაში, ყველაფერი ნაცნობია. ეგრევე მივხვდი. კაპეზე, სასამართლო, ამნისტია, სროკი, კოდექსის სტატია. მოკვდე _ იგვეა ციხიდან ზონაზე მოხვდე. სულს აგზავნიან ერთგვარ ზეციურ მოგზაურობაში _ საზვერეების გავლა ქვია. ყველაფერი, როგორც წესია _ ორი კანვოი, ქვემოთ კარცერი, ზემოთ ნიჩივო რა. ამ მოგაზაურობის დროს საქმეს გიკერავენ _ შენსას, სხვისას, შენ კიდე უნდა გამოძვრე ყველა სტატიიდან. მთავარია კოდექსი იცოდე. შეფმა თუ მოინდომა, მაინც კარცერში მიგაბრძანებენ. მაგას იმისთანა კოდექსი აქვს, ჯერ დაბადებული არა ხარ და ნახევარზე მეტი მუხლები გეხება. იქ, მაგალითად, ასეთი მუხლია _ ბაზარზე პასუხი უნდა აგო. ყველა სიტყვაზე უნდა აგო პასუხი, რაც ცხოვრეებში თქვი. მარტო იმისთვის კი არა, თუ სადმე არაკაცური ბაზარი შეგიყვანია გაიგე? რაც გინდა ფეხის ცერებზე იარო, პრიჩინას მაინც გიპოვიან და ჩაგსვავენ. სული იყოს და . . . სროკის მოჭრაც შეუძლია შეფს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ თავს უკანასკნელ მძღნერს უწოდებ. მაგას ეგ მაგრა ევასება. კიდევ ევასება, როცა მაგისი ეშინიათ. ეშინოდეთ და თავს მძღნერად გრძნობდნენ. იმისთანა გაბარიტული ნათელი აქვს, ფრთები ვეერივით, დაცვა, ერთი სიტყვით, ყველაფერი. ზემოდან ისე დაგხედავს _ აბა, მძღნერო, ყველაფერი გასაგებია? წავიკითხე და გამახსენდა: ადრე, როცა ძალოსნობაზე დავდიოდი და პერესტროიკა იყო, რაღაც მსგავსი “ოგონიოკში” იბეჭდებოდა. გამახსენდა და ოფლმაც დამასხა. ესე იგი, ადამიანი სტალინის დროს ისე ცხოვრობდა, როგორც ახლა სიკვდილის შემდეგ.
_ ვერ გავიასნე _ თქვა შურიკამ
_ ნახე, სტალინის დროს, სიკვდილის შემდეგ ათეიზმი იყო, ეხლა ისევ რელიგიაა. რელიგიის მიხედვით კი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი ისეა, როგორც სტალინის დროს იყო. აზრზე მოდი, მაშინ როგორ იყო. ყველამ იცოდა, რომ ღამით კრემლის ფანჯარაში ნათურა ენთო, ფანჯრის იქით კი ის იყო. იმას საკუთარივით უყვარხარ, შენ კიდე ისე გეშინია, რამის ჩაისვარო, თანაც მთელი გულით უნდა გიყვარდეს. როგორც რელიგიაშია. სტალინი რატომ გავიხსენე _ ვერ გავიასნე, როგორ შეიძლება თან ჩასვრამდე გეშინოდეს და თან გიყვარდეს მთელი გულით.
_ მაგრამ თუ არ გეშინია? _ იკითხა შურიკამ
_ ზნაჩიტ, ღვთის შიში არა გაქვს. ამისათვის კი _ კარცერში.
_ რა კარცერი?
_ იქ ამაზეც წერია. რაც მთავარია _ უკუნითი სიბნელე და კბილების ღრჭიალია. წავიკითხე და მერე ნახევარი საათი ვფიქრობდი, რანაირი კბილები აქვს სულს. კინაღამ დავიშოკე. მერე გავაგრძელე. ესე გავიგე, რომ თუ დროზე აღიარებ საკუთარ მძღნერობას, განა აღიარებ, მაგრამ ნაღდში გაიასნებ, რომ მთელი ცხოვრება დიდი მძღნერი იყავი, ამნისტია გამოვა შენთვის _ სამოთხეში შეგიშვებენ, შეფთან. ეგრე მივხვდი, მაგათი მთავარი კაიფი პასტაიანნა შეფის ყურებაა, რომელიც ტრიბუნაზე დგას და პარადს იღებს. იქ მეტი არაფერი უნდათ, ან ესეა, ან პარაშის გვერდზე კბილები უნდა აღრჭიალო და მორჩა. მთავარი იცი რა არის, ამის დედაც _ ამ საქმეში მეტი არაფერიც არ არის _ ან ზედა ნარები ან კარცერი. მთელი სისტემა გავშპირე, მაგრამ აზრზე ვერ მოვდივარ, ვინ მოიგონა ესეთი მაგარი რამე. ვოლოდინ, შენ როგორ ფიქრობ?
_ შენ გლობუსა გახსოვს? _ იკითხა ვოლოდინმა
_ ბანკირი რომ გახდა? მახსოვს, _ უპასუხა კოლიანმა
_ მეც მახსოვს _ თქვა შურიკამ და მოსვა თავისი რელიეფებიანი მათარიდან გამათავისუფლებელი სითხე _ სიკვდილამდე მაგრა გაიქაჩა. “პორშეთი” დადიოდა, ცეპები ეკეთა, თითო ხუთი ათას დოლარიანი. ტელევიზორში ვნახე, რაღაცის სპონსორი იყო რა.
_ ჰოდა _ თქვა ვოლოდინმა _ პარიზში რომ ჩავიდა კრედიტის ასაღებად, იცი რა ქნა? იმათ ბანკირთან ერთად რესტორანში წავიდა, სუფრასთან ბაზარი უნდოდა. თვითონ კიდე ღორივით გაიპროჭა, როგორც “სლავიანსკი ბაზარში” და მორთო ღრიალი: “ოფიციანტ, ორი პედერასტი და ვედრით ჩეფირი მოიტა!” თითონ ცისფერი არ იყო, პროსტო ზონაზე . . .
_ ბაზარი არ არი. მერე რა იყო?
_ არაფერი. მოუტანეს და მოუყვანეს კიდეც. იქ ხომ ამის კაპიტალიზმია რამე.
_ და კრედიტი მისცეს?
_ მაგაში არ არის საქმე, მისცეს თუ არა. დაფიქრდი, თუ ეგეთი გაგებით დაამთავრა სიცოცხლე, გამოდის, რომ ზონიდან არც არასდროს გამოსულა რეალურად. პროსტო ისე გაიქაჩა, რომ “პორშეთი” დადიოდა და ინტერვიუებს იძლეოდა. მერე იმ ზონაზე თავისი პარიზიც გაჩითა. ისე, ეგ გლობუსა თავისი პედერასტებითა და ჩეფირით სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე რომ დაფიქრებულიყო, საინტერესოა, თავში რა აზრები მოუვიდოდა?
_ არა, ეგეთ რამეებზე ბავშვობიდან არც უფიქრია.
_ არა, მაინც რომ დაფიქრებულიყო? ისე, თუ ზონის მეტი არაფერი იცის და მაინც, როგორც ყველა ადამიანი უმაღლესი ნათლისკენ მიისწრაფის, მაშინ რაღას წარმოიდგენდა?
_ შენი ვეღარ გავიგე _ თქვა კოლიანმა _ საით უბერავ, რისი უმაღლესი ნათელი? არანაირი უმაღლესი ნაღლისაკენ არ ისწრაფოდა, მაგრამ საჯელის უმაღლესი ზომა ნაღდში კი ემუქრებოდა.
_ გავიგე, _ თქვა შურიკამ _ გლობუსას სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე ფიქრი რომ დაეწყო, ცვეტში იმ შენ ბროშურას წარმოიდგენდა. და მარტო გლობუსა კი არა. კოლიან, შენ დაუკვირდი, ეს ჩვენი სამშობლო სულ ზონა იყო და მომავალიც ზონა იქნება. მაგიტომაც ღმერთიც ეგეთია, მიგალკებიანი. ჩვენთან სხვანაირ ღმერთს ვინ იწამებს?
_ შენ რა, ჩვენი ქვეყანა არ მოგწონს? _ მკაცრად კითხა კოლიანმა
_ რატომ? მომწონს ადგილ-ადგილ.
კოლიანი ვოლოდინისაკენ მოტრიალდა.
_ ე, გლობუსას მაშინ პარიზში კრედიტი მისცეს?
_ მე მგონი მისცეს. იმ ბანკირს ყველაფერი ძალიან მოწონებია. პედერასტების ამბავში იქ პრობლემა არასდროს იყო და, აი ჩეფირი კი გასინჯული არ ჰქონდათ. ამის მერე მოდაში შემოსულა თურმე და ჩაი ა ლა რიუს ნუვო ქვია.
_ მომისმინეთ, _ წამოიძახა უცებ შურიკამ _ რა ვიფიქრე იცი, აი . . . ერთი სიტყვით . . .
_ რა? _ იკითხა კოლიანმა.
_ იქნებ არც ასეა ყველაფერი. ზონაზე რომ ვცხოვრობთ, ამიტომ კი არ გვყავს ღმერთი მიგალკებიანი პახანის პონტში, შეიძლება პირიქით, ზონაზე იმიტომ ვართ, რომ სირენებიანი შეფის მსგავსი ავირჩიეთ ღმერთად. მთელი ეს სიაფანდობა კბილებიანი სულების, ფეჩის, რომელშიც კომუნისტებს ხრაკავენ, ზეციური კანვოის შესახებ _ ეს ყველაფერი ხომ მრავალი საუკუნის წინ მოიგონეს. ჩვენთან კიდე სამოთხის აშენება დედამიწაზე მოინდომეს. ააშენეს კიდეც! სტოპრო, სულ ნახაზებით ააშენეს! მაგრამ სამოთხე, რომ ააშენეს, იცი, აღმოჩდა რომ ჯოჯოხეთის გარეშე არ მუშაობს, აბა, სამოთხე ჯოჯოხეთის გარეშე შეიძლება? ეს სამოთხე კი არა, ყლეობა იქნება. ესე იგი . . . არა, ფიქრისაც კი მეშინია.
_ იქნებ იქ, სადაც ხალხი ნაკლებ ძღნერს ჭამს, ღმერთიც კეთილია. ისე, როგორც შტატებში ან იაპონიაში, _ დანანებით თქვა კოლიანმა.