• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ამერიკული ფეხბურთი

×
ავტორის გვერდი ჰაროლდ პინტერი 00 , 0000 1849

თარგმანი: საბა ლეკვეიშვილი

 

ალილუია!

გამოგვივიდა.

დედა მოვუტყანით.

 

დედა მოვუტყანით, სიქა გავაძრეთ ტრაკიდან

და დედამოტყნული ყურებიდან.

 

გამოგვივიდა.

დედა მოვუტყანით.

საკუთარ მძღნერში ჩავახრჩეთ.

 

ალილუია.

ადიდეთ უფალი სიკეთისათვის.

 

მძღნერში ჩავახრჩეთ.

ისინი ჭამენ.

 

ადიდეთ უფალი სიკეთისათვის.

 

მათი ყვერები მტვრის გროვებს დავამსგავსეთ,

დედამოტყნული მტვრის გროვებს.

 

ჩვენ ეს შევძელით!

 

ახლა კი მინდა, რომ მოხვიდე აქ და პირზე მაკოცო.

 

 

დამატებითი ცნობები:

------------------------------------------------------------------

 

ჰაროლდ პინტერი – მსოფლიოში ცნობილი ინგლისელი დრამატურგი, მსახიობი, პოეტი და მწერალი.

 

პრემიები:

 

შექსპირის პრიზი, გერმანია (1970 წ.)

ავსტრიის სახელმწიფო პრიზი (1973 წ.)

ბრიტანეთის სახელმწიფო პრიზი (1995 წ.)

საერთაშორისო პენის ოქროს პრიზი (2003 წ.)

 

ტექსტის ორიგინალის ნახვა შეგიძლიათ ავტორის საიტზე, დააკლიკეთ აქ

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული