• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ერთი წუთით თუ შეიძლება? 

×
ავტორის გვერდი რომან ცხოვრებაძე 00 , 0000 1702

"une recherche prospective du possible" F.B. 

ამ დაქანებული ქალაქის 
ყველა სუპერმარკეტის დახლზე შევიხედე
რომ მეშოვნა თუნდაც
ერთი ვადაგასული
მიზეზი
რატომ (ან რამდენი?) შეიძლება ღირდეს ცხოვრების
სიცოცხლის ამ ფორმით გაგრძელება?
(მეც მინდა ვიყო ანგელოზი)
ასე ვიცვლი
ქალაქებს
სუპერმარკეტებს
და ჯიბეში ჩარჩენილი
თვეებად დახურდავებული
წლების
რაოდენობაც იმატებს.

ჩემი მენეჯერი* ანგელოზი
სავარძელში გლამურულად მოკალათებული,
აღელვებული მალბოროს აბოლებს და
სამოთხიდან განვადებით გამოტანილი
MacBook Air-ის მონიტირზე
ამ ნაბოდვარს კითხულობს,
განიცდის დაქანებული ქალაქების
სუპერმარკეტში პროდუქტების
ნაკლებობას.

ეს ამბავი ღმერთის ყურამდე არ უნდა მივიდეს.

*მფარველი

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული