• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გააფთრებული მონოლოგი მეტროს რუკაზე 

×
ავტორის გვერდი დავით ჩიხლაძე 00 , 0000 2020

1. იმ ქალმა თქვა
დაძაბულობა
გამოხატვა
საშინელია
იზოლაცია
ო, ღმერთო ჩემო

2. მე მიმაჩნია
გამჭვირვალება
ეს გასაოცარია
კომუნალური ცხოვრება

3. განთავისუფლება
იმ ქალმა ხელი ჩაიქნია

4. საერთოდ არასოდეს
ფაქტიურად
გადასახლება
მე მეშინია
ინტეგრაცია
დაუჯერებელია
სინქრონიზაცია

5. კომუნიკაცია
საოცნებოა
უკვდავება
დამოკიდებულება
ის ქალი არის
სამღვდელოება
შესანიშნავი
ინტიმურობა
მისი ბოიფრენდი არის
ცრურწმენა




ნანოლოგიური ვერსიები

***
კომფორტის პროდუქტები
მე მიყვარს
ცეცხლი
გამჭვირვალე ცა
მთის ჰაერი


***
კომპიუტერი მაცივარი
თქვი ისევ
მთლიანობა ნატიფია
ბოლო არ არსებობს


***
სიბნელე ყვირის
ჩელო კვლავ ააშკარავებს ბურუსს.
კარები მოძრაობს მარიონეტებივით
მარცვალი. იგივე
საყინულეს მოდელი


***

გამომკვებე
დაეხმარე
ნათურებს
მე თავს ვგრძნობ
ცარიელად



***
ნაბიჭვარო გეთაყვა
უამრავი დანის ხვრელი
ანიმაცია
ჯდომა
მსოფლიოს დასასრულის საგნები გაუქმებული


***
დაიჭირე კვერცხი
მე ვწუხვარ
მე უბრალოდ ვზრუნავ
იმაზე რაც მე ვარ ყოველდღე
ისინი სხვანაირები არიან

 

 

2 ჰაიკუ

***
წყნეთის გზაზე
ღრუბლები და
ავტობუსი ერთ მხარეს
მიდიან.


***
ეს კაცი სასაცილო
ბუშტებს ყიდის. ქუჩის
ძაღლს სულ ერთი წამით
გაუკვირდა.

----------------------------------------------------------------------------------------

დავით ჩიხლაძე -  დაიბადა 1962 წელს თბილისში. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: “მოხეტიალე წვეთები” (2001), “დეკემბრის ღამეები” (2008) და “Книга реальности” (2004, რუსულ ენაზე), ასევე რომანი “Feminine/Feminine” (2007). გადათარგმნილი აქვს მრავალი ამერიკელი პოეტისა და თეორეტიკოსის ნაწარმოები. 80-იანი წლების დააწყისიდან რეგულარულად იბეჭდება როგორც არტ-კრიტიკოსი. იმავე პერიოდიდან იწყება მისი მონაწილეობა სხვადასხვა სამხატვრო აქციებსა და ინსტალაციებში, თეატრალურ და კინო პროექტებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 1994 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს თბილისის მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული