• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

უფროსკლასელთა საკითხავ წიგნში

×
ავტორის გვერდი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი 00 , 0000 1932
თარგმანი: დათო ბარბაქაძე
 
ოდებს კი ნუ წაიკითხავ, ჩემო შვილო, მოძრაობის განრიგებს ჩახედე:
ისინი ხომ უფრო ზუსტია. საზღვაო რუკები გადაშალე,
ვიდრე ჯერაც არ არის გვიან. იფხიზლე, არ იმღერო.
მოვა დღე, როცა კარებზე უწყებებს 
გააკრავენ და არას მთქმელებს მკერდზე ნიშანს
დაუსვირინგებენ. ამოუცნობლად მიმოსვლა ისწავლე, ჩემზე უკეთ ისწავლე ეს საქმე:
გამოცვლა საცხოვრებლის, პასპორტის, სახის.
იცოდე წვრილმანი გამცემლობის,
ყოველდღიური ბინძური გადარჩენის გემო. სასარგებლოა
ცეცხლზე ნავთის დამსხმელი ენციკლიკები და
მანიფესტები: დაუცველთათვის კარაქის და მარილის
შესახვევად. ცოფი და მოთმინება გესაჭიროება
ძალაუფლების ფილტვებში მომაკვდინებელი,
უხილავი იმ მტვრის ჩასაბერად, რომელიც იმათ
დაფქვეს, ვინც ბევრი ისწავლა,
ვინც შენსავით მონდომებულია.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული