• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

 მენიუ

×
ავტორის გვერდი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი 00 , 0000 2085

თარგმანი: დათო ბარბაქაძე

ერთხელ, უსაქმო ნაშუადღევს, ამ დღეს
ჩემს სახლში ვარ და ვხედავ
შეღებულია სამზარეულოს კარი კარს მიღმა მოჩანს
ხახვის საჭრელი დაფა სარძევე
იქვე ლამბაქი კატის.
მაგიდაზე კი ტელეგრამა დევს.
არ წამიკითხავს მე ის.

ამსტერდამს იყო ერთ მუზეუმში
ერთ ძველ სურათზე ვნახე
შეღებულიყო სამზარეულოს კარი კარს მიღმა ჩანდა
სარძევე იქვე პურის კალათა
იქვე ლამბაქი კატის.
მაგიდაზე კი წერილი იდო.
არ წამიკითხავს მე ის.

სულ რამდენიმე კვირის წინ ვნახე
მოსკვას ერთ აგარაკზე
სამზარეულოს შეღებულ კარში
პურის კალათა ხახვის საჭრელი
დაფა ლამბაქი კატის.
მაგიდაზე კი გაზეთი იდო.
არ წამიკითხავს მე ის.

სამზარეულოს შეღებულ კარში
ვხედავ დაღვრილ რძეს, ვხედავ
ოცდაათწლიან ომებს და ხახვის
საჭრელ დაფაზე ცრემლებს
და ანტი-სარაკეტო-რაკეტებს
და სწორედ იქვე პურის კალათებს
იქვე კლასობრივ ბრძოლებს.

მარცხნივ კი ქვემოთ სულმთლად კუთხეში
კატის ლამბაქსაც ვხედავ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული