• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

შუაღამის ცეკვა კიბოსთვის 

×
ავტორის გვერდი ზაზა კოშკაძე 00 , 0000 2867

შუაღამის ცეკვა კიბოსთვის

ღამეა,
დედას კიბო აქვს,
დროა გავიდეთ ქუჩაში დაიკო
და ვაჩვენოთ მთვრალ კაცებს
რითი დაგვაჯილდოვა ცხოვრებამ
დროა ვეჩვენოთ მთვარის შუქზე
მარტოხელა, მოწყენილ კლიენტებს
დედას ჭირდება ქიმია
და ცოტაოდენი ყალბი ღიმილი
ის კვდება
ჩვენ ახლა გავალთ ქუჩაში დაიკო
და მთელი ღამე ვუგალობებთ
მის დაუნდობელ მეტასტაზებს
ბინძურ სიმღერას
და ვუცეკვებთ მის ტკივილებს
აკრძალულ ცეკვებს
და მოვიტანთ ფულს
დედას ჭირდება პური
და უამრავი თეთრი ტაბლეტი ყოველდღიურად,
ზვიგენის ძვლისგან დამზადებული
ქათქათა ტყუილი
და ერთი ჭიქა ონკანის წყალი მისაყოლებლად
ჩაიცვი დაიკო
ჩაიცვი თხლად და ბოზურად
და ნუ ტირი აქ
დედა გვიყურებს.
-------------------------------------------------------------------


დადექი ოთხზე


დადექი ოთხზე და მომიყევი
შენს წარმოსახვით საყვარლებზე
შენს წარმოსახვით ტკივილებზე
შენს წარმოსახვით ხმებზე საიქიოდან

დადექი ოთხზე, წკმუტუნისგან დაღლილო ძუკნა
მიყურე მთვარით
საშვილოსნოს ყელით
და მკერდით
მელაპარაკე
შენს ღამეულ კონვულსიებზე
შენს ვაგინალურ ოცნებებზე
შენს შიშებზე

დადექი ოთზე
მომიყევი როგორ ვერ უძლებ,
გაუთავებელ კივილს ყურებში
ორგაზმისპირულ
და ისტერიკულ შენსავე კივილს
შენივე მყრალი წარსულიდან
როგორ ვერ უძლებ განავლის
და თბილი შარდის სუნს
რომელიც ისევ საკუთარი ცხვირიდანვე გცემს
საკუთარი თვალებიდან და პირის ღრუდან.

როგორ მოხდა
რომ დედამიწა შენს გარშემო აღარ ტრაილებს
როგორ მოხდა
რომ ის აივანი ვერ იპოვნე
საიდანაც უნდა არწყიო.

წკმუტუნისგან დაღლილო ძუკნა,

მე ანუსში უნდა გაგჟიმო
რათა უარვყო შენი ქალური საწყისები.

-------------------------------------------------------

მე მივეცი მას


მე მივეცი მას
ის იყო მსუქანი პოლიციელი
და ასთმიანივით სუნთქავდა
მთელი ის დრო
ის წუთები სანამ ის მტყნავდა და ოხრავდა
მე მეშინოდა
რომ მოკვდებოდა გულის შეტევით
და დამიჭერდნენ და გამასამართლებდნენ
არაგანზრახ მკვლელობისთვის
ეს საზიზღრობა იყო
მისი ოფლიანი და კმაყოფილი სახე
მისი ქამარი, წითელი გამონაყარი მთელ ტრაკზე
გზა ჩემიდან, ოთახის კარამდე
მე მივეცი ამ საზიზღრობას და ვიტირე როგორც ყოველთვის
მეორე დღეს მან დამირეკა და მკითხა:
“კოფე გინდა?”
“არ მცალია!” ვუპასუხე მე
და გადავბრუნდი ფანჯრის მხარეს
და კიდევ ერთხელ ავტირდი
და ვიხსენებდი იმ ღარიბი ბიჭის სახეს,
რომელმაც პირველად მაჩუქა ყვავილი და გაიქცა
ისე, რომ ჩემსკენ ერთხელაც არ მოუხედავს.
--------------------------------------------------------



უსახლკარობა

შეიძლება ეს უბრალოდ ენდორფინია
შენს სხეულს რომ აცეკვებს ჩემს წინ
შეიძლება ეს სწორედ ის კოსმიური ენერგიაა
რომელზეც ამდენს საუბრობენ
უსაქმური მეცნიერები
აფეთქებული შენს სიფრიფანა სხეულში
დაფიქრდი ამაზე
დაფიქრდი, რამდენი ვიცი შენზე
როცა იცინი და მიყურებ
როგორც კამერას
როგორც დამწყები პორნო მსახიობი
შენ გამოყოფ მომჟავო სითხეს ფეხებს შორის
და წვეთავს ის როგორც გამდნარი ნაყინი
მე ვიცი რას ამბობს შენი სხეული
შენ უნდა მომცე
დღესვე
მე ვერასდროს დაგპატიჯებ
კინოში და შემდეგ კაფეში
და შემდეგ სახლში
რომელიც არ მაქვს.

-------------------------------------------------------

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული