• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სიკვდილის კონოტირება

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 00 , 0000 2218
"რომის პაპსაც, აიათოლასაც და პროტესტანტ-ფუნდამენტალისტებსაც კარგად ესმით, რომ არანაირად არ უნდა იქნეს დაშვებული, რომ ხალხი დამოუკიდებლად დაეუფლოს და ისწავლოს საკუთარი კვდომის პროცესის მართვა". თიმოთი ლირი

მე მინდა ვაკონტროლო და შევისწავლო ჩემი სიკვდილი,
ისევე, როგორც მუსიკოსი აკონტროლებს გიტარას ექვს სიმში
ან იაპონელები აკონტროლებენ რობოტების კიბერნეტიკულ ტვინებს.
მე მინდა ჩემი სიკვდილი ჰგავდეს ადამიანის უსუსურობის შეგრძნებას,
ძლიერი ადამიანის, რომელიც ამ აზრს თავში მხოლოდ ერთხელ გაიელვებს,
შემდეგ, მზეს შეხედავს და მონოტომიურ ნაბიჯს აუწყობს საკუთარ თავს უფსკრულებისაკენ, ღიმილით.
მე მინდა ჩემი სიკვდილი იყოს ორგაზმის იმიტაცია,
რომელიც აღმოცენდება ერთ გაურემონტებელ ოთახში,
ორმოცი კვადრატული მეტრი სრულიად საკმარისი იქნება ამისათვის.
მე მინდა ოთახი სავსე იყოს ჩემი დახატული ტილოებით და იმ ქალთა სურნელით, რომლებთან დაწოლაზე ყოველთივს რაღაც ლოგიკით ვამბობდი უარს და შემდეგ ყველას ვკარგავდი.
მე მინდა ჩემი სიკვდილი იყოს ტრანსავანგარდული, ან ნეოექსპრესიონისტული მაინც
თუ კი ასეთი რამ არსებობს
და თუკი არ არსებობს მე მექნება ყოველივე ამის შექმნის საშუალება,
შესაბამისად ჩემი სიკვდილი მიიღებს ჰიბრიდულ მნიშვნელობას და ის დიდ ხანს ემახსოვრებათ.
მე მინდა შევეხო ჩემს სიკვდილს, რომელიც ზემოთხსენებულ ოთახში
ჰალუცინაციასავით წამოდგება ოთახის იმ კუთხიდან, რომელსაც ჯიუტად მივაშტერდები
და შემდეგ უფორმო ხელების ქნევას დაიწყებს ჰაერში.
მე მინდა ჩემი სიკვდილი იყოს სენსაციური.
მე მინდა ჩემმა სიკვდილმა დამწყვიტოს გული და თან ღიმილი მომმგვაროს
მწარე და ამავდროულად შვების, ღიმილი, რომლის ინტერპრეტაცია ვერავინ გაიგო
და შესაბამისად არცერთ სიკვდილში აღარ გაიჟღერებს გარდა ჩემის.
მე მინდა ჩემმა სიკვდილმა დამანახოს მთელი ჩემი სანქცირებული ცხოვრება, რომელსაც გამუდმებით ვარღვევდი და ვიხსენიებდი, როგორც რაღაცის შექმნის, ან მოპოვების იარაღს.
მე მინდა ჩემმა სიკვდილმა დამანახოს წარსულის ყველა სიმართლე და არა ყველა შეცდომა,
რადგან შეცდომა თავისთავად ნიშნავს სიკვდილის მონური ალბათობის დაშვებას.
მე მინდა ჩემი სიკვდილი იყოს განუზომლად დიდი და აბსურდულად პატარა.
მე მინდა მოვკვდე სრულ სიმარტოვეში.
(განა არსებობს კი მეტად ეგოცენტრული და ლამაზი რამ, თუ არა სიკვდილი ? )
არასდროს ვამართლებდი იმ ხალხს, რომელიც სიკვდილის წინ რაიმეს იბარებდა,
რადგან ეს ერთგვარი კომპრომისია სიკვდილთან.
ჩემი სიკვდილი კი ყოველგვარ კომპრომისს გამორიცხავს და ის იქნება სრულიად იდეალისტური
და სრულფასოვანი.
მე მინდა შემიყვარდეს ჩემი სიკვდილი, ისეთი ამრეზილი და უხეში, როგორსაც მე მას ახლა ვხედავ,
ისეთი ჰარმონიული და ისეთი შეურაცხადი, როგორიც ახლა გონებაში მიტივტივებს,
ისეთი სექსუალური და ისეთი ტალღოვანი, როგორც ქალის კაბის ჩრდილი ლამაზ ფეხებზე
და ისეთი ჩრდილიანი და ისეთი მშვიდი, როგორც მიტოვებული ქალაქის კლასიკური ესთეტიკა.
ახლა კი,
სანამ წერას დავასრულებდე, მინდა გითხრა, რომ აჟიტირებული ვარ ჩემი სიკვდილის ამგვარი ესკიზებით,
ამიტომ მაჩვენე რა გაქვს კაბის უკან,
რადგან კაბაში არასდროს მინახიხარ,
შემდეგ მოკეტე და დატკბი ჩემი სიცოცხლის შიშით
და პენისით, რომელიც ერეგირებული დაცურავს შენს სათუთ ხვრელში,
როგორც ჯერ არშემდგარი სიკვდილის ნავარდი ჩემს ტვინის ცოცხალ უჯრედებში,
რომლებიც გაცილებით საშიშნი და დაუმორჩილებელნი არიან,
რომელთაც შესწევთ მუტაციის არნახული უნარი-
სიკვდილის პროგრესული დაბოლოება.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული