ჰელოუ მერი,
მე დღეს გიმღერებ ამბავს შენ დაკარგულ, უცნობ შვილებზე –
ჩემი ქვეყნის მეძავებზე, პროსტიტუტებზე.
არ გაიკვირვო, ძალიან გთხოვ, არც მთლად ისეა
საქმე, როგორაც
ესენი ალბათ გიყვებიან, ლოცვისას, მერი
ათას რაღაცას გიმალავენ. არადა თითქოს,
შენ წესით თითქმის ყველაფერი იცი ამათზე,
იცი დაკარგულ მიწებს როდის დაიბრუნებენ,
როდის იქცევა ეს ქვეყანა სამოთხის დარად
და ა.შ. მომისმინე,
მე დღეს გიმღერებ
ამბავს შენ დაკარგულ,
უცნობ შვილებზე.
ქართველ მეძავებს, პროსტიტუტებს,
მომხმარებლებთან
ურთიერთობის დაწყებამდე არ უსველდებათ
არ უსველდებათ ვაგინები,
რომლებიც მერი,
საოცრად გვანან ანგელოზებს, დაღლილ ბეღურებს,
გამხმარ ყვავილებს, შემოდგომის მიწურულს მერი...
და უფრო ალბათ ტკივილისგან კვნესიან მერი
შენი შვილები.
...
გადაყვლეფილი პენისები გვანან ალუბლის
სიროფიან მოგრძო პლომბირებს.
მერი, იფიქრე შენ შვილებზე,
მერი, იფიქრე
შენ დაკარგულ, უცნობ შვილებზე.
მომეცი ძალა
მათი ჩამქრალი ვაგინები ავაგიზგიზო.