• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

666-ე ფსალმუნი

×
ავტორის გვერდი გიორგი არაბული 00 , 0000 2050
"Google" 
 
/ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი / 1996.
 
 
ვინც დაიძინებს - ის გადარჩება.
ვინც თვალს დახუჭავს - ის გადარჩება.
ვინც ჩუმად იქნება - ის გადარჩება.
 
ღმერთო სთხოვე ადამიანს - დაიძინოს.
ღმერთო სთხოვე ადამიანს - დადუმდეს.
ღმერთო სთხოვე ადამიანს- არ მიგატოვოს.
 
პურის ნამცეცებში გეძებ ღმერთო, ვერ გპოულობ.
 
ნიცშე მოკვდა ღმერთო. 
 
www,Google.com - ღმერთი = 
თქვენი შეკითხვა; - “ღმერთი” – 
არ მოერგო არც ერთ დოკუმენტს.
 
რჩევა-დარიგება:
 
დარწმუნდით სიტყვის მართლწერაში.
სცადეთ სხვა საკვანძო სიტყვები.
სცადეთ უფრო ზოგადი საკვანძო სიტყვები.
 
ამინ!
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული