• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

თითო სულთათანა ყველას

×
ავტორის გვერდი გიორგი წითური 00 , 0000 2364
ბენჯიმ რაღაც მკითხა.
 
ჰო, მკითხა, მკითხა . . . !!!
 
- წავიდეთ – დაუფიქრებლად ვუპასუხე, ას დოლარიანი კი ფარულად ჯიბეში ჩავიდე, არ უნდა სცოდნოდა ბევრი ფულის არსებობა. 
 
ვინმეს გავუაროთ  – ახლა უკვე გასაგებად მომართა ბენჯიმ, იცის ხოლმე ასე, მითუმეტეს გამთენიისას, როცა მთელი ღამე ხან ბოზების მოგერიებით არის გართული, ხან კი ჰაშიშის მორიგ პარტიას ვერ პოულობს, რათა, ერთხელ უკვე ნახმარი ბოთლის ნახვრეტში მოათავსოს.
 
ღამე არ უძინია ამ უპატრონოს და კიდევ ვინმეს გავუაროთო, ჩანს ძილის გასაღები დაეკარგა ან უკეთესი, ფარულად სპიდბოლის ტაბლეტები ყლურწა.  ყველას თავისი საიდუმლო აქვს: მე ას დოლარიანს ვმალავ, ბენჯი კი - სპიდბოლს. არ მწყინს, მაგის სპიდბოლი ვიცი, რა ოხრობაც არის, ვადა გასული რაიმე სტიმულატორი თუ იქნება, სხვა არაფერი.
 
კოკაინს ჩვენს ქალაქში ვერ იშოვი – არ ვიცი რატომ, ალბათ ტრანზიტი ჯდება ძვირი, ხოლო მასში ასმაგის გადამხდელი კაცი არ არის. ბენჯიც ასე ამბობს, მაგას სჯობს სადმე ევროპაში გაქუსლო და იქ ითრიოო. არა ერთხელ გაუქუსლია, თუმცა საყვარელი ქალაქის ნოსტალგია მუდამ უკან აბრუნებდა, ასეც ამბობდა, აქაურობის ფასი მხოლოდ იქ გავიგეო.
 
მე მძინავს და სახლის გარდა არაფერი მელანდება, ასეთმა გადაღლილმა უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე, მაგრამ ბენჯი არ გამიშვებს! იცის ამ დილაადრიან პარტნიორს ვერ იშოვის და ამრიგად კალთებს დამახევს, მაგრამ მანქანას არ დაძრავს. მეც ხმას არ ვიღებ, ველოდები სტიმულატორი როდის გაივლის ბენჯის სისხლძარღვებს და შარდის სახით გამოიყოფა – იმედია არ ჩაიფსამს და გადასვლას მოასწრებს. 
 
საათია არაფერი ხდება, ბენჯი თვალებს აცეცებს, ხანდახან შემომხედავს და მერე, საჭმელზე იტყვის რამეს. მშია, მაგრამ ვიცი ძილის წინ არ უნდა ვჭამო, თორემ გაღვიძებისას ქვა მედება კუჭში, დიდი ქვის ნაჭერი. ბენჯისაც შია, მანქანის დაძვრის ტრაკი კი აღარ აქვს, მხოლოდ გასაღებს თუ შეეხება იშვიათად, იმის დასტურად, რომ ახლა თუ არა, მერე ნამდვილად დაქოქავს.
 
გარეთ ბინძური ზამთარია, მტვერიანი და მაინც ჩუმი - ბენჯიმ მანქანა სადღაც მიყურებულში გააჩერა, პოლიციამ და სხვა ათასმა პარაზიტმა, რომ არ შეგვიშალოს ხელი. იცის საქმე, ვერაფერს იტყვი. ირგვლივ ტყის მაგვარი ფერდობებია, რომელიც ქალაქის მღელვარე ხელებს როგორ გადაურჩა არ ვიცი. უფრო შორს საავადმყოფოა, ორ ნაბიჯში კი ტბა, პატარა, თუმცა ისტორიული ნაკრძალი. ჩვენ სადღაც შუაში ვართ, თითქოს ერთში დავიბადეთ, მეორეში მივაბიჯებთ, ხოლო მესამე გველოდება. ისე ბენჯი მართლა ტყეში დაიბადა, ასე ჰყვება თვითონ – მამაჩემს მანქანა გაეჭედა, ხოლო დედაჩემა დრო იხელთა და გამაჩინაო. მე არ ვიცი სად დავიბადე, ალბათ საავადმყოფოში, ჩანს მამაჩემს მანქანამ არ უმუხთლა.
 
თოვლს რომ ვუყურებ, სულ სიკვდილი მახსენდება, სიცივე არაფერ შუაშია, უფრო სითეთრე ასოცირდება რაღაც იდუმალთან. სტუდენტობის დროს შევამჩნიე, ალკოჰოლ მოკიდებული თოვლს რომ შევყურებდი, სულ გარდაცვალებაზე, ან უკეთესი თვითმკვლელობაზე ვფიქრობდი. თოვლი და სიკვდილი რომანტიზმს ბადებდა ჩემში. ბენჯი იცოცხლებს, მე თავს მოვიკლავ, ჰო დაახლოებით ასეთი თამამი აზრებით ვიყავი გატაცებული.
 
ახლაც სიკვდილზე ვფიქრობ, მითუმეტეს ჩემი მეგობარიც გვერდზეა და არც თამამი აზრების ნაკლებობას განიცდის გონება. ეს რიტუალი იქნებოდა, ძალიან მიზიდველი და ერთობ საინტერესო რიტუალი. დაღლილი სხეული თავისით წყვეტს, როდის დაამთავროს სუნთქვა და არ გახდეს დამოკიდებული რაღაც ზეციურზე. ეს თავისუფლების ბოლო ნაბიჯი, ერთგავრი გმირობაა ჩემთვის. 
 
ბენჯი თვალებს ხუჭავს, მასაც ეწვია სიზმრების დედოფალი მები, რომელიც სტიმულატორებს შეეჯახა, დაამარცხა და სიზმრების ნაკადი მეგობრის გონებაში შეუშვა. ერთ–ერთში ბენჯი მანქანიდან გადავიდა და ასოდენ ნაქები თოვლი, ყვითელი სითხით მოხატა. მების შურისძიება უმალვე ვიგრძენი, როცა ჩაძინებული მეგობრის შარვალზე განვითარებადი სისველე შევამჩნიე. ბენჯიმაც იგრძნო მოხალოებული, უფრო სწორედ კი, დამდგარი საფრთხე.
 
თბილი მანქანა, შარდის სუნი და სტიმულატორები, უკეთესი რა შეიძლება იყოს. ბენჯიმ სირცხვილს ვერ გაუძლო და გარეთ გადახტა. მე კი ყველაფერს მივაფურთხე, მანქანა დავქოქე და ჩაფსმული ბენჯი  მარტო დავტოვე. გავქრი.   
 
უცნაურმა ნათებამ, მრგვალი სივრცის ფორმით თვალები მომჭრა, ხოლო რადიო ვიბრაციებმა ყურებში ტალღისებურად დამიარა. ასე მხოლოდ ოპიუმა იცის, თანაც მხოლოდ მაშინ თუ ჰაშიშის დოზები, მთელი კვირის მანძილზე შენი ფილტევბის განუყრელი მეგობარი იყო. თეთრ ილუზიას მწვანე ფერი აკვარელივით გაერია, რითიც სისხლში ოპიუმის ალბათობა უფრო დადასტურდა. ასე მომივიდა თურქეთში, ჩემი აივნიდან ნათებადი სილუეტები გამოჩნდა, რომელთაც სხავდასხვა მრავალკუთხოვანი, გეომეტრიული ფიგურების ფორმა ჰქონდათ. ახლა მხოლოდ წრფე მოჩანდა, ძალიან სუსტად მოხაზული, მაგრამ მაინც კაშკაშა.
 
ავარია საავადმყოფოსთან ახლოს მომივიდა, რაღაც გავიტანე, ეს მაშინ ვიგრძენი, როცა თვალები დავხუჭე, ჩემს წინ არსებული წრფე კი, გონებაში შევუშვი. 
 
წარბი გავიხეთქე, ვგრძნობდი დიდი არაფერი ჭრილობა იყო. 
 
გარეთ, ტალახში, ბენჯი გორაობდა და მგლების ხროვაზე ბუტბუტებდა. პირიდან სისხლი მოუჩანდა, მუქი და ძალიან შედედებული. ღვიძლი გავუხეთქე ან უარესი ნეკნები შეულეწე, მოკლედ რომ მოვკალი ვიცოდი. ბენჯი არ მადანაშაულებდა, პირიქით მოსვენებული სახეც ჰქონდა და კვლავ მგლებზე ბოდავდა. მეგობარი ორ წუთში გათავდა. ჩაფსმული ტყეში შევაცურე, თოვლი დავაყარე და ყველანაირი გრძნობის გარეშე დავემშვიდობე. ჩანს მგლების ხროვამ გამისწრო და ბენჯის სხეული მალულად ბორბლებში შემომიცურა.
 
შემდეგ საავადმყოფოც გამოჩნდა, უზარმაზარი, ბზარებით სავსე შენობა, რომელიც ამ თოვლში უფრო სამხედრო პუნქტს წააგავდა, ვიდრე ადამიანების გადასარჩენ წერტილს. ექიმა წარბს ნაკერები დაჭირდებაო, მე კი დავიჩემე, წარბი არ მადარდებს, სადღაც კუჭში ვგრძნობ ყრუ ტკივილს-მეთქი! გამოკვლევამ ვერაფერი დაადგინა, აბსოლიტურად ჯანმრთელი ხარ და სიმლუაციას თავი დაანებეო. კორიდორში ორპირი დამხვდა, ვიღაცას ფანჯრები გაეღო და ასე უპასუხისგებლოდ დაეტოვებინა მარტოდ. ექიმები აქეთ-იქით დაძრწოდნენ, ფანჯრიდან კი ბენჯი მოსჩანდა, ისევ უპატრონოდ ეგდო და სიცოცხლის ნიშანწყალიც არ ემჩნეოდა. ეჰჰ ბენჯი, არ გასვენებს ეს მგლების ხროვა, ხან საით მოგისვრის და ხანაც საით.
 
ფანჯრებს მოშორდით –  ექთანი დალი აქ უფროსი იყო, ყოველშემთხვევაში მას ასე ეგონა – ვიცი, თქვენი, . . .
 
- აქ მგლები ყმუიან ? 
 
იშვიათად, მხოლოდ დილით ადრე . . .ინსპექციამ მალე მივხედავთ და გადავაშენებთო – არ დამიმალა სიმართლე დალიმ – შვლების მთელი ფარა ჰყავდა აქ ერთ მონადირეს,  გარდაიცვალა მერე, ცხოველებმა უპატრონობა იგრძნეს და გაიფანტნენ, მგლებიც ზუსტად მათზე ნადირობენ ახლა.
კუჭის არეში უეცარმა, ბასრმა ტკივილმა კედელს მიმაჯაჭვა, დამიბნელდა, ხოლო დალიმ ვითომც არაფერიო, შუბლზე ხელი მომისვა და პირდაპირ ლოყაზე მგზნებარედ მაკოცა. ვიცნობ თქვენისთანებსო, ფული თუ გაქვს მორფსაც მოგყიდიო. პალატაში გავყევი, ხელი მაგიდაზე დავდე და ისედაც დაბერილი ვენები მოვიშიშვლე. მორფი ალბათ ერთადერთი ნარკოტიკია, რომლის დროსაც მოსულ სითბოსთან ერთად, პირში რაღაცნაირი ალუმინის გემო გრჩება. 
 
დიდი ხანი ვიჯექი პალატაში, დალი ჩაის მიირთმევდა , მე ას დოლარიანს ვათამაშებდი ჯიბეში. ვიცოდი მისთვის უნდა მიმეცა, თუმცა მიკვირდა ასე წინასწარ როგორ მენდო. თავში მზაკვრული იდეა გამიჩნდა, ვიფიქრე რომელი დედაჩემი დალია, მაგას მოუფრთხილდე-მეთქი, ასი დოლარი უფრო ღრმად ჩავიტენე და ექთანს თავზე დავადექი. ვკითხე სიგარეტს თუ ეწეოდა, შემდეგ ფეხებ შუა ხელი შეუცურე და ასე ორ წუთ ნახევარი შიგნით დავრჩი. არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ მუქარის სახით პირდაპირ თვალებში ვუცქერდი. ჩემდა გასაკვირად არ შეშინებია, მხოლოდ მწარედ გაიცინა, ერთი ხელი თმებში შეისრიალა, ხოლო მეორეთი უჯრიდან სიგარეტი ამოიღო. წამოვდექი, დალიც გაიმართა. წამით გავიაზრე ას დოლარიანს ჩავუკუჭავ-მეთქი, მაგრამ უმალვე გადავიფიქრე, ჩქარა შემოვტრილადი და ოთახი დავტოვე. 
 
ტბისკენ შორი გზაა - ტყე–ტყე უნდა გამძვრალიყავი, მგლების არ შემშინებია, ვიცოდი არ მომეკარებოდნენ, მათ არჩევანი დიდი ხნის გააკეთებული ჰქონდათ. აი, მონადირეებს რაც შეეხება ეს სულ სხვა თემა იყო, ნადირობისას ძალიან გათავხედებიან ხოლმე. თავხედი ხალხი კი, როგორც წესი ზუსტად მიზანში ისვრის. რამდენჯერმე წავიქეცი, თუმცა თოვლის ფენას ისე დაეფარა ჭუჭყიანი მიწა, რომ შარვალიც არ დამსვრია. სუნთქვა გამიხშირდა, თვალების წინ არაფერი ჩანდა, მხოლოდ თეთრი ლაქები და მოყვითალო, ძალიან წვრილი სხივები, ეს ბენჯის სული მეძახდა, ვერ ისვენებდა, ვერ მინელებდა! მოვკალი და არაფერს ვგრძნობდი, გავჭყლიტე და არ ვნანობდი. 
 
სხივებში თანდათან სილუეტი გამოიკვეთა, ეს მოზრდილი ირემი იყო, რომელიც გაუნძრევლად იდგა და მიცქერდა. ნერწყვი გდავყლაპე და ახლოს მისვლა ვცადე, გზაში რატმოღაც ქვითინი ამივარდა, თავს ვერ მოვერიე და მუხლებზე დავეცი. ცრემლი და ნერწყვი სახეში ამეზილა, ირემი კი თავისთვის შემომცქეროდა. ჩამეძინა.
 
სიზმარში ძველებური პისტოლეტით შეიარაღებული ალუბლის ხესთან ვიდექი, ალბათ თავის მოკვლა მქონდა განზარხული, რადგან ახლო მახლო არვინ სჩანდა, რათა მიზანში ამეყვანა და ისედაც ცოდვით სავსე სული, კიდევ ერთხელ დამემძიმებინა. გამოფხიზლებულმა თოვლში პისტოლეტი დავინახე, ზუსტად ის რომელიც სიზმარში ასე მედგრად მეპყრო ხელში, წინ კი მკვდარი ირემი ეგდო, რომელსაც სისხლის ნაკვალევიც არ ეტყობოდა, არადა იარაღიდან ნამდვილად ნასროლი იყო - ჰაერში საფანტის სუნი ტრიალებდა. მეორე გასროლამ პირდაპირ ყურთან ჩამიწუილა, ხოლო თბილი სითხე კისერში ჩამეღვარა. ვიგრძენი მარჯვენა ყურის ზედაპირი როგორ მომძვრა, ყოველშემთხვევაში ტკივილი ნამდვილად აუტანელი გახლდათ. ჩემს უკან მონადირე იდგა, ძველებურ სამოსში, მართალი უნდა ითქვას, ზუსტად ვერ გავარკვიე თუ რა ეცვა ამ სულთამხუთავს. ფეხზე წამოვხტი, ირემს გადავახტი და ტბისკენ გავწიე. სროლის ხმა აღარ განმეორებულა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, სადღაც კიდევ ჩამისაფრდებოდნენ. 
 
ტბა ძალიან დიდი ხნის შემდეგ გამოჩნდა, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, დაღლილ-დაქანცული ნაპირთან მივედი და ორივე ყურზე ხელი რაც შეიძლება ძლიერად მივიდე. ვიცოდი თუ ვინმე გამიმეტებდა, ეს ზუსტად ახლა მოხდებოდა. ვერაფერი ვიგრძენი, ნასროლმა ცხელმა ჟაკანმა ისე ელვისებურად გაიარა ორგანიზმი, რომ ჩემი გული პირდაპირ ტბას აჩუქა, ხოლო ფილტვები ჩემს წინ, ნაპირთან გამოფინა. ორი მოზრდილი ფილტვი, ბოლოჯერ ხვრეპდა ჰაერს და თან მტრედის ფრეთებივით ერთმანეთს შემოხვეოდა - შორიდან მოსული ფერადი ნათება ჩემს წინ ჩაიმუხლა და საბოლოოდ წამიყავანა იქ, საიდანაც მე ისევ დავბრუნდებოდი, ეს დაზუსტებით ვიცოდი. ვგრძნობდი.
 
შუადღისას თოვლში გამეღვიძა, ფეხებშუა ნამდვილი ლოლოები წამომზრდოდა, ჩანს ბენჯის მაგრივარდ, ზუსტად მე ავურჩევივარ საყვარელ მების. ასე იცის ხოლმე სიყვარულისავით თავბრუს დაგახვევს, ხოლო შემდეგ მოურიდებლად შენი სასქესო ორგანოდან გაიპარება. მეგობარი კი, მართლაც მეგობრულად მომექცა, გათიშული და ჩაფსმული მანქანიდან მომისროლა, თვითონ კი სადღაც შორს გაიქცა. ბენჯის რას ვერჩი, ზუსტად მე არ ვიყავი ის კაცი ჯერ მანქანით რომ გადავუარე, ხოლო შემდეგ ისე მივაყარე თოვლი, თითქოს აქ არაფერი მეტი არც ყოფილიყოს . . . 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული