• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ნაწილი რომელიც მოისროლე

×
ავტორის გვერდი თომ უეითსი 00 , 0000 1760
თარგმანი: ალექსი ჩიღვინაძე
 
შენ ცეკვავ ნელა
ბუმბულივით
შორდები ყველას
მერე ბრუნდები
 
რა წამოცდა იმ ბებერ
ქერას?
ის ნაწილია...
რომელიც მოისროლე
 
მათხოვარის თვალი
მოხდენილი ცხენი
სუფთა მექსიკური გამოთხოვება
 
წმინდა მარიამზე მლოცველი
ჰუდინის ხელი
და ბარმენი, ვისაც ყოველთვის ესმის
შენი
 
ვაზას ეჭიდები
ყვავილები დაგეკარგება
მოიწმინდე სახიდან
ცრემლი
ვერ გშველი ფიქრში
კარი დავკეტე
ჩავიდინე
ეს დიდი ხნის წინათ
 
ძვალი წავიდეს
სურვილი დარჩეს
არ იცის კოცნამ 
რას იტყვის ბაგე
 
დაივიწყე რომ გაწყენინე
ქვები ლოგინზე გადმოალაგე
არაფერი
გონების ნაცვლად
 
შენი წერილები
დაიწვა ცეცხლზე 
დრო მხოლოდ მოგონებაა
სურვილთან შერეული
ეს გზა არაა
მხოლოდ რუკაა... და წასვლა
ჰგავს ასანთს დაკეტილი კაბარედან
პორტუგალიურ სალონი
ნომერში ბუზები ირევიან
მალე დაგავიწყდება
მელოდია რასაც უკრავდი
იმ ნაწილისთვის
რომელიც მოისროლე 
ეჰ, ეს ის ნაწილია
რომელიც მოისროლე.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული