• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გამარჯვებული იმსახურებს ყველაფერს

×
ავტორის გვერდი ვალერი ნუგატოვი 00 , 0000 2091

 

მთარგმნელი: ნორიკ ბადოიანი
 
მე მაგარი ვარ
მე სუპერ-გმირი ვარ
სუპერ-მამრი
მაჩო-მუჩაჩო
ბესამემუჩო
ჩემი ყლე ყველაზე გრძელია და სქელი
ყველაზე მყარია და ყველაზე უკეთესი
მე დავამარცხე ყველა მტერი
მე მოვტყანი ყველა
პირში მოვტყანი ყველა
ტრაკშიც ასევე ყველა
მე დაპროგრამებული ვარ სიკეთეზე
ჩემი თვალები ანთია ჰალოგენის ცეცხლით
მე ვიბნევ შავ დამცავ სათვალეს
ვიხურავ მბრწყინავ ზამბარებიან ჩაფხუტს
ვიცვამ აბჯარს  რომელიც იმეორებს სხეულის მუსკულატურას
მაღალ ელექტრონულ ჩექმებს
მე მაღალი ტექნოლოგიების ცოცხალი ჰიმნი ვარ
მე სექსუალურად ვათამაშებ ბიცეფსებს
მუცლისა და მკერდის კუნთებს
დელტის მაგვარ გამოკვეთილ დუნდულებს
მე ვჯდები სუპერმეგაფოტომოტოზე
დედისმტყვნელი დიზაიინით
ვაწიტებ ტიტანის ტროტუარს პერლამუტრ-ნაცრისფერი ნერწყვით
ვაძლევ სტარტს და მივქრი მომავლის ღამის ქალაქში
სინეტიკური ქარი უბერავს ჩემს პარსვადაუსრულებელ ლოყებს
მე მარად მივიჩქარი დასახმარებლად
მე დაპროგრამებული ვარ სიკეთეზე
მე ადამიანებისთვის სიკეთე 
და მტრებისთვის სიკვდილი მომაქვს
მე მათ ყუმბართმტყორცნის ცეცხლით ვრწყავ
ვხოცავ  დაუნდობლად და ცივსისხლინად 
ბოლო მომეტში დავიხსნი მათ ვისი გადარჩენაც შეუძლებელი გეგონებოდათ
მე ხომ ნახევრად რობოტი ვარ
ნახევრად კიბორგი
ნახევრად მხეცი
ნახევრად მკვლელი
მე შურს ვიძიებ ყველასთვის
ერთი ყველასთვის
და ერთი ყველას წინააღმდეგ
მე ვემსახურები სიკეთეს და სიყვარულს
მე აღმოვაჩინე შიდსის ვაქცინა
კიბოს წამალი
და შრატი თაგვის გრიპისგან
მე ამოვკერე ზემყარი სკოჩით და დავწებე სუპერწებოთი ოზონის ხვრელები
დღეს მე გადავარჩინე ჩვენი მსოფლიო
საშიში  მწვანე  მუტანტების შემოსევებისგან
გამოყლეებული მუსლიმი ტერორისტებისგან
გლობალური დათბობისგან და გლობალური აცივებისგან
ბიოლოგიური აგრესიისგან და ციმბირის წყლულის მომაკვდინებელი მსოფლიო პანდემიისგან
ქუნთრუშასაგან ჩუტყვავილასაგან და ყბაყურასაგან
ყველაზე საშიში და ვერაგი სერიული მანიაკი-მკვლელისაგან
და ბუნებრივია ბირთვული კატასტროფისგანაც
მე ვდგავარ მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობის  სახურავზე
ჩემი აბრეშუმის მოსასხამი ფრიალებს ზურგსუკან პროტონის ქარში
ქვემოთ კი იშლება ფუტურისტული ურბანული პეიზაჟი
დახატული ყველაზე მძლავრი კომპიუტერით
მე ხელში მიჭირავს ქერათმიანი ნათელთვალება ბავშვები
გადარჩენილი გოგონა და ბიჭი
და ამავდროულად ვნებიანად ვკოცნი ყველაზე
სექსუალურ სუპერმდედრს
მკვრივად შემოჭერილ სადომაზოკოსტიუმში
ჩვენ ვდგავართ იისფერი დაისის ფონზე
და მე ვხვდები 
რომ მოვტყანი ყველა
და მაინც რამდენად მაგარი ვარ
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული