• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ზამთრის ბუზი

×
ავტორის გვერდი ანდრეი სენ–სენკოვი 00 , 0000 1944

თარგმანი: პაატა შამუგია, ქეთი ნიჟარაძე

 
 
 
***
 
ზამთრის ბუზი
 
ჩემს ოთახში
 
ჩაის ფინჯნის თავზე მიმომფრენი
 
პატარა
 
როგორც
 
ლუქსემბურგი.
 
 
 
***
 
ჩემი ლექსები -
 
წვიმაა
 
თავისი ღერძიდან
 
ოდნავ
 
შემობრუნებული
 
 
 
***
 
ბატკნის თავზე დაფრინავს ორი ანგელოზი
 
მარცხენა ოდნავ დიდია
 
როგორც ბილიარდის ბურთი
 
რომლითაც შლიან სხვა ბურთებს
 
 
ახლა პროფესიონალი ღმერთის ხელით
 
მატყლის კიას ცარცს წაუსვამენ
 
 
 
 
***
 
კონცერტის შემდეგ ვიოლონჩელოს 
 
სუნი აქვს
 
ჩაის ფინჯნის
 
საიდანაც
 
ჩემი შეყვარებული სვამს
 
 
 
***
 
დირიჟორის ჯოხი
 
აღმართული და გარინდული
 
ციმციმებს ორკესტრის თავზე
 
როგორც ვარსკვლავი
 
ბეთლემის ცაზე
 
 
 
***
 
ეგვიპტის უდაბნოს საბავშვო ბაღებში
 
აჭმევდნენ იმას, რასაც ყველა დროში აჭმევენ ბავშვებს –
 
მანის ფაფას
 
ზეციურ  მანანას
 
უგემური თეთრი სასურსათო ამანათებით
 
ზევიდან დაცემულს
 
პატარა გუნდებად
 
 
ღმერთი ბავშვობიდანვე თეთრი ფერით  (მო)გვნიშნავს
 
თითქოს ბენზინით ასველებს იმ ადგილს
 
რომლის დაწვაც მოსდომებია.
 
 
 
***
 
ქალაქ ნოვი სადის
 
წუთების აღმნიშვნელი ისარი -------- მოკლეა
 
საათისა კი პირიქით.
 
 
ეს ისრები –
 
ერთადერთი საშუალებაა
 
დრო
 
ტუჩების ცმაცუნით წავიკითხოთ.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული