• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

შიმშილი

×
ავტორის გვერდი გეგა აბულაძე 00 , 0000 2018

 

დედა, როცა მე მშია, მეშინია შენი სევდიანი თვალების დანახვის 
და ურცხვად გატყუებ, რომ არ მშია, რომ მაძღარი ვარ.
მშიერ სიზმრებში აფრიკულ სიზმრებს ვნახულობ, 
სადაც სისხლისმსმელ ვამპირს განვასახიერებ და ვიკვებები ადამიანებით 
დალევის მოყვარული კანიბალი, 
რომელსაც მხოლოდ შენ უყვარხარ.
 
დედა, როცა ქუჩაში მახინჯმენტალიტეტსახიანი ადამიანები მაგინებენ 
არ ვცდილობ მათთვის საპასუხო შეურაცხყოფის მიყენებას.
ჩემი თვალები მათ ზიზღიან თვალებს სარკესავით ირეკლავს 
და შენზე ფიქრით ჩემში მოზღვავებული აგრესისს დაძლევას ვცდილობ.
 
დედა, მე არ მეშინია მათი!
ისინი უბრალოდ ლამაზი ქალივით აღაგზნებენ ჩემს ფალოსს 
მერე კი  მათზე ვანძრევ ნარინჯისფერ უნიტაზთან მდგომი.
და მაშინაც, როცა თოვლისკაცი თბილისის ქუჩებში დამეძებდა 
არსად გავქცეულვარ, 
უკანასკნელი ლუდის ბოთლიც გამოვცალე 
და ქართლის დედის ძუძუებზე შემომდგარმა 
სავსე შარდის ბუშტი დავაცალე თოვლისკაცს, 
მისგან კი ცოტაოდენი ყვითელი მასა დარჩა.
 
-დედა შენ გჯერა ამის?!
შენ ხომ ისიც დამიჯერე, 
რომ იარაღი აღარ დამაქვს, 
რომელსაც ღამით ბალიშის ქვეშ ვინახავ ხოლმე 
ზედმეტი ალკოჰოლით გაბრუებული.
დამიჯერე, რომ სულ ცოტათი მაინც ვიფიქრებდი მომავალზე, 
მაგრამ შენ მთავარი რამ დაგავიწყდა:
-თამაში, რომელიც არასდროს მბეზრდება საკუთარ თავთან თამაშია!
შიმშილი, აი ჩემი განაჩენი!
 
10.10.2012.წ
გეგა აბულაძე
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული