მთარგმნელი: ნორიკ ბადოიანი
ნუგატოვი გალიაში
ამ ქვეყნად არის უამრავი მშვენიერი რამ
საიტი openspace
და საიტი ჩასკორი
პოეტური ჟურნალი ვოზდუხი
და პოეტური ჟურნალი არიონი
სქელტანიანი ჟურნალი ზნამია
და სქელტანიანი ჟურნალი ნოვი მირი
გამომცემლობა НЛО
და ჟურნალი ჰელლო
გაზეთი კომერსანტი
და ლიტერატურული რადიო
და რადიო სვაბოდა
წიგნის მაღაზია მოსკოვი
და წიგნის დახლი ფალანსტერი
ანდრეი ბელის პრემია
და პრემია ნაცბესტი
პოეტების ბიენალე
და ვოლოშინის ფესტივალი
ჯგუფი კულტურული ინიციატივა
და არტ-ჯგუფი ვოინა
პროგრამა ოტკრიტი მირი
და პროგრამა მაქსიმუმი
გადაცემა რაზნოჩტენია
და გადაცემა დომ-2
ნუგატოვი კი გალიაში ზის
ოთხ კედელში
პოლეჟაევსკაიაზე
ფულის გარეშე
და სამსახურის გარეშე
წერილების გარეშე
და ზარების გარეშე
მოწვევების გარეშე
და სტუმრების გარეშე
კი არ ზის
ხეტიალობს გალიაში
ერთი კუთხიდან მეორეში
და ეხეთქება გისოსებს თავით
იმაზე ფიქრში რამდენი მშვენიერი რამ არის ამ ქვეყნად
არიან მყვირალა პოეტები
და მოჩურჩელე პოეტები
არიან ესთეტი პოეტები
და მოლაქლაქე პოეტები
არიან ვერლბრისტი პოეტები
და ტრადიციონალისტი პოეტები
არიან კურატორი პოეტები
და ჯამბაზი პოეტები
არიან ცოცხალი კლასიკოსი პოეტები
და ჭეშმარიტად სახალხო პოეტები
არიან უნივერსიტეტის პოეტები
და არიან ქსელის პოეტები
არიან მემარცხენე პოეტები
და არიან მემარჯვენე
არიან ჰომომოყვარული პოეტები
და არიან ჰომოფობი პოეტები
არის ახალი პუშკინი
და არის ახალი ბროდსკი
ნუგატოვი კი არ არის
ის ნაქირავებ მყუდრო გალიაშია
დანახშირებული თითით შტეპსელში
მაიმუნი
ცხნები როცა კვდებიან — სუნთქავენ
მცენარეები როცა კვდებიან — ხმებიან
მზეები როცა კვდებიან — ისინი ქრებიან*
როცა მაიმუნი კვდება მისგან რჩება დერეფანში ჩამოკიდებული საბავშვო კომბინიზონი
და ასი მილიონი სურათი გადაღებული ამ მაიმუნთან ერთად
ამ მაიმუნთან ერთად სურათს იღებდა ელცინი
ამ მაიმუნთან ერთად სურათს იღებდა პუტინი
ამ მაიმუნთან ერთად სურათს იღებდა მედვედევი
ამ მაიმუნთან ერთად სურათს იღებდნენ ჯორჯ ბუშ-უფროსი და ჯორჯ ბუშ-უმცროსი
ამ მაიმუნთან ერთად სურათს იღებდა სოლჟენიცინის შვილიშვილი
ამ მაიმუნთან ერთად სურათს იღებდა ორჰან ფამუქი როდესაც მოსკოვში იყო ჩამოსული
ამ მაიმუნტან ერთად სურათს იღებდა მიკ ჯაგერი
ამ მაიმუნთან ერთად სურათს იღებდა მაიკლ ჯეკსონი
ახლა გადაწყვიტე რომელია უფრო მაგარი
შენ თუ ეს მაიმუნი
სერგეი ბეზრუკოვი
ის ითამაშებს ვისოცკის
ის ითამაშებს ვოლხონსკის
ის იტამაშებს რაბინდრანატ თაგორს და თომას ელიოტს
ის ითამაშებს სიდჰარტა გაუტამას და ნურსულტან ნაზარბაევს
შემდეგ ის ითამაშებს ზიუგანოვს
შემდეგ ის ითამაშებს მალიუტა სკურატოვას
შემდეგ ის ითამაშებს ნიკიტა მიხალკოვს
შემდეგ ის ითამაშებს საკუთარ თავს
და კიდევ ერთხელ იტამაშებს საკუთარ თავს
ის ითამაშებს ხოჯა ნასრედინს და ტილ უენშპიგელს
ის ითამაშებს ალი-ბაბას და ორმოც ყაჩაღს
ის ითამაშებს ჟორჟ ბატაის და ჟან ჟენეს
ის ითამაშებს ბელკას და სტრელკას
ის ითამაშებს ძმებ გონკურებს და დებ ბრონტეებს
ის ითამაშებს თორმეტ სკამს
ის ითამაშებს დივანს,ჩემოდანს,საკვოიაჟს
სურათს კალათას მუყაოს
და პატარა ძაღლს
ის ითამაშებს საშუალო ზომის ძაღლს
და ძალღლს ადამიანის დიდი გულით
ის ითამაშებს კლაუს ნომის
და გარმოშკა ჩუვაკს ტაიგერ ლილლიზიდან
ის ითამაშებს მამაშებნს
ის ითამაშებს დედაშენს
ის ითამაშებს შენს პირველ სკოლის მსაწავლებელს
ის ითამაშებს შენს ცოლს და შენს შვილებს
და ერთხელაც შენ ჩართავ ტელევიზორს და ნახავ რომ მან შენ გითამაშა
*ველიმირ ხლებნიკოვის ლექსიდან
დიალოგები
1
მე პოეტი ვარ
ვწერ ლექსებს
შემიძლია მათი გამოთქმით კითხვა
გააჯვი
2
მე მთარგმნელი ვარ
ბევრი ენა ვიცი
შემიძლია წიგნების თარგმნა
გააჯვი
3
მე კაცი ვარ
მაქვს ყვერები და ყლე
მინდა ტყნაური
გააჯვი
4
მე ადამიანი ვარ
ცხოვრება მინდა
სმა და ჭამა
წადი გააჯვი