1.
აი კიდევ ერთხელ მიჩნდება ეს აუტანელი და სრულიად უნაყოფო გრძნობა
სახლში დაბრუნებისას.
ტაქსი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს აჩერებს.
რაღაცას მეკითხება ქალაქში დღევანდელი ხანძრის შესახებ.
ვპასუხობ რომ არ ვიცი, არც სახლში მისვლის შემდეგ ვინტერესდები ამ ამბით.
მახსოვს ის კაცი, რომელმაც წერილი დაწერა, თავს იკლავდა და არ აცალეს.
ახ, უაზროდ ბევრი ინფორმაცია შემდის თავში.
ჰიუ ჯეკმანი და ენ ჰეტევეი ოსკარის ცერემონიალზე.
ჯიმ ქერი დიდი ტერფებით და პატარა ფრთებით.
ეს კომიკოსი ბავშვობიდან მიყვარს.
„კეთილია და იმიტომ“ ერთხელ ვთქვი და შემდეგ ჩემს ნათქვამზე თვითონ გამეცინა.
„საქმე იმაშია ძვირფასო, რომ ჩვენ თითქმის აღარაფერი დაგვრჩა ? ღარიბები ?
თავიდანვეც ხომ ღარიბები ვიყავით..“
ეს ინტერტექსტებიც უკვე გულის ამრევია,
როგორც გულის ამრევია სამხატვრო აკადემიის შენობა, მეტ-ნაკლებად გარდაცვლილი კოლექტივით.
აი, თქვენი შესაფერისი აპოთეოზი ნეკროფილებო, ან უბრალოდ მრავალწლიანი ცოცხალი კულტურული და არაკულტურული ძეგლების მოყვარულებო.
მე ძალიან ახლოს მესმოდა ორი მთვრალი ახალგაზრდის სიცილი ტრანსპორტში,
ისინი დასცინოდნენ ყველას და ყველაფერს,
თავაზიანად ატარებდნენ ჩამსვლელ მგზავრებს და შემდეგ იცინოდნენ, დროდადრო იგინებოდნენ.
როგორ გინდა არ გძულდეს ისინი ?
ქრისტე, რატომ არიგებდი ხალხს რომ ყველა ჰყვარებოდათ ?
ეს ხომ მინიმუმ უსინდისობაა.
თანამედროვე სამყარო ყველანაირ კომფორტს ქმნის იმისათვის, რომ იდიოტი იყო.
აი, კიდევ ერთი ფრანგული ბენდი „ჯეკ მფატრავის“ სახელით. (არტ როკი - საგულისხმოა)
ჩემი სიზმარში ნანახი აბსურდული დეტექტივი,
რომელშიც გამომძიებელი მკვლელობის მცდელობას იძიებდა, ხოლო ქალაქში კრიმინალებს არ ასამართლებდნენ.
რა შემოინახა ამ ღამისთვის ჩემმა ტვინმა ? კაფკა ? სოლარისი ? ალმოდოვარი ?
იშვიათად ვსვამ. თითქოს, ძილიც რეჟიმში ჩამიდგა.
მაინც უკმაყოფილო ვარ.
ადამიანები ერთდროულად მიისწრაფიან როგორც ბედნიერბისკენ, ისე ტრაგედიისკენ.
2.
გაჩერებაზე ისევ ის ლოთი ცოლ-ქმარი დავინახე.
მე მიყვარდა მათი ყურება გაზაფხულისას ან შემოდგომის საღამოს_
ისინი სკამზე სხდებოდნენ და დიდხანს საუბრობდნენ რუსულად.
უდროო დროს მელანქოლია, გაყინული, ჩამომხმარი ფიგურატიულობით და კიდევ ცოტაოდენი რამ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს.
რა არის ჩვენს სიტუაციაში საგულისხმო ?
სიგარეტი ოცი თეთრით გააძვირეს.
ჩვენი დემოკრატია სირობაა.. ამაზე წერაც კი სირობაა.. (ვინ არის ხალხი ?)
ანარქო-სინდიკალიზმიც სირობაა..
საერთოდ ყველანაირი პოლიტ. კურსი სირობაა,
ამას სჯობს, წახვიდე, ფერმა იყიდო და ძროხები მოამრავლო, ან კურდღლები, ეს უკვე გემოვნების ამბავია.
დილის ექვსი საათია და არ მძინავს.
გრიპმა სულ დამაშტერა.
ეს ტექსტი არ არის, ლაფსუსია, სპამი ჩემს გონებაში, ახალგაღვიძებულზე სიგარეტის ძებნას ჰგავს, ან პირველ ნაფასზე ნახველის ამოღებას, გუგლში სამსახურებრივი დეპრესიისგან თავისდაღწევის გზების პოვნის მცდელობას, მოუქნელს და უშედეგოს.
3.
აი, ბებიაჩემი რომ ვიყო..
ის ბედნიერია.
მართალია, ხარჯთაღრიცხვა ოთხმოცი წლის ასაკში მაინც ავალია,
მაგრამ მას სჯერა რომ უკეთესად ცხოვრობდა.
მან იცის, რომ უკეთესად ცხოვრობდა.
მან იცის, რა შეიძლება იყოს უკეთესი.
არ ღირს ამაზე საუბარი.
4.
მოდი, ვთქვათ რომ ჩავისვარეთ.
ამაში უხერხული არაფერია.
პატარა, მშიერი ბავშვივით ჩავისვარეთ,
რომელიც ატირდა და დიდხანს ტიროდა, რადგან პამპერსი არავინ გამოუცვალა.
მე მიკვირს, როგორ ახერხებს სისტემა ჩემი რიტმის და რომანტიკის მკვლელობას.
მე არ შემიძლია ის ამაში დავადანაშაულო,
თუმცა ზუსტად ვიცი რომ ის არის მკვლელი.
მან მკვლელობა ჩაიდინა ღამით, როდესაც სახლში მარტო ვიჯექი, თავი მაგიდაზე მედო და ნახევრადგათიშულს მელანდებოდა საყვარელი ქალი,
ქუჩაში კი პატრულები ღრიალებდნენ.
მაშინ დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ქალაქის მერს სცემეს.
უცნაურია, თითქოს ეს ყველაფერი ჩემგან ძალიან შორს ხდებოდა და არაფერი ჰქონდა საერთო ჩემთან.
მე ვხვდები, რომ ჩემში მსგავსი მოვლენები ემოციებს აღარ აღძრავენ,
ისევე, როგორც ისტორიები დაკარგულ, გაბომჟებულ, თვითმკვლელ, მათხოვრებად ქცეულ მეგობრებზე.
თუკი, ეს ნიშნავს რომ გავიზარდე,
მაშინ მინდა ისევ ის ბავშვი ვიყო, რომელიც ისვრის და პამპერსს არ უცვლიან.
5.
მე მეშინია ინტელექტუალური ფაშიზმის.
მე მეშინია მხედველობის და ხელების დაკარგვის.
მე მეშინია საკუთარი თავისგან გაუცხოების.
მე მეშინია, რომ ამ ტექსტსაც, როგორც დანარჩენ ბევრ ექსპერიმენტალურ ტექსტს დაუმთავრებელს დავტოვებ და ასეც იქნება,
ამიტომ აქვე მინდა ვთქვა,
რომ კარგი იქნება, თუკი, თქვენს ერთ საყვარელ ეპიზოდს შეარჩევთ,
მთლად უკეთესი, თუ ამავდროულად საკრალურიც აღმოჩნდება,
თუ ვერ მოხერხდა, ნუ დაგწყდებათ გული, საღამოობით უამრავი იდიოტური ტელეგადაცემა გადის, რომელთა წამყვანები სიამოვნებით დაგავიწყებენ მსგავს წვრილმანებს
და უფრო მეტად წვრილ წვრილმანებზე გადაიტანენ თქვენს ყურადღებას.
მოკლედ, აირჩიეთ თქვენი საყვარელი მომენტი და დახატეთ, ან დაწერეთ მასზე, ან გადაიღეთ ფოტო, რომელიც ამ მომენტს გაგახსენებთ.
ასე, მაგალითად, ჩემი საყვარელი მომენტი ბოლო პერიოდში იყო ერთ-ერთი სექსუალური აქტის შემდეგ,
როდესაც ხელით გავათავე.
მე ქრისტეს ჯვარცმულ პოზაში მოვთავსდი. ის ყელზე მკოცნიდა.
ცალ ხელზე ქალის ლუბრიკანტი მახმებოდა, მეორეზე კი სპერმა.
არის მოგონებები, რომელთა სატარებლად ნამდვილად ღირს ცხოვრება.
იფიქრეთ ამაზე,
განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც ყავას მოიდუღებთ და აღმოაჩენთ, რომ შაქარი გაგითავდათ.
6.
რეი ბრედბერის აზრით, სამყარო დეპრესიაშია.
მე მგონია, რომ სამყარომ დეპრესიაც კი ვერ განიცადა,
რომ მან საერთოდ ვერაფერი ისწავლა ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში,
ორი მსოფლიო ომის და უამრავი ტერაქტის შემყურემ -
ფრუსტრაციაც კი.
„მე მიყვარს სახურავზე ჯდომა და ლუდის სმა“.
„ჩემი საყვარელი ადამიანი, ჩემივე პერსონაჟია, რომელიც ნოველის ბოლოს მხატვრების სახლს წვავს და უგზო-უკვლოდ გარბის“.
ის ყველაზე ადამიანურია ადამიანთა შორის.
მე მგონია, რომ რაღაც სიყვარულის მსგავსიც განვიცადე უკვე
და ცოტა უფრო დავსერიოზულდი, ან გამოვშტერდი, შესაძლოა ადრინდელთან შედარებით ნაკლებს ვკითხულობ, ტრანსპორტით მგზავრობისას კი მუსიკას საერთოდ აღარ ვუსმენ
და ქუჩაშიც იშვიათად ვჩერდები რაიმეზე დასაკვირვებლად.
ჩემს ყურადღებას მხოლოდ მიწისქვეშა მუსიკოსები, კოჭლი ძაღლები, ან დავრდომილი მოხუცები იპყრობენ ხოლმე.
„რა უნდა იყოს იმაზე სასაცილო, როდესაც ღამის ორ საათზე სასწრაფო ოცი წუთით იგვიანებს ?“
უნდა ვაღიარო, რომ სამსახურის შოვნის მეშინია.
ვინ იყიდის ჩემს ტექსტებს, სტატიებს, ნახატებს, რეფერატებს ?
რამდენი რამ კვდება და ძველდება..
მე უკვე გამაჩნია ჩემი რამდენიმე სავარაუდო ბიოგრაფია.
საუბრები კომერციულ ტერორზე ლუკასთან.
ბასკია კომერციულმა ტერორმა მოკლა და ცოტა ნარკოტიკმაც.
ენდი უორჰოლმა მოკლა კომრციული ტერორი. ნაბიჭვარი !
ბუკოვსკიმ თავის დროზე გაზეთის რედაქტორი გაჟიმა რომ მისი მოთხრობები დაებეჭდა (არ ვიცი რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, შეიძლება თავად მოვიგონე).
კომერციულმა ტერორმა დააჯერა ხალხს რომ ჰოლივუდი ახალი თაობის ჭეშმარიტებაა.
კომერციულმა ტერორმა დააჯერა შეყვარებულ წყვილებს, რომ ისინი პარტნიორები არიან, რომ მათ ურთიერთობა უნდა დააზღვიონ, ხოლო სამომავლო კეთილდღეობისთვის ბანკიდან უნდა აიღონ კრედიტი.
აი, რამდენ რამეზე მინდოდა მესაუბრა და თითქმის ვერაფერი აღვწერე.
7.
დავიღალე ძვირფასო !
როდესაც შენ რამდენიმე ასეული კილომეტრით შორს ხარ ჩემგან,
(ვიცი რომ ჩემზე ნერვიულობ, საერთოდაც ჩემზე გაცილებით მგრძნობიარე ხარ,
საერთოდაც ეს ყველაფერი ჩემზე კარგად გესმის და იცი,
საერთოდაც ჩემზე მეტად გიყვარვარ
და საერთოდაც ჩემზე უკეთ აკონტროლებ ცხოვრებისეულ მოვლენებს,
ჩემზე უკედ გაურბიხარ სისტემას უძილობითა და შიშით)
მე კი, ისევ ლეპტოპს ვუზივარ და ცოფიანივით სოციალური ქსელის გვერდს ვსქროლავ,
დროდადრო კი, ვფიქრობ წაგებულ ჭადრაკის პარტიებზე.
დავიღალე
და საოცრად ვგავარ სკამზე ჩამომხარ სათამაშო თოჯინას თავზე ეკლის გვირგვინით.