“Where angels fear to theard”





რეცენზია

“Where angels fear to theard”




"თითოეულთა მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე 
მრავალგვარსა და მრავალხატსა და სხვა-ჟამ სხვებრ ხილულსა და
მკბენარსა ბუნებისაებრ თითოეულისა." (გალობანი სინანულისანი)

- კენეტ, აჰა კვნიტი შაქრისაი, რომელ არს უტკბეს. შენ კი განჰმყუდროვდი ბაღსა ჩემსა მას შინა და უდარილე ყოილთა და იადონთა, თუცაღა გეაჯები, ვითარმედ საიდუმლო ესე არა გასთქვა ძეხორციელთან. 
- დიაღაც, ბატონო ჰაქსლი, გულსა ჩემსა შინა აგრე ჩავიმარხო, ვითარცა ლალი _ ოკენესა სიღრმეგაუზომელსა მას შინა და ძეხორცილი ვერა ჰპოებდეს, თუცა კი ეძიებდეს ამაოდ და-ცა-მშვრალი.

 ასრეთ დავაგემოვნე პირველად LSD. სამგზის საწყალობელი ოლდოს ჰაქსლი ბებიასთან მეგობრობდა, უბნობს ინტერვიუსა ერთსა მას შინა ანგერი კენეტ და მას ჭეშმარიტად არა გაუმხელია საიდუმლო ეგე ვიდრე სიკვდიმდე ჰაქსლისა. გარნა დაიწყო გადაღება. ნუ, ახლა სრულად LSD -ს ვერა ბრალ ვჰყოფთ ამა საჩოთირო საქმესა შინა, გარნა გარეშე მისსა ვერა ქმნულიყო რა. 

თუ დავუშვებთ, რაითა თვალი არს ეროგენული ზონა ადამიანურის ორგანიზმისა, მაშინ ფილმნი მისნი პატივსა გვყრიან ძალუმად. მთელი ეს მისტერიანი ეგუიპტურ თემაზედ, ქაოსი, ლილიტი, “თავდასხმანი” ჰომოეროტიულნი, ბიოგეომეტრია, ჰიტლერ, ატმოსფერო ძალადობისა, ლუციფერ – ერთგვარ რიტუალად გარდაისახების, რომელიც “საშინელ წყევლად” ატყდება სულთა ჩუენთა და მაყურებელს საშუალებას აძლევს, რაითა ჩაჰყვინთოს წარმოსახვათა და არქეტიპთა მათ შიგან.

ვითარცა გი დებორ სწერდა, სამყარო ესე თანამედროვე ქცეულ არს მუზეუმად, რომელსა შიგან მთავარ მცველად რიოშთა მათ დამთვალიერებელთა პასიურობა გვევლინება. ამ, ჰოი რომ, ეგზომ საშინლად მოსაწყენი მუზეუმიდან თავის დაღწევის საშუალებად გვევლინება არსებობა ქაოსის ეგევითარი საიდუმლო აგენტებისა, რომელთა ხელოვნებაც აროდეს დაექვემდებარება ლეგალიზებას. დია ერთ-ერთი მათგანია ანგერი კენეტ.

ფუძემდებელი მუზიკალურის ვიდეოკლიპის ესთეტიკისა, “მონსტრი” ამერიკულის ანდერგრაუნდულის კინოისა. ფილმნი მისნი პროვოკაციულ არნ, თემებითა მით ტაბუდადებულითა “კინოისათვის დიდისა”, რიტუალებით მით მისტიურით, სექსუალურის თავშეუკავებლობითა და ინტერესითა ოკულტიზმისადმი განმრყუნელისა გამოირჩევა.

პირველი ფილმი თუისი, რომელსა ერქუა “ფეირვერკი” 17 წლის ჰასაკში გარდაიღო, იგი შეიძლება დია პირველ ჰომოეროტიულ ფილმად ჩაითვალოს კინოს ისტორიაში. კრიტიკოსნი ხელოვნებისა და ვიეთნი ჟურნალისტნი იხსენებენ, რაჟამს ჟან კოკტომ იხილა ფილმი ესე, პოეტურის ენით რომ ვსთქვათ, გამოჰყლევდა თურმე და თავსა დამართ სცემდა და იზახდა, ვითარმედ: აჰა, მოვედინ გენიოსი, რომლის კაბისა შეხსნის არა ღირს ვართ და ანგერი კენეტ საფრანგეთში დაჰპატიჟა. და მყოფობდა ანგერი კენეტ ევროპასა შინა და მუნ დაჰყო ვიდრე 12 წელი.

ევროპიდამ ამერიკაში სივლტოლის შემდეგ, წელსა 1983-სა ანგერ გარდაიღო `მორიელის ამოსვლა”, სადაც იჩქითად და მეტის ოსტატობით გარდამოცემულ არს სადომაზოხისტური ესთეტიკა `ჯოჯოხეთის ანგელოზებისა”, შესახებ რომლისაც ვიეთნი რქუიან, ვითარმედ `ამერიკის კულტურისათვის მიტანილი სიკვდილის სარკეაო” – იგივეს ზრახვაჰყოფდა ალბად თავად კენეტი. საუნდტრეკი იგი, ფილმისათუის “დემონის გამოღვიძება” მიკ ჯაგერმან შეჰქმნა, ხოლო “ამოსლვა ლუციფერისა” ბობ ბისოლეიმ არანჟირებულჰყო, რომელი მარადიულ პატიმრობასა შინა იმყოფება, რამეთუ ღუაწად მისად უკვე აღირაცხების უშტი და უშქარი მკვლელობა მოყვასისა თუისისა. იგი იყო წევრი  ბანდისა ჩარლზ მენსონისა. ზემორენახსენებ ფილმში მუზიკას პატიმრები ასრულებენ. 

იგი არს აგრეთვე ავტორი წიგნისა “ჰოლივუდური ბაბილონი”. და მოაქჟამამდის მიიჩნევა მამად რეალიზმისა და იგავმიუწვდომელ კლიპმეიკერად. ხოლო ღუაწი მისი ვინ მოსთვალოს, თავადვე უბნობდა: “არსებობს რიტუალები, რომელთა შესახებ მოყოლის უფლებაც არ მაქვს.” 
 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.