ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
visual-art

სოციალისტური ეროტიზმი

ნასტასია არაბული
17.05.2010

   


ოლაფ მარტენი პირველად ყურადღების  ცენტრში  ბერლინის სოციალისტურ ნაწილში გადაღებული ეროტიკული ფოტოებით მოხვდა.
ამბობენ - მის ფოტოებში მკვეთრად  იგრძნობა,   ბერლინის აღმოსავლურ ნაწილში რომ გაიზარდა.
თვითონ ამბობს, რომ სოციალიზმის პირობებში ცხოვრება გარკვეული ბიძგი აღმოჩნდა   კრეატიულობის გასაღვიძებლად.
როცა სექსუალურობა ტაბუა, ეროტიულ ხელოვნებას არავინ აკეთებს, არ არსებობს მაგალითი და კონკურენცია,  გარე სამყაროდან მხოლოდ ფილტრირებული ინფორმაცია მოდის,  ჯდები და იწყებ ფიქრს. მერე,  ნელა და მშვიდად პოულობ შენ საკუთარს.

ასეთ პირობებში მუშაობა  უფრო ადვილია, ირწმუნება...

ორიგინალურობაც გარკვეულწილად გროესკია,  იმიტომ რომ  მაშინ, როცა ორიგინალური გახდა,  პრინციპში არც იცნობდა ვინმე ისეთ, რომელსაც  გავლენის მოხდება შეეძლებოდა.
მაშინ, როცა ფოტოგრაფირება დაიწყო, ჩვეულებრივ ბინებში საკუთარ ქალებს, მეზობლებს, მეგობრებს, ქუჩიდან მოყვანილ ხალხს უმიზნებდა ობიქტივს...

ახლა მოდის ფოტოგრაფია და ამბობს, რომ ინდივიდუალურობის შენარჩუნება აუცილებელია და მისი სტილი არ არის გადაღებების მოწყობა  5 ვარსკვლავიან სასტუმროს ელვარებაში.

ამტომ  ერთ-ერთი ბოლო გადაღება ბაქოში, ნავთობის სუნით გაჟღენთილმა მოაწყო. აფსოლუტურად შეუფერებელი გარემო უკეთ უსვამს ხელს იმას,რისი პრეზენტირებაც გინდაო, თქვა გადაღების ბოლოს კმაყოფილმა.ყველაზე მნიშვნელოვანი ის მოვლენებია,რაც მოულოდნელად ხდება...მარადიული კონტროლი და დაგეგმვა, კონცენტრირება იმაზე, რომ კლიენტი 100 პროცენტით კმაყოფილი უნდა იყოს , ქმნის სამყაროს, სადაც შემთხვევითობების ფობია არსებობს.
ამოსავალი წერტილი მარტო ადამიანი შეიძლება იყოს, მისი გაქცევა  ყოველდღიურობიდან.

 

მარტენისთვის ადამიანებისთვის შექმნი სამყაროში სამი ძალა არსებობს: დაბადება,სიკვდილი და სექსი. ფოტოებზე ხშირად ჩანს ქალებისა და კაცების ძალის დაპირისპირება,პროვოცირება.
ხელოვანი იძულებულია ყოველ ახალ დღეს უკეთესმა გაიღვიძოს.თვითონ ხელოვნება შესაძლებობებიდან, ბევრის კეთებიდან მოდის. უკეთესად ქცევა უბრალოდ  ნარკოტიკია.
მიუხედავად იმისა, რომ ოლაფი თავის სამყაროს ქმნის, მისთვის რეალობა ყველაზე კარგი ადგილია.
ხშირად ეუბნება თავის სტუდენტებს რომ კომპიუტერთან ავატარს ამოფარებას, ბევრად ჯობია მოკიდონ ვინმე გოგოს ხელი, იარონ მასთან ერთად, ვინც უყვართ, შექმან თავიანთი რეალობა, აიგონ სამყაროსგან ის, რაც ჭირდებათ და როცა დაბერდებიან და ამ ყველაფერს კადრების სახით ნახავენ, მიხვდებიან, რომ იცხოვრეს, რომ ცხოვრება სიამოვნებაა.
მყარი საგნები უყვარს და იცის რას ნიშნავს, როცა ცხოვრობ საკუთარ ქვეყანაში უსახლკაროდ. ზუსტად იმიტომ, რომ ბერლინის სოციალისტური ნაწილს მთელი სიმყარე გამოაცალეს, ახალი კანონებით, ახალი ცხოვრების წესით, ახალი ფასეულობებით ზუსტად ის შეცვალეს, რაც მყარია და მარტო ნელ ცვლილებებს ექვემდებარება.  მას მყარი ხასიათის, მდგომარეობის საგნები უყვარს და არა იმის ყურება, როგორ იცვლება გარემო, ან ძველდება კედელი.
ალბათ
ამოტომაც დაიწყო სოციალიზმის პირობებში სიყვარულით, ქალურობით და ეროტიულობით პროვოცირება.
ზოგი ამბობს,რომ მისმა ფოტოებმა დროის სულის ხატები შექმნეს,ზოგი ფიქრობს რომ უბრალოდ კომერციული ნაგავია.

თვითონ ომერციულ ნაგავსა და მაღალ ხელოვნებას შორის ზღვარ დადებას თითიდან გამოწოვილად თვლის  და  ამბობს  რომ კომერციული ნაგავიც ხელოვნებაა და მუზეუმებში დაობებულ ნახატებს ადვილად უწევს კონკურენციას.
თავის მხრივ არც ერთ ფოტოს არ გაანადგურებდა დედამიწის ზურგზე,იმიტომ რომ ცუდი ფოტოები თვითონ ინადგურებენ საკუთარ თავს...
სამაგიეროდ ფერწერა  ენატრება,  განსაკუთრებით იტალიური.

მიუხედავად მისი პროვოკაციულობისა,სარკაზმისა და მის შესხებ არსებული განსხვავებული აზრებისა,არსებობს ფრაზა,რომელიც მე თუ მკითხს კაცი,ყველაზე მეტად შეეფერება მარტენს:  ,,მისი ფოტოები ცივს არავის ტოვებს''...

p.s.
ოლაფს ბოლოს რომ ველაპარაკე რუსეთში გეგმავდა ფოტოსესიას, შემდეგი სქართველო იქნებაო, დააყოლა. მანამდე კი  პოსტ სოციალურ გარემოზე მცხოვრებ ადამიანებზე ვილაპარაკეთ და მითხრა რომ დედამიწა ერთი პატარა სოფელია და ჩვენ ყველას ერთი და იგივე რამეები გვაწუხებს. ბოლოს თქვა, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა, იმიტომ რომ მისი მეგობარი მანანა მენაბდე და მე აქაურები ვიყავით.