• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მაწანწალა ძაღლების ბლუზი

×
ავტორის გვერდი შოთა გაგარინი 00 , 0000 2785

 

........უსახელო და უსაყელო ცხოველები 
ჩვენ
........ვინც არ ვეკუთვნით ვინმეს, 
........ვინც არ ვცნობთ ალიკაპს
ვინც ვცხოვრობთ ისე
........რომ აბეზარი ფოსტალიონი
........ვერასდროს აგნებს 
................ჩვენი სამყოფის 
........კარს 
........და ალაყაფს
 
ჩვენ 
გარეულნი 
................ვინც ვიღრინებით 
........როცა ცდილობენ
........ხელები 
................როგორც გაკრეჭილ პუდელს 
................თავზე დაგვისვან 
........ვინც ვიცით, 
................როგორ გადავრჩეთ 
................როგორ არ-დავრჩეთ და
................როგორ დავთმოთ 
................რასაც ცხოვრება ძვირად დაგვისვამს 
 
ჩვენ, 
........ვინც მივყვებით მხოლოდ 
........ჩვენ ნებას 
და არ გვჭირდება გზების ჩვენება 
........ვისზეც ყვებიან და
........ვისზეც წერენ 
................თუნდაც ჩვენებას 
ვისაც წყლის ჭავლით თუღა დაუცხრობ 
................აჯაგრულ ვნებას. 
........ვისაც გვერგება 
........გვეხერხება 
........და არ გვეხება 
................ჩვენ
................ვინც ვიცით 
........როგორ ვქნათ
........რომ ვერ დაგვაბას ვერავინ ფიცით
ჩვენ 
........ვინც ვათავებთ დილას 
................და ვიწყებთ დაისით 
................მოდი
........ვთქვათ ისიც, 
................რასაც ვივიწყებთ, 
................რაზეც არ ვფიქრობთ
................ხანდახან მაინც, 
........ღამ-ღამობით, 
................როცა 
........ვერავინ გვიცნობს
 
სიბნელე გვიცდის
........ყველაფერს იტევს იგი 
................გარდა ტყუილის
 
თუ ვერ გამოვთქვამთ 
........სასოწარკვეთას 
................იყოს ყმუილი
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული