• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

შეცვლილი პლეილისტები

×
ავტორის გვერდი ლაშა მილორავა 00 , 0000 2794

                                                                      ნაწილი I

 

                                                                     შეყვარება

 

                                                                             1.

 

 

     ჰო, კი, მართლა შემიყვარდა. ის, რისი არსებობაც უბრალოდ არ მწამდა ტორნადოსავით დამატყდა თავს და საღად აზროვნების უნარი უკვალოდ გააქრო. და მე საშინლად სუბიექტური გავხდი. До тошноты. ბუკოვსკის ვეღარ ვკითხულობ, სამაგიეროდ ბარათაშვილი დავიძმაკაცე. როგორც ჩანს ასეთებიც ხდება ხოლმე.

     ხდება, და თან როგორ! – ზიხარ შენთვის, ზოლას ჩაჰკირკიტებ, დროდადრო ამთქნარებ და ბრახ! – სევდა თავში უროს ისე ძლიერად ჩაგცხებს, გრძნობებიც ისე სხარტად დაგესევიან, თითქოს ჭიანჭველების გუნდიაო და შენ – ძირს დაგდებული ნაწუწნი კანფეტი.

     All you need is love-იც თავისით ამოგიტივტივდება გონებაში და კარგა ხანი თავს არ განებებს.

     გიყვარდება და პლეილისტებიც იცვლება. იძულებული ხარ სია გადაასხვაფერო.

     წაშლილია: Anarchy in the UK ( Sex Pistols ), Ain't no rest for the wicked ( Cage the elephant ), Aberdeen (  Cage the elephant ), The bad touch ( Bloodhound Gang ), Crawling ( Linkin Park ), Dumb ( Nirvana ), Downer ( Nirvana ), Floyd the barber ( Nirvana ), Know your enemy ( Green Day ), Mardy Bum ( Arctic Monkeys ), Sail ( Awolnation ) და ა.შ.

     დამატებულია: ჰიუ ლორის თითქმის მთლიანი ალბომი, Here without you ( 3 Doors Down ), Apologize ( One Republic, ადამ მარტინის შესრულებით ), Back To Black ( Amy Winehouse ), Shake me down ( Cage the elephant ), In my place ( Coldplay ), Paradise ( Coldplay ),  Talk ( Coldplay ), Violet hill ( Coldplay ), Cupid's chokehold ( Gym Class Heroes ), Love will tear us apart ( Joy Division ), Goin' home ( Dan Auerbach ), 21 guns ( Green Day ), Here in your arms ( Hellogoodbye ), Bangers beans and mash ( Infant Sorrow ), Little bird ( Infant Sorrow ), Goodbye my lover ( James Blunt ), Karma police ( Radiohead ), Creep ( Radiohead ) და ა.შ.

     მოკლედ, ტრაკში ვარ!

 

 

                                                                          2.

 

 

     ადამიანის აღწერა კარგად არასდროს გამომდიოდა. უფრო სწორად მე თვითონ გავურბივარ ამას. რა საჭიროა სიტყვების უაზრო რახარუხი, თუ ნამდვილ სილამაზეს წიგნიდან ვერ დაინახავ. საკმარისია თქვა – ''არაადამიანურად ლამაზი'' ან ''ზედმეტად სექსუალური'' და ყველაფერი გასაგები ხდება – საქმე გვაქვს ლამაზ გოგოსთან.

     მაგრამ ''ლამაზი'' ძალიან ზოგადი ცნებაა. ალბათ საჭირო სიტყვა ჯერ არ მოუფიქრებიათ. უკეთესი იქნებოდა ვთქვათ ჯასვგისობაზოსტილ, რომლისგანაც ვინ იცის ოდესმე შესაფერისი სიტყვა გამოიძერწოს.

     ჩემნაირი ხეპრე მეტექსტეს შემთხვევაში სიყვარული ნიშნავს გაქანებული წერის პროცესში მოწერილ ესემესს, გვერდზე გადადებულ ლეპტოპს და პრიმიტიულ სიტყვებში დანახულ სიყვარულის ანარეკლს.

     ყველაფერი გენიალური მარტივია. და პირიქით – ყველაფერი მარტივი გენიალურია!

     არ ენდოთ იმ გაიძვერა კოელიოს! სიყვარულის ალქიმია არ არსებობს. ან როგორ შეიძლება რაიმე აბსტრაქტულს ალქიმია ჰქონდეს.

     უსმინეთ ჯონ ლენონს!

 

 

                                                                           3.

 

 

     კარადის კარებს ვაღებ: ერთ რიგში  ASOS Skinny chino-ებია ჩამწკრივებული – წითელი, შავი, ყავისფერი, ბალახისფერი, ცისფერი და შინდისფერი ( თითოეული 55 ლარი ). აქვეა მუქი ლურჯი მიშ მაში ( 65 ლარი ). რა იცი, რა ხდება! არც ეს ''ენერჯი რედ''–ია ურიგო ( 70 ლარი ), თუმცა აბა  ASOS–თან რა მოსატანია. და მართალია, ფასს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. არც კი ვიცი რატომ ვიყიდე. ეტყობა გამოუსწორებელი სნობი ჩემში ჯერ კიდევ ბუდობს. მეორე რიგი ძირითადად Corduroy Pant-ებით ( 90 ლარი ), Stretch corduroy-ით ( 70 ლარი ),  Stretch velvet-ით ( 80 ლარი ) და Ergonomic canvas pant-ით შემოიფარგლება. აქვეა სატინის  შარვალი ( 110 ლარი ). კარადაში დამკვიდრებული ჰარმონიის შეიძლება მხოლოდ შეგშურდეს.  კარგადაა ნათქვამი კარადა ადამიანის ანარეკლიაო. არ ვიცი რამდენად ჰარმონიული ვარ, ამაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ იმედი მაქვს მუხისგან არ ვარ დამზადებული და არც ასეთი განიერი ვარ. ბოლოს არჩევანი ისევ ყავისფერ  ASOS–ზე შევაჩერე.

     მაისურის შეხამებას დიდი დრო არ წაუღია. ''სიყვარულის ახალი კლუბი'' ( 70 ლარი, 40% ბამბა ) აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა ''ძაღლირემი'' ( 50 ლარი, 100% ბამბა ), kissing is cool  ( 55 ლარი, 100% ბამბა) და ''friend of fun'' ( 75 ლარი, 70% ბამბა ) ერთი პერიოდი მორიგეობით ლიდერობდნენ. მაინც რა მურტალი რამაა ეს ჭკუა! ფეხსაცმელებზე მიდგა ჯერი და მეც არჩევანის გაკეთება პერი ელისის ყავისფერ სედლებსა და შავ ''დოკერსებს'' შორის მომიწია. ეს უკანასკნელი გადმოვიღე და Marks & Spencer–ის ნაცრისფერი პიჯაკი ( 400 ლარი ) მოვიცვი.

     დრო: 16: 59.

     მიყვარს ჯეიმსბონდური რიცხვები!

 

 

                                                                          *    *    *

 

 

     კაფეში ჯდომა და საყვარელი ადამიანის ლოდინი ერთ–ერთი ურთულესი გამოცდაა. აღარ იცი რა ქნა, რა იფიქრო.

     მგონი მობეზრდი! აბა რა გეგონა, მუდამ ერთად იქნებოდით?

     დაბერდი, ძველო!

     არა, არა, მოვა, აუცილებლად მოვა.

     ვაითუ ვერ მიცნოს. ამნეზია ხომ ახალი შავი ჭირია.

     იქნებ ავარიაში მოყვა? – არაა, ღმერთი ასე არ მომექცეოდა.

     დამშვიდდი, დაწყნარდი, relax baby! Take it easy! ტყუილად ნერვიულობ. Everything gonna be OK!

     ბოლოს და ბოლოს კარები იღება და შემოდის. ნელა, მოზომილი ნაბიჯებით მოიწევს. თეთრი მაისურის ქვეშ ლიფის კონტურები იხატება. არა! არა! არა! ვენებიც გებერება და ბლუმ! – ზილიონ ნაწილად იქეცი. კუჭი ბარმენის ფეხებთან დავარდა, ღვიძლი ლუდის ბოთლს დაასკდა, თორმეტგოჯა ხის სკამს შემოეხვია, გული ბოთლის ნამსხვრევებზე დაიფლითა.

– როგორ ხარ?

     ო, ეს ღიმილი!

 

 

                                                                           4.

     გათენდა. გარე სამყარო უცნაური ბურუსითაა დაფარული. Mist-ის მეორე ნაწილს თუ იღებენ. ნინოს ვუყურებ. კისერზე ვკოცნი. ახალგაღვიძებულის თბილი სურნელი ცხვირში მიღიტინებს. მკვრივ მკერდზე წავეტანე და ცერა და საჩვენებელი თითებით ძუძუს თავი მოვუსრისე. თვალებს ახელს, მიღიმის და ხელზე ხელს მადებს. ვგრძნობ, ეს ერთგვარი ნიშანია. ზურგზე ვწვები. ნინო ასოს ხელით ეფერება. დიდი მონდომებით მინძრევს, უყვარს სიამოვნებას რომ მანიჭებს. მეც მიყვარს რომ უყვარს სიამოვნებას რომ მანიჭებს და დარწმუნებული ვარ მასაც უყვარს რომ მიყვარს რომ უყვარს სიამოვნებას რომ მანიჭებს. მალე ავათავებ! ნინო ხელს აჩერებს, ახლა პირით ბრუნავს. წამებში გავასხი. არ ყლაპავს, რაც სავსებით მართებულია. შეყვარებულის სპერმა რა გადასაყლაპია. ო, კაი რა!

     მე ვიცი რომ მიყვარს და ყლაპვა–არყლაპვის უპირატესობები ფეხებზე მკიდია.

     მეოთხე თავის დასასრული.

     მეტი ეფექტისთვის: http://www.youtube.com/watch?v=8tpctFgADu4

 

 

                                                                         5.

     ვის მივამსგავსებდი ნინოს? – ჰმმ, რა ვიცი, ალბათ ლუიზა ბურგუენს. კი, კი, ნამდვილად. ნუ, პლიუს–მინუს რაღაც დეტალები. ტერფები ნინოს უკეთესი აქვს, და ცხვირიც.

     და მე ვის მამსგავსებენ? – ხშირ შემთხვევაში არავის. არ მიყვარს ადამიანების შედარება. მე მე ვარ, ის – ის. წარმოიდგინე და შენც კი შენ ხარ. თუმცა, რადგან ასე დაჟინებით მოითხოვთ – ალბათ მარკ ლევი ახალგაზრდობაში. რა ვიცი, რა ვიცი.

     ფილ კოლინზს ვრთავ. One more night. მგონი ფილი რომ არა ჰეროინზე დიდი ხნის წინ შევჯდებოდი. მაგრამ აბა აქ ეს რა მოსატანია.

     (გაურკვეველი) განწყობისთვის მოუსმინეთ: Phil Collins – I don't care anymore, I wish it would rain, Down, Hang in long enough, Sussudio.

     ან მაგალითად: Genesis – Jesus he knows me.

     თუნდაც: Canned heat – Shake and boogie, Amphetamine Annie, Let's work together.

     ყოველდღე სულ უფრო და უფრო ვნერვიულობ – ვაითუ ეს უბრალოდ სიზმარია, ერთხელაც გავიღვიძებ და ყველაფერი – ნინო, სიყვარული, ბედნიერება – უკვალოდ გაქრება. როგორც ფსიქოლოგიურ თრილერებში – ძირს ეცემი, სანტა კლაუსის ნიღბიანი მანიაკი მაჩეტეთი აკუწვას გიპირებს და უცებ საკუთარ ლოგინში იღვიძებ, თან ოფლში იწურები. ხომ შესაძლებელია ჩემივე სიზმარმა მშთანთქოს და ერთგვარ სიზმრის სიზმარში აღმოვჩნდე?

     კრისტოფერ ნოლანი ისვენებს!

 

 

                                                                               6.

 

                                             გამოუსწორებელი რომანტიკოსის 10 მცნება

 

1. როცა ვინმე გიყვარდება არ იკითხო წიგნები, რადგან მათ მხოლოდ პრობლემები მოაქვთ.

2. ყველა ქალი ( იშვიათი გამონაკლისების გარდა ) ბუნებით სიძვის დიაცია. უბრალოდ ზოგში ეს ადვილად იკითხება, ზოგში – რთულად. ჩათვალე რომ გაგიმართლა და შენი რჩეული ის იშვიათი გამონაკლისია.

3. თუ პირველივე პაემანზე სექსით დაკავდებით, შეეცადე კუნილინგუსის დროს კლიტორი არ მოაგლიჯო. ეს მნიშვნელოვანია!!!

4. თუ თქვენი მეორე ნახევარი ერთი დღეა ესემესებზე არ გპასუხობთ, მაშინ გაბრაზებულია. თუ ორი – უყვარხართ, თუ სამი – თქვენზე გიჟდება, თუ ოთხი – მეოცე სართულიდან გადმოვარდა და ასფალტზე ლავაშივით გაბრტყელდა, ან სხვა იპოვა და დაგადოთ.

5. სასიყვარულო ურთიერთობებში შეუთანხმებლობა პირდაპირ დამანგრეველია ( ეს ალბათ ისედაც იცოდით )!

6. ნუ დაგოიმდებით და სახლის წინ ცეცხლოვან გულში ''მიყვარძარ''–ს ნუ ჩაუწერთ, ნურც ''მიყვარხარ''–ს და საერთოდ შეეშვით ამ ცეცხლოვან გულს!

7. ნორმალური გოგოები ჯაზს არ უსმენენ. ფილოსოფიური მუსიკა მდედრებისთვის არ შექმნილა. ასე რომ, თუ თქვენი რჩეული ჯაზს უსმენს, ნორმალური არაა. ან დიდი ბებიის ბებია ზანგი ჰყავდა.

8. თქვენი გრძნობები ყველას ფეხებზე ჰკიდია. ნამდვილი მეგობრობა არ არსებობს. ის ქარის მიერ მოტანილ ფოთოლს ჰგავს, რომელიც წამის წინ შენ გვერდით იყო, ახლა კი სადღაც მიფრინავს. ნურც ახლობლებს, ნურც კოლეგებს და ნურც ამ ''მეგობრებს'' ნუ გაუზიარებთ თქვენს ბედნიერებას. ისინი ყველაფერს გააკეთებენ მის ასატალახებლად.

9. სიყვარული სექსის გარეშე იგივეა რაც რეგი – მარიხუანას გარეშე.

10. როგორც არ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, გულის სიღრმეში მაინც იცი რომ ოდესმე ყველაფერი დასრულდება, თუმცა სწორედ ეს ჰორმონული ამბები გაიძულებენ იფიქრო: ჩვენი სიყვარული სამუდამოდ გაგრძელდება!

 

                                                                             7.

     წინა თავებს თვალი გადავავლე და გავოგნდი – როგორ დამავიწყდა ნინოს ბუნების წარმოჩენა. მაპატიეთ. დაშვებულ შეცდომას ამ თავში აუცილებლად გამოვასწორებ.

     ნინო არის: ჭკვიანი, ცოტა მორცხვი, ცოტა მელანქოლიური, გულით კეთილი, სულით ანგელოზი, ენერგიული, ავთენტური, ცოტა მოსტივენკინგო, თბილი, ზედმეტად მოსიყვარულე, მომაბეზრებლად ხელგაშლილი, მათემატიკის მოყვარული ( აქ: მისი აზრით ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა და სასწაულები არ არსებობს), არც ისე სენტიმენტალური და მგონი რაც ყველაზე მთავარია – ბუნებრივი.

     ნინოს უყვარს: ფრანგული ლიტერატურა, ''ამელი'', ჯეისონ რეიტმანის ფილმები, ''ოფისი'' და ''დიდი აფეთქების თეორია'', ანსელ ადამსი, ლუსიენ ერვე და ელენ ვონ უნვერტი, კოკა–კოლას რეკლამები, რატომღაც  BMW 320 i, ლიქიორი, Gerry & The Pacemakers–ის How do you do, Freddie & The Dreamers–ის You were made for me, Dave Clark Five–ის Catch us if you can ( უნდა აღვნიშნოთ რომ დეივ კლარკი ჯეიმს ფრანკოს ჩამოჰგავს ) და ზოგადად ადრინდელი როკი.

     როგორ შეიძლება ასეთი გოგო არ შეგიყვარდეს?!!

 

 

                                                                     ნაწილი II

 

                                                                     დაშორება

                                                                             1.

     სიყვარული ტუალეტის ქაღალდს ჰგავს – აუცილებელია, თუმცა ოდესღაც გათავდება, შემდეგ კი ახალია საჭირო. ოდესღაც ყველაფერი დამთავრდება. მთავარია ამ წინასწარ განსაზღვრულ ფაქტს როგორ შეეგუები.

     ნამდვილ სიყვარულს მხოლოდ მაშინ დააფასებ, როცა ნიკი ბენცზე აღარ აგიდგება.

 

                                                                          2.

 

                                                            პესიმისტური თავი

 

 

     ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით, გვიყვარდება, განვიცდით ბედნიერებას, ასევე – ტკივილს. შემდეგ ვბერდებით, ვჭკნებით, ვლპებით, სულ უფრო ნაკლებად განვიცდით ბედნიერებას, სულ უფრო მეტად – ტკივილს. მერე ვკვდებით, გვიცილებენ, მიწაში რაც შეიძლება ღრმად გვტენიან, ჭია–ღუები კანს გვილოკავენ, ნელ–ნელა გვხრავენ, თვალებს გვიჩიჩქნიან, ენას გვიღრღნიან.

     უნდა მოასწრო და ახალგაზრდა მოკვდე.

     ნეტარ არიან თვითმკვლელნი!

 

                                                                             3.

 

 

     MTV-ზე ''ბიტლზისადმი'' მიძღვნილ გადაცემას უყურებ. არასდროს ყოფილა მუსიკა ადამიანთან ასე ახლოს. ხვდები რომ უბრალოდ მორჟი ხარ. Just the Walrus! მეტი არაფერი.

     არა და მორჟი ცუდი შედარება არაა, ''ნეიშენალ ჯეოგრაფიკზე'' ამბობენ ჩახუტება უყვართო.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული