- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კარგი სამსახური მაქვს
პირობებით კმაყოფილი ვარ
მაქვს დაზღვევა და ბონუსები გეგმის შესრულებაზე
პლუს მეცამეტე ხელფასი
ანაზღაურებადი შვებულება და სხვა სიკეთე.
გადამყვანი ვარ
მკვდრებს მშობლიურ ქალაქში ვაბრუნებ
აქ იშვიათად ცხოვრობენ
იბადებიან ბავშვობას ატარებენ და კრძალავენ.
ხანდახან კუბოს თავს ვხდი
მიცვალებულს ვსწავლობ
ვესაუბრები
რატომ გარბიხართ - ვეკითხები გოგონებს.
კარგი განათლება და სამსახური, განვითარების პერსპექტივა,
მშობლებისთვის თავის არიდება, მპასუხობენ ისინი.
პირველი გალეშვა, სექსი, აბორტი უკან რჩება,
როცა მანქანის კარს ვხურავ და მძღოლს მუსიკის ჩართვისკენ მოვუწოდებ.
ერთხელ ისიც მხოლოდ ამ მანქანაში და ძილში
ქართველ ქალთა ვნახე კრება,
შენ, შენ რატომ არ წახვედი, მკითხეს მათ.
ცოტა ხნის წინ ჩემი მეზობელი გადავიყვანე.
ავარიაში მოხვდა, სახე დაკუჭული ფურცელივით ჰქონდა.
ხელზე სვირინგით ვიცანი ეგ ნაბიჭვარი.
ბავშვობაში მომცხო.
ჩუმად და ნელა მოვტყანი, არ ვატკინე,
სასთუმალზე ერთიც არ დაუკვნესია.
მაგიჟებს ჩემი სიკეთე -
ლუბრიკანტით ვიხმარე.
ანუსი ხელსახოცით გავუსუფთავე და ვკითხე
ვენერიული დაავადება ხომ არ ჭირდა,
მკვდრები საშიში არ ვართ, იყო პასუხი.
მუსიკა მნიშვნელოვანი ნაწილია.
როგორც მამას ქალიშვილი ეკლესიაში,
ისე მიმყავს მკვდრები მშობლიურ მხარეში,
სამუდამო მხარეში სადაც სიმწუხარეა.
დანიშნულების ადგილზე მისვლას ვერ ვიტან.
ყვირილით ტირილი, თავპირის მტვრევა,
ამ პროცესს ინტიმისგან ძარცვავს,
ეს ერთადერთი მომენტია როცა ჩემი საქმიანობა მძულს,
ისე კი, როგორც უკვე აღვნიშნე
საკმაოდ კარგ პირობებში ვმუშაობ და მიცვალებულებსაც არ ვუჩივი,
მძღოლსაც კარგი გემოვენება აქვს.
გუშინ ჩემი სიყმაწვილის დროინდელი გოგო დავუბრუნე ქალაქს.
პირველი სიყვარული, აღელვება, ჟრჟოლა, ვნება ,
კუბოს თავი ავხადე და ცრემლები წამსკდა.
ბევრი არ მილაპარაკია.
მის ხელს ხელი მოვკიდე,
თავზე გადავისვი.
დავარწმუნე, რომ ბავშვობის ქალაქთან ადაპტირებისთვის
რამე მშობლიურს უნდა შეხებოდა,
შარვალი გავიხსენი და მისი ხელით დავანძრიე.
გვანდეთ თქვენი მიცვალებული
და ჩვენ მას შინ მშვიდობით და უვნებლად დავაბრუნებთ.