• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გინსბერგი კვდება

×
ავტორის გვერდი ლოურენს ფერლინგეტი 00 , 0000 2099
თარგმანი: შოთა გორგიძე
 
ალენ გინსბერგი კვდება –
წერენ გაზეთებში,
აცხადებენ საღამოს სიახლეებში.
დიდი პოეტი კვდება,
მაგრამ მისი ხმა არ მოკვდება,
ის უკვდავია.
მისი ხმა მიწაზეა, 
სამხრეთ მანჰეტენზე, 
საკუთარ საწოლში,
კვდება და ვერაფერს შევცვლით.
კვდება სიკვდილით, რომლითაც კვდება ყველა.
მაგრამ ის კვდება პოეტის სიკვდილით.
ხელში ტელეფონი უჭირავს
და  ურეკავს ყველას,
თავისი საწოლიდან, სამხრეთ მანჰეტენიდან.
მთელს მსოფლიოში, გვიან ღამით რეკავენ ტელეფონები
„ალენი ვარ“ – ამბობს ხმა
„ალენ გინსბერგი გირეკავთ“.
რამდენჯერ აქვთ მოსმენილი ეს ხმა 
ამ დიდებული წლების მანძილზე
მას არ სჭირდება თქვას „გინსბერგი“
მთელს სამყაროში,
პოეტების სამყაროში,
ალენი მხოლოდ ერთია.
„მე მინდოდა მეთქვა“ ამბობს და 
ყვება თუ რა ხდება, 
როგორ ეშვება სიკვდილი –
მისი ბნელი შეყვარებული.
მის ხმას სატელიტი ავრცელებს დედამიწაზე
იაპონიის ზღვაზე
სადაც ერთხელ , როგორც ახალგაზრდა ნეპტუნი
იდგა სამკაპის ნარჩენით ხელში
ქვიან სანაპიროზე
ახალგაზრდა, შავი წვერებით.
 სან–ფრანცისკოს სანაპიროზე, 
ტალღის წვერზე თოლიების კივილი ისმის,
 ძლიერი ქარია და უზარმაზარი ტალღები
ნავსადგურს ამათრახებენ. 
ტელეფონთან ალენია, 
მისი ხმა ტალღებში მძვინვარებს, 
მის ზღვაში მე ვკითხულობ ბერძნულ პოეზიას, 
აქილევსის ცხენების ტირილს.
 აქ, ზღვასთან, სან–ფრანცისკოში, 
ტალღები ტირიან, 
გამოსცემენ შიშინა ბგერებს,
 ჯადოსნურ ბგერებს, 
„ალენ“ - ჩურჩულებენ ისინი - „ალენ“...
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული