იაფ ნომერში წევხარ ნისლივით გაფანტვის პირას
ჩემი თვალები ცხელი ჰაერით სავსე ბურთებს გავს
მიფრინავს მზერა
აღარ ჩანს ტბები და აღარც მთები
კედელი ბინძურ ჩარჩომიკრული პეიზაჟებით
ქვევით რჩება
და მერე ჭერი - ღარების ელვა
ვეშვები
შორიდან ხმები
ფანჯარა, როგორც ნოტის რვეული
და კაბელებზე მსხდარი ჩიტების გაბმული გამა
სხვა დღე წამოდგა
აილაპლაპა დილით ეშვები
ფარდით ვაკავებ ღამეს
ხელკავით გავა მასთან ერთად ნისლი და რული