- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თარგმანი: ლუკა ეხვაია
ვიღაც იყო ჩემს ბინაში
სააბაზანოში შესვლისას მითვალთვალებდა.
ჩემი მკვდარი შვილი ყოველთვის ჩემთანაა.
მე ვხედავ მას ჩემს ოთახში.
ის დაბრუნდა, რათა დამიცვას აბეზარი ეშმაკისგან.
ეშმაკისგან, რომელსაც ჩემი მოკვლა სურს.
ჩემს შვილს სისხლის ნაკლებობა აქვს.
ის ნამდვილი ტორსია.
დიაბეტმა ხელები და ფეხები წაართვა.
ხელში მიჭირავს და ვეხუტები,
მაგრამ მას პირი არ აქვს.
მას არც მადლობის გადახდა შეუძლია,
არც ჩემი გაფრთხილება მაშინ,
როდესაც აბეზარი ეშმაკი ჩემს საძინებელში იპარება
სექსისა და ფულის ძიებაში.
გუშინ შარდის ბუშტი პროლაფსი დამემართა.
შევახვიე იგი ფოლგაში და საყინულეში შევდე.
აბეზარ ეშმაკს ალბათ გაყინული შარდის ბუშტის წაღებაც სურს.