ხელისუფლება ვაგინაა
რაც უფრო გიჭერს ის
მით უფრო ადვილია გაგათავოს
ხელისუფლება სისხლს უშვებს და იწმინდება
ხელისუფლება ვირუსების ბუდეა.
გალოკე შენი ხელისუფლება
თითებით მოეფერე
ნება არ მისცე ზემოდან მოგექცეს
და გახსოვდეს
არავითარი BDSM
არავითარი 3some მასთან და მედიასთან
არავითარი შიგნით გათავება
თორემ გადაუცდება
და შენს სახლში ამოყოფს თავს.
გახსოვდეს
რევოლუცია შეკრული პირია
დაე ყველა პირი შეიკრას ვაგინის წინააღმდეგ
და ეს პირი არ გაივსოს დაქცეული წყლებით
და ეს პირი იყოს ამაყი
როგორც ომში ფეხდაკარგული ცხენი
დაე მისი სული იყოს ბიუჯეტივით გამჭვირვალე
და მოუხელთებელი.
გაუშრე სისხლი ხელისუფლებას,
არ ამოასუნთქო
უთხარი პირი მოკუმოს
თორემ ამოქოლავ
უთხარი რომ გინეკოლოგი ხარ
და უმკურნალე.