სააბაზანოში, ყუთში, მთვლემარე დედა კატის
ფაფუკ მუცელს მიტკიპებულ კნუტს, თამაშ -
თამაშით, რომ იკბილავდა უკანა თათებს,
საკუთარი სხეული სანახევროდ შემოეჭამა.
ცოტა ხნის მერე, ხელსაბან ნიჟარაზე შემხტარი,
ის სარკეს თანდათან გაუთამამდა და არხეინად
უანარეკლო, უკვე არარსებული ბოლო ტანი
შეარხია.