• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სამუშაო დღე

×
ავტორის გვერდი გიორგი გაგოშიძე 11 იანვარი, 2012 2120

 

ადამიანმა შეიძლება ბევრი ტრაგედია გადაიტანო,

მაგრამ არაფერია ინდივიდუალიზმის დაკარგვაზე ტრაგიკული.

ეს უმტკივნეულო ოპერაციაა.

დაკარგავ და თითქოს სულაც არ გქონია.

2014 წელი. თბილისი. ჩვენ აღარ ველაპარაკებით ერთმანეთს.

ფული საუბრობს.

ეს ქალაქი ცუდად გაყალბებული მონეტაა.

ჩვენ დავემსგავსეთ ერთმანეთს.

საკამათოც არაფერია.

მედია ერთი და იმავე ღირებულებებზე გვესაუბრება,

რომელიც ფურთხის ღირსადაც არ ღირს.

ამ ყალბ მონეტას ყველა ჯიბეში იდებს.

სამუშაო დღის გარეშე

ამ ქალაქის სტერეოტიპი გაქრება.

ხელფასი. რუტინა. კლასები.

ეს ასეა. დილა. 9 საათი. უნიფორმა.

ამაზე უარესიც არსებობს.

ლაოსელმა ბავშვებმა ეს ფორმები

ერთ დოლარად შეკერეს.

ისინი შეჭამენ საჭმელს.

მიიღებენ ახალ სამუშაო დღეს,

რომელშიც არაფერი იქნება ახალი,

რომელიც მათ ვერაფერზე დააფიქრებს.

მათ აზროვნებას არავინ სთხოვს.

ასეთი მილიონებია.

ჩვენ ვგავართ ერთმანეთს.

ეს ტრაგედიაა!

ვინმემ უნდა იფიქროს ამაზე.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული