• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სიკვდილის ეფექტი

×
ავტორის გვერდი გიორგი ბებიაშვილი 08 იანვარი, 2014 1714

გაჩერებაზე იპოვეს თვითკმაყოფილი გვამი

და ნამდვილად იყო თვალახვეული გვამი მკვდარი.

პატარა ვაჟის სასქესო ორგანოზე

ცრემლმა გუბე ავსო.

 

პანაშვიდზე მისულ მეგობრებს

საკუთარი არარაობის შეეშინდათ.

 

სეპარატისტ ოჯახის წევრებს უჭირს 

აუდიტორიის წინაშე მკვდარი სხეულის დარწევა,

გამოყლევებული მეორე გვამი; 

მამამისი

ფანჯარაში იყურება და მახინჯ კორპუსებს მისტირის,

დედა აბაზანაშია და ნერვიულობისგან მასტურბაციას მიმართავს.

 

დედა გარდაიცვალა - სუნთქვა არ უჭირს,

მამა დიდ კუბოში ტრიალებს - სირცხვილი არ უჭირს.

 

ვაჟის მკვდარი სხეული

მკვდრეთით აღსდგა

მარტოდ დარჩენილ ოთახში.

ახლა ის არის

სახლის ხაზეიკა 

ოთხ კედელში

გულის გარეშე.

 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული