- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
სალი, გოგოა, რომელიც ახლა გვერდით მიწევს, თავი ჩემს მკერდზე უდევს და არხეინად სძინავს. სალის ძუძუები ნელა მოძრაობს, ნიშნად იმისა რომ ის ცოცხალია, ჩემი პენისი ძლივს მოჩანს, ნიშნად იმისა, რომ მკვდარია. დღეს ჩემი რეკორდი გავაუმჯობესე, ამდენი ორგაზმი ერთ ღამეში არასდროს მქონია.
რაც შეეხება სალის, ის ჩემი მეგობარია როდესაც სექსი გვაქვს, ნაცნობი როდესაც ერთმანეთს შემთხვევით ქუჩაში ვხვდებით, ხოლო უცხო, როდესაც ერთად არ ვართ.
ვდგები, ვიცმევ, რამდენიმე წუთში, სალი ჩემთვის ნაცნობი ხდება, ორი წუთიც, მე ქუჩაში ვარ და ის უკვე უცხოა. დახურული სივრციდან ქუჩაში მოხვედრისთანავე გვერდით რამდენიმე ახალგაზრდამ ტრანსფარანტებით ჩამიარა და ყველამ, უკლებლივ, ზიზღით შემომხედა, ესენი „ოცნების“ აქტივისტები არიან. „ოცნება“ დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე გავლენიანი მოძრაობა და ორგანიზაციაა. მათ ყოველ კუთხე–კუნჭულში საკუთარი ოფისები და აქტივისტები ჰყავთ. ყველა ოცნებას ეპოტინება და ორგანიზაციაში წევრიანდება. თუმცა, მთლად ყველა ვერ, მაგალითად მე არასდროს არავინ მიმიღებს, პირველ რიგში ჩემი გაბარიტების გამო. მე მთავარი ნაკლი მაქვს, ღიპი არ მაქვს, სწორედ ამიტომ შემომხედეს აქტივისტებმა ასე ამრეზით.
ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. რამდენიმე წლის წინ, ჩვენ შევძელით და ავიხდინეთ ოცნება, ოცნება, რომელსაც ქართული ვუწოდეთ. სწორედ აქედან დაიწყო, ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვაშენებდით შენობებს, დავხვეწეთ ინფრასტრუქტურა, დავიბრუნეთ ტერიტორიები, წინა პლანზე წამოვწიეთ ბიზნესი, ჰომოფობია, რელიგიური ექსტრემიზი, საზოგადოებაც თითქოს ვითარდებოდა, მაგრამ უმუშევრობა მაინც მთავარ პრობლემად რჩებოდა… შემდეგ გამოჩნდა ახალი მოძრაობა, გამოჩნდნენ ახალი მეოცნებეები, რომლებმაც ქართულ ოცნებას „Imagining ოცნება“ უწოდეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქართველი ყველაფერ ქართულს კარგავდა. მათი თქმით, არსებული ოცნება, არ იყო პატრიოტიზმზე და ქართულ ტრადიციებზე დამყარებული. სულ მალე, შეიქმნა ახალი პოლიტკური გაერთიანება, „ნამდვილი ქართული ოცნება“, რომელიც თავის მხრივ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა…და აი აქ იწყება ძვრები, ეს ძვრებს, შემდგომში მოძრაობის ლიდერებმა, ზვიადისებრი გამოღვიძება უწოდეს. ნამდვილ ქართულ ოცნებას, ყოველდღე ათასობით ადამიანი უერთდებოდა, ბოლოს კი, გვირგვინის სახით ქართველ ერს თავზე დაგვადგეს რევოლუცია, რომელსაც, საოცნებო რევოლუცია ვუწოდეთ. საოცნებო რევოლუციამ კი რადიკალურად ყველაფერი შეცვალა, ახლად მოსულმა მთავრობამ დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც, სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობებს მოქალაქეობა ჩამოერთვათ და ექსტრადირებული იქნენ საზღვარგარეთ. ძველი ხელისუფლების მიერ აშენებული ცათამბჯენებს მოვალეობა შეუცვალეს, ზოგი ვებერთელა ტაძრად აქციეს, ზოგი რესტორან–დუქნებად, ხოლო რომლის შესწორება და გამოსწორებაც ვერ მოხერხდა, უბრალოდ მიწასთან გაასწორეს. შეიცვალა თავად პოლიტიკური სტრუქტურაც, ნამდვილი ქართული ოცნების, ლიდერი ნებაყოფლობით გადადგა, დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარედ, ხოლო პრეზდენტის პორტფელი საერთოდ გაუქმდა. მის ნაცვლად მონარქია დაბრუნდა და გვირგვინი პატრიარქმა დაიდგა. ასე აიხდინა ოცნება ქართველმა, ხორციც და სულიც ერთ თეფშე დაიდო. პატრიარქი იქცა, ერის სულიერ და ხორციელ ლიდერად, სწორედ ამ უკანასკნელის მიერ, რამდენიმე დღის წინ, ახალი დადგენილება იქნა შემოღებული, რის მიხედვითაც, ტურიზმი როგორც ასეთი აიკრძალა, ამასთან ერთად კი ნებისმიერი უცხოელის საქართელოში შემოსვლა.
„მეორედ მოსვლაა მოახლოვებული, აპოკალიფსი ახლოვდება, მსოფლიოს გლობალიზაციისკენ სწრაფვა კი ანტიქრისტეს გაბატონების პირდაპირი ნიშანია. რა უნდა ვქნათ ჩვენ?! ჭეშმარიტმა მართლმადიდებლებმა?! ჩვენ არ უნდა დავუშვათ ანტიქრისტეს გაბატონება ღვთისმშობლის რჩეულ მიწაზე! ყოველი ეშმაკისეულისგან თავდაცვა, საზღვრების ჩაკეტვა და ანტიქრისტეს შევიწროვება კი ამისთვის საუკეთესო გამოსავალია!“
განაცხადა რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა, საკვირაო ქადაგებაზე პარლამენტის სხდომაზე.
პატრიარქ–მონარქის მიერვე იყო შემდეგი კანონები შემოღებული: აიკრძალა ჯვრისწერამდე სექსი, ქალის შემთხვევაში მოქალაქეობის ჩამორთმევა და ვითარებაში გაუჩინარება, მამაკაცის შემთხვევაში კი ფულადი ჯარიმა, 500 ლარი. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ წინა ღამეს, სალისთან სექსის დროს, ჩემს ხელში არა მარტო მისი ძუძუები იყო, არამედ მთელი მისი მომავალი, მისი ცხოვრება და მისი მოქალაქეობა. დღევანდელ საქართველოში ჭირს ქალი სექსზე დაითანხმო, ის ბოლომდე უნდა გენდობოდეს, თუ არადა ამ რისკზე არაფრის დიდებით წავა.
დავუბრუნდები პატრიარქ–მონარქს, მან აკრძალა ფერადი ტანსაცმლით ქუჩაში მოძრაობა, აუცილებელია შავი. შავი ზედა, შავი შარვალი, შავი ფეხსაცმელი. ასევე შეწყდა საერთაშორისო მაუწყებლობა, გათიშეს ინტერნეტი.. ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ანტიქრისტეს ჩვენს ქვეყანაში ვერ შემოეღწია.
–ძმობილო, პირჯვარი რატომ არ გარდისახე?!
უეცრად თავზე მაღალი ჩასუქებული მოძღვარი დამადგა, ხელში კრიალოსანი ეჭირა და უკმაყოფილო, კუშტად შეკრული წარბები, უარეს სანახავს ხდიდა…
ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა, ჩვენთან კიდევ ერთი ახალი კანონია, ეკლესიის გვერდით გავლის შემთხვევაში პირჯვარის არ გარდასახვა ისჯება. ისჯება ან ფულადი ჯარიმით, ან ეკლესიაში ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე მონანიების სათქმელად სიარულით. უნდა განახათ რა ხდება ყოველ დღე, ათასობით ადამინი ეკლესიის სპეციალურ კუთხეში მიჭუჭყული, ელის როდის მოვა მისი რიგი, მონანიებისთვის. ჯერჯერობით ვერ შევეჩვიეთ, ახალი კანონია და შესაბამისად ბევრს აჯარიმებენ. დაჯარიმების უფლება კი მხოლოდ მამაოებს აქვთ, ერთ–ერთი მათგანი კი სწორედ ამ წამს თავს მედგა. დამიდგა რა თვალწინ ის აქოთებული რიგი, გავუღიმე მორჩილად, ხელზე ვეამბორე და შევღაღადე..
–ფულად ჯარიმას გადავიხდი, მამაო.
–ნება შენი არს შვილო. შენი პირადობა…
ამათი დედა მოვტყან! ესეც 100 ლარი ჯარიმა უყურადღებობისთვის..ხშირად მემართება ასე, არადა სალი სულ მაგას მეუბნებოდა, ნუ გავიწყდებაო, ერთხელაც იქნება დაგაჯარიმებენო…სალი არასდროს ცდება!
ერთხელ სალიმ ისიც მითხრა, სულ მალე ამ ყველაფერს ბოლო მოეღებაო. ალბათ არც ამაში ცდებოდა. ჩემი დაჯარიმების დღე, დიდი დღე იყო, მთელი ერი, ბერი და ტყის მგელი პატრიარქის აღსაყდრებას ზეიმობს, აი მერამდენეს კი აღარავის ახსოვს. ხმები დადის, ჩვენი პატრიარქი ორასი წლისააო, ზოგიც ასზეა დაჩემებული, ერთი სიტყვით, ამ თემაზე კამათი არ წყდება, ხმამაღლა ამ კითხვის გაჟღერებას კი ვერავინ ბედავს. აბა ვინ გაბედავს და ვინ იკითხავს, პატრიარქ–მონარქის ასაკს?!
ასეა თუ ისე, დღეს არა მარტო ნამდვილი ქართული ოცნების ზეიმია, დღეს ჩვენც ვზეიმობთ, ჩვენი ზეიმი კი ჩვენი შეკრებაა, ჩვენი შეკრება კი, მხოლოდ მნიშვნელოვან დღესასწაულებზეა. ადუნებს თუ არა საზოგადოება ყურადღებას, ჩვენც ეგრევე სარდაფებში ვძვრებით. სარდაფი, სიბნელე, სახეზე აფარებული ნიღბები და ამ წყვდიადში ფერადი ტასაცმელი, ესაა ჩვენი ზეიმი და ჩვენი საიდუმლო სერობა. ჩვენი ამოცნობა საზოგადოებაში წარმოუდგენელია, ჩვენი გამორჩევა ოცნების აქტივისტებისგან შეუძლებელია. ერთადერთი რითაც ერთმანეთს ვცნობთ, ესაა ფერადი ტანსაცმელი, შავის შიგნით.
ამ დღეს ბევრი რამ უნდა გადამწყდარიყო, როგორც ერთმა ჩემმა თანამოზრემ და მეგობარმა გამანდო, მოძრაობის ლიდერებს გეგმა ჰქონდათ, საკმაოდ სერიოზული გეგმა, რომელიც ერთხელ და სამუსამოდ ბოლოს მოუღებდა ნამდვილ ქართულ ოცნებას.
საინტერესოა როგორ..საინტერესოა, როგორ შეიძლება ბოლო მოუღო იმას რაც უკვე ნამდვილად იქცა, რა უნდა დაუპირისპირო ახდენილ ოცნებას?! თუმცა ჩვენი მოძრაობის ლიდრებეი ჯიუტად გვიმტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი ფასადია, მოსახლეობას არ სურს ნამდვილ ქართულ ოცნებაში ცხოვრება და რომ არა უკვდავი და უბერებელი პატრიარქი, მთელი ეს ილუზია დომინოს ეფექტს იგემებდა.
ფიქრს შევყევი და მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მივხვდი, რომ დანიშნულ ადგილს უკვე დიდი ხანია გვერდით ისე ჩავუარე არც კი შემიხედავს. უკან მოვბრუნდი და ერთ მიყრუებულ, დაბერებულ და შავებში გახვეული დედაკაცივით მოღუშულ ქუჩაში ქურდივით შევძვერი. რამდენიმე წუთში სარდაფში ვიყავი, სარდაფში სადაც ადამინის სახის მეტს ყველაფერს დაინახავდი, პირველად შემოსულს თავი მასკარადზე ეგონებოდა. მოწყენილ ვებერთელა ოთახში სამარისებული სიჩუმე იდგა, ნიღბიანები აქეთ–იქით მიმოფანტულიყვნენ და ათასში ერთხელ თუ გაიგებდი ჩურჩულს, ისიც რამდენიმე სიტყვას, რომელიმე რომელიმეს რაღაცას თუ გადაუჩურჩუელბდა, ისიც ხმის დაბოხებით, ან დაწვრილებით.
ამ წყვდიადის ანგელოზებიდან, ერთ–ერთი სალი უნდა ყოფილიყო, ისიც ჩვენი აქტივისტია, მაგრამ იმაზე თუ რომელი იყო, ისეთივე წარმოდგენა მქონდა, როგორიც მას იმაზე, თუ რომელი ვიყავი მე.
ბოლოს ჩურჩულიც შეწყდა, ოთახმა თითქოს საბოლოოდ ჩაიძინა, სულ მალე კი, თითქოს ოთახი ხვრინავსო, ვიღაცამ ჩაახველა. ხველას კი ოთახის გამოღვიძება და ალაპარაკება მოჰყვა.
–ბევრს არ ვილაპარაკებ! ჩვენ ყველამ ვიცით, თუ ვინ ვართ, რისთვის ვიკრიბებით და რა გვინდა! ჩვენ გვინდა ნამდვილი ქართული ოცნების დანგრევა, ჩვენ გვინდა ჩვენი ოცნება და ჩვენი ინდივიდუალიზმი! მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ეს მხოლოდ ჩვენ გვსურს! დღეს ქართველებს სძინავთ, გულის სიღრმეში ყველას სურს თავისუფლება და არჩევნის ქონის უფლება, უბრალოდ საჭიროა ამ მატრიციდან ერთხელ და სამუდაომდ გასმოვლა, ამისთვის კი საჭიროა ნამდვილ ქართულ ოცნებას დარტყმა იქ მივაყენოთ, სადაც არვინ ელოდება. დღეს პატრიარქ–მონარქი მოკვდება!
ოთახი ახმაურდა, შემდეგ ალაპარაკდა, მერე რამდენიმე წამით ისევ გაჩუმდა და ბოლოს ასობით ენა ერთდროულად აჭყლაპუნდა….
პატრიარქ–მონარქი დღეს დღეისობით უკვდავ ღვთაებრივ სიმბოლოდ ითველება. მასთან არის დაკავშირებული ყველაფერი რაც ნამდვილ ქართულ ოცნებას გააჩნია. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფრის სიმბოლოდ ითვლება, ოცნების აქტივისტების მიერ გავრცელებულ ჭორებიდან გამომდინრე კი, ქვეყანაში ყველას სჯერა, რომ ის უკვდავია, ყოველშემთხვევაში უკვდავია სანამ, მანამ მეორედ მოსვლა არ იქნება. ოცნების ლიდერების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის იქნება ადამიანი, რომელიც საქართველოს მეორედ მოსვლის დროს გადაარჩენს. ჩვენი ჩანაფიქრი პატრიარქ–მონარქის მოკვლა კი ნამდვილი ქართული ოცნების მოკვლას უდრიდა. გულის სიღრმეში და ოცნების აქტივისტების მიერ გავრცელებული ჭორების გამო ჩვენშიც უკვე ეჭვები ჩნდებოდა. რამდენიმე ლიდერის გარდა, უკვე ბევრს ეპარებოდა ეჭვი პატრიარქ–მონარქთან დაკავშირებით. და ვინ იცის იქნებ, თავად ჩვენი ორგანიზაციის ლიდერებიც არ იყვნენ ბოლომდე თავის აზრებში დარწმუნებულნი. მოკლედ, ასეა თუ ისე, ეს განაცხადი სერიოზულზე სერიოზული იყო და მას ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაეცა საკრალურ კითხვაზე პასუხი: არის თუ არა პატრიარქ–მონარქი მესია.
როგორც იქნა ხალხი დაწყნარდა, ოთახს კვლავ ჩაეძინა და ისე გაინაბა თითქოს კვლავ ლიდერის სიტყვით გამოსვლას ელოდა. არც ლიდერმა დააყოვნა.
–ვიმეორებ, დღეს საჯარო გამოსვლისას პატრიარქ–მონარქი ისეთი დაუცველი ინქნება, როგორც არასდროს, ყველაფერი სწორედ ამ დროს მოხდება! ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ის ისეთივე მოკვდავია, როგორც ყოველივე ჩვენგანი. მას საჯაროდ და სახალხოდ უნდა ვესროლოთ, დაე ყველამ იხილოს რეალობა!
ლიდერი წელში საზარელი ლოკოკინასავით იხრებოდა, იწელებოდა და ლოკოკინის და გველის ნაჯვარს წააგავდა. ბოლოს, მოხალისეები მოითხოვეს, ნიღბიანი სახეები დაიძრა და სულ მალე ლიდერის გვერდით აღმოჩნდა უამრავი ნიღაბი, მათ შორის მეც. საჭირო იყო ერთი, რჩეული კი ბედს უნდა გადაეწყვიტა. ბედი ზუსტად რომ ასტეროიდივით ზედ დამეცა და როგორც პენისი საშოში ჩემში ისე შემოვიდა, ოღონდ პენეტრაცია ვერც კი ვიგრძენი. რამდენიმე წუთის შემდეგ, მე ერთადერთი ნიღაბი ვიყავი, რომელიც კვლავ ლიდერის გვერდით იდგა. ლიდერი მე მომმართავდა, ჭკუას მარიგებდა და ამ ყველაფერს ისე აკეთებდა ზედაც არ მიყურებდა. მისი ნიღაბი ირგვლივ ჩამწკრივებულ ნიღბებს მიჩერებოდა.
მერე უცებ მე შემომიტრიალდა, ნიღაბი მოიხსნა და მოისროლა.
–ესე იგი მზად ხარ?! და რა თქმა უნდა იცი რასაც აკეთებ! ჩვენ შენში დარწმუნებულნი ვართ, სწორედ ამის ნიშნად, დღეიდან ნიღბები აღარ დაგვჭირდება, ჩვენ აღარ დავიმალებით..დღეს ყველაფერი დასრულდება!
რამდენიმე წუთში თავი ერთ უცნაურ კაბინეტში ამოვყავი ლიდერთან და ერთ ჩია კაცთან ერთად. მალევე ამიხსნეს ყველაფერი, ხელში იარაღი მომაჩეჩეს და წარმატება მისურვეს.
დილით ცხელოდა, ოცნების მაისური მაცვია, ჯიბეში იარაღი მაქვს და დორბლიან ბრბოში საქართველოს ვბღავივარ. ბრბოში არც ვჩანვარ, ჩემ მეზობლად მდგომი ქართული პატრიოტული ღიპები მეალერსება და ამ ერეგირებულ პატრიოტიზმში ჩაფლული ოფლში ვბანაობ.
სულ მალე, „საქართველოს“ და “ზვიადის” შეძახილებს პატრიარქ–მონარქი ცვლის. ის ქადაგებას ამთავრებს და ბრბოში ჩამოდის. ორგაზმს გადაჩვეული ერი, რამდენიმე წამში ერთდროულად პატრიოტულ ორგზამში ერთვობა და ეროვნულ ორგაზმს განიცდის. პატრიარქ–მონარქი ხალხში მობობღავს, უკან დაცვა მოჰყვება, ჯიბეში ხელს ვაცურებ, რამდენიმე წამიც და ის ჩემს წინ დგას, ხელში ჯვარი უკავია. ერთი ნაბიჯიც და ვესვრი…
გასროლა, შემდეგ კიდევ ორჯერ გაისმის მსგავსი ხმა, პატრიარქ–მონარქი ძირს გდია. ორი ტყვია გულში, ერთი შუბლში. ბრბო არ შემდგარი აქტით უკმაყოფილოდ და შეშინებული გაჰყვირის. მე ვერავინ მამჩნევს. რამდენმე წამში ბრბო კვლავ მშვიდდება და აქეთ–იქით იფანტება. ჩემ წინ გდია გაციებული პატრიარქ–მონარქი და მას გვერდით უწევს დასახიჩრებული და გათელილი არსება, რომელიც ოდესღაც გოგო უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ მე ხელი კვლავ ჯიბეში მაქვს, ეს მე არ მიქნია, მე არ მისვრია. ბრბომ მკვლელი უკვე დასაჯა და გვამი იქვე მიაგდო.
პატრიარქ–მონარქი მე არ მომიკლავს, მაგრამ ის მკვდარია! რამდენიმე წამში მეც გავრბივარ, ბრბოში ვიკარგები. სახლში დაბრუნებულს კვლავ გათელილი და ჩაქოლილი გოგოს ტანი დამიდგა თვალწინ, სახე იმიტომ არა რომ უბრალოდ ვეღარ გაარჩევდი. და აი უეცრად რაღაც ამოტივტივდა, ეს იყო ტანის უცნაური მოხაზულობა, ეს ადრეც სადღაც მენახა, ზუსტად ასე მოკრუნჩხული და დაგრეხილი ტანი ოდესღაც გვერდით მეწვა, მაგრამ მაშინ მას ეს ყველაფერი ძალიან უხდებოდა, ახლა კი. . .
სულ რაღაც ორ დღეში, ჩემი ვარაუდი გამართლდა, ის გვამი სალის ეკუთნოდა, უფრო სწორად ოდესღაც ეკუთნოდა, ადამიანს, რომელსაც ასევე ოდესღაც, ადამიანები სალით იცნობდნენ.
„დიდგორი ორმა,, სხვათაშორის ერთადერთი ტელეარხი, რომელიც არსებობს, გააშუქა ამ უცნაური ფაქტის შესახებ. აღმოჩნდა, რომ პატრიარქ–მონარქი, რომელიც ხალხის თვალწინ უსულოდ ქვაფენილზე დაენარცხა, არ იყო ნამდვილი პატრიარქ მონარქი, ის იყო თვითმარქვია და ქართველობის მტერი. ეს ყველაფერი შეიტყო მოქალაქე, სალი ნემსაძემ, რომელმაც თვითმაქრვიას სახალხოდ ესროლა და ამ სახით დასაჯა. სალი ეროვნულ გმირად შეირაცხა.
ამ განცხადებას აკეთებდა პარლამენტის თავმჯდომარე და ნამდვილი ქართული ოცნების სულის ჩამდგმელი, თუმცა ხალხში შფოთვა და არეულობა არ ცხრებოდა, ყველაფერი კი მაშინ დამთავრდა, როდესაც, პარლამენტის შენობიდან მორიგი საკვირაო ქადაგება წაიკითხა ადამიანმა, რომელიც ვიზუალით არაფრით განსხვავადებოდა რამდენიმე დღის წინ სახალხოდ მოკლული პატრიარქ–მონარქისგან.
სწორედ ამ წამს მივხვდი, რომ სალიმ გააკეთა ის, რასაც მე ვერასდროს გავაკეთებდი. ჩემს წარმოსახვაში მილიონჯერ ვესროლე პატრიარქს, მაგრამ შინაგანი მე, ის რაღაცა რომელიც ადამიანში ღრმად გამჯდარა და პიროვნებას ყველაზე კარგად იცნობს მეუბნებოდა, რომ ამისთვის მზად არ ვიყავი.
მე მსურდა ერთი, ვგეგმავდი ერთს, მაგრამ შიგნიდან არ ვიყავი დარწმუნებული, მე იმაშიც კი მეპარებოდა ეჭვი, იყო თუ არა სინამდვილეში პატრიარქ–მონარქი მოკვდავი. სულ თვალწინ მედგა, როგორ ვესროდი ბრობოში, ის კი მისტიკური ძალების გამოყენებით უვნებელი რჩებოდა. მე მსურდა, მაგრამ არ მეჯერა იმის, რასაც ვაკეთებდი.
ცხოვრება ჩვეული კალაპოტით გაგრძელდა, ერთი ის იყო, რომ დასავლეთიდან სულ უფრო და უფრო მატულობდა მუქარა. ნამდვილი ქართული ოცნება საფრთხის წინაშე იყო, ლუციფერის არმია, როგორც მას ჩვენი ხელისუფლება მოიხსენიებდა ძალის გამოყენებას აპირებდა, მაგრამ ყველას კვლვავ პატრიარქ მონარქის იმედი ჰქონდა.
–სანამ ის ჩვენთანაა, საფრთხე არ გვემუქრება!
განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მას შემდეგ რაც ყველაფერს მივხვდი, მას შემდეგ რაც ჩემს თვალწინ მოკლეს პატრიარქ–მონარქი და შემდეგ ჩვენსავე თვალწინ ჩაანაცვლეს იგი მისი ორეულით (და ვინ იცის მერამდენედ აკეთებდნენ ამას) ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა. სახლში ვიჯექი და ფანჯრიდან გახედვასაც ვერიდებოდი.
მიუხედავად ამისა, სულ მალე ფანჯარა ოთახში შემოვიდა. თავი ციხეში ამოვყავი, ყვალანაირი ახნსა განმარტების გარეშე. მხოლოდ შემდეგ გავიგე მიზეზი, ჩვენი მოძრაობა დაშლილიყო, მეთაურები ოცნების მხარეს გადასულიყვნენ, ეწამათ პატრიარქის უკვდავება და პაიკები, როგორიც მე ვიყავი ხელისუფლებისთვის გადაებარებინათ, მათაც მიპატრონეს და გალიაში გამომამწყვდიეს.
დიდხანს ვიყავი გამომწყვდეული, სათვალავი დამეკარგა, ერთ დილასაც საკნის კარები გაიღო და უცნაური ენა მომესმა. ეს იყო ოდესღაც ღრმა ბავშობაში ბაბუაჩემისგან გაგებული სიტყვები და ბგერები, მაგრამ ვერაფერთან დავაკავშირე.
––…..>>>>..
სამხედრო, თავისი ვიწრო თვალებით, როგორც საკვლევ ობიექტს ისე მომჩერებოდა.
“თავისუფლებამოპოვებული ადამიანისთვის იმაზე უფრო განუწყვეტელი და მტანჯველი საზრუნავი არ არსებობს, ვიდრე იმის ძიებაა, ვის წინაშე მოირთხას მუხლი სასწრაფოდ” მეუბნება ჯარისკაცი ჩინურად და ცდილობს გამიღიმოს.
მას შემდეგ, ამ ენის მეტი აღარაფერი გამიგია. სულ მალე ჩინური ვისწავლე, ისე როგორც მთელმა მსოფლიომ, დროთა განმავლობაში.