- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მე ვხედავ სიზმრებს, საინტერესო არაფერი
გარდა სიწყნარისა და ნაცრისფერი ცის
აქ ყველაფერი რიგზეა ერთი შეხედვით.
ვუყურებ დაცემულ თოჯინას,
ჩამქრალი თვალებით, ცრემლიანი სხეულით
და ნათელი ხელებით.
საშიშს და ბოროტს,
რომლის მყიფე სხეული
უპასუხოდ მერყეობს ქვიშაში.
ვხედავ უცნაურ სასულიერო მოგზაურებს
ისინი კარგავენ კონტროლს საკუთარ თავზე
და მიმართავენ თვითსტიმულაციას.
მათი მყარი გეგმები
ქუჩებს დაადეს
ისინი ბჭობენ არარსებულ ქვეყანაზე
ხეიბარი და ბოროტი სახით
სადაც რელიგიის გარდა ვერაფერი დაინახეს.
ვხედავ, როგორ თენდება ახალი დღე
და თუ როგორ იწყება ახალი ომი ქუჩის ნანგრევებში.
როგორ ითხოვს ხალხი სითბოს მშიერი თვალებით
და ასე იხატება ყოველდღიურად ქალაქში
გათენებიდან დაღამებამდე
მომავლიდან წამოსულნი.