• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პატარა გენიოსი

×
ავტორის გვერდი გიორგი ბებიაშვილი 03 იანვარი, 2017 1926

პატარა გენიოსი დაიბადა საფლავის კერაზე,

და რევოლუციას ახდენს დედის გაჭრილ მუცელზე,

მასში დამონტაჟებულია მკვდართა ქალაქის ცოცხალი აზრი,

რომელიც მიდრეკილია ევოლუციური და ეთნიკური რევოლუციისაკენ,

რომელიც, ოცნებაა აუხდენელი, ყოველი მოსული ახალი თაობის.

პატარა გენიოსი ილუზიონისტია,

პატარა გენიოსი აბსტრაქტულია,

პატარა გენიოსს უკანასკნელი ბომბი უჭირავს,

პატარა გენიოსი, სამყაროს წრეს ურტყამს,

მაგრამ ხანდახან, როგორც ღმერთი ზეიმობს

ფეხი ფეხზე გადადებული,

ისე უყურებს საკუთარ თავს,

პატარა გენიოსს ჩვეულებრივი გარეგნობა აქვს,

სუსტი - ორმოცდათხუთმეტი კილო,

საშუალო სიმაღლის - მეტრი და სამოცდახუთი,

შავი თვალებით

და შავი თმებით,

პატარა გენიოსი, ახალ ცხოვრებას აშენებს,

და ძველ შავ საფოსტო ყუთში აგდებს,

პატარა გენიოსი - „გამოუსადეგარი აღარავინ დარჩა,

საქმე შესრულებულია,

მშვიდად ვარ,

ახლა კი უკვე დიდი გენიოსი ვარ.“

დიდი გენიოსი ტოვებს ცხოვრებას,

ედემის კარებს აღებს

და თეთრი ალუბლის რტოდან გადმოჰურებს 

სისრულეში მოყვანილ ცხოვრებას.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული