• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

თვითრეფლექსიიდან ანტიკურობამდე ანუ აღებისა და გადადების ქორეოგრაფია

×
ავტორის გვერდი გიორგი შალიკაშვილი 03 იანვარი, 2018 2655

განვრცობადი სოციალური პროექტი მოიცავს კვლევას, რომელმაც უნდა გამოარკვიოს არტ კონტექსტები და ის ნულოვანი დონე, სადაც იშლება ზღვარი ხელოვანსა და ნებისმიერ ადამიანს შორის.

აუდიო ინტერვიუების ტექსტს მხოლოდ რესპონდენტები შეადგენენ, მათი არსებობის დომინანტობის ნიშნად.   

ჩემი კითხვები უხილავ ქსოვილად იქცევა, ხოლო რეზულტატი შორდება ბანალურ ნარატივს და სხვა დისკურსის საგნად ინაცვლებს მკითხველისთვის.

 

ინტერვიუები

მეეზოვე ნუგზარი :

იცი როგორ არის დღეს, გამომდინარე იქედან, რომ  საერთოდ ამ სტიმულს გაძლევს ხალხი, ესეიგი ხალხთან არის ეს ხელოვნებაც,  იმ  ხალხთან, რომელიც   გეტყვის დღეს  რატო აკეთებ იმას და რატო აკეთებ ამას.  აქედან გამომდინარე მე რაცარუნდა გავაკეთო მაინც დაკარგული აქვს აზრი.

აზრი იმიტომ აქვს დაკარგული რომ ნებისმიერი ხელოვნება არის ხალხის შესაფასებელი. ანუ დაუშვათ მე დღეს დავდექი იქ  და ვგვიდი , ერთი გამოვიდა მეუბნება რომ კარგია,

მეორე გამოდის და მეუბნება მტვერია შემაწუხე, მაცადე რა მოვა ავტობუსი წავალ. აი ყოველდღიურ პროცესში, ყოველ დილით ესეა.

ახლა შენ თუ იმას ცდილობ ეს ხალხს შეაგნებინო,  რომ ეს ხელოვნებაა, ბევრმა საერთოდ, ოთხმოცდაათმა პროცენტმა  არიცის, დღეს საქართვეოში  ხელოვნება რა არის.

მე კი ვარ ახლოს ამ ხელოვნების განცდასთან და ჩვენი სამსახური, მაგრამ  ხალხია ამ ყველაფრის შემფასებელი ყოველთვის და არა მე.

მე ჩემს საქმეში ჩემი ხელოვნება ვიცი შენ შენ საქმეში, იმან თავის საქმეში, მაგრამ ამ ყველაფრის მსაჯული არის ადამიანი, ხალხი.

რომ არ ფასობს ამ მიდგომით ხელოვნება, ამიტომ კრიტიკოსები და ორაზროვანი ადამიანები გამოჩნდებიან და ყოველთვის იქნება ამაზე ზედმეტი აზრი.  ხო, ხელოვნებაა რაღაცას ვცდილობ, მაგრამ  დამცინავი, ცინიკური მიდგომით ყოფილა ხალხი, კრიტიკის კრიტიკაც ყოფილა.

გინდა სიბნელე დავარქვათ, ხალხია ამ ყველაფრის მსაჯული, მე ეს საქმე რო არ მომწონდეს რასაც ქვია, თქვენ როგორც ამბობთ ხელოვნებასავით...

ისე ვერ გავაკეთებდი, მაგრამ ხალხიც რომ გაქცევს ზურგს ესარის ცუდი.

               როგორ გითხრა, რეალობა რთული პროცედურაა...

მეეზოვე დალი :

 

ესეიგი შენ შენი სამსახური უნდა გიყვარდეს და არა ისე უბრალოდ ხო?! ხო ჩემი სამსახური არის ჩემი ხელოვნება, მართალია. ვაკეთებ იმიტომ რომ გავაკეთო ისე როგორც საჭიროა, აბა როგორ, ვერ გავიგე.  მე იმიტომ მომწონს და ვაკეთებ მიყვარს ეს პროფესია,  სხვანაირად არ შემიძლია , თორემ სახლში ცუდად გავხდები არ შემიძლია, უნდა ვიმოძრავო, მე ვარ ძველი სპორტსმენი, ძალიან მოძრავი ქალი ვარ. ამიტომ იმაზეც ვნერვიულობ არ მომხსნასნ სამსახურიდან.

 

       

 

 

        მეეზოვების ზედამხედველი:

მე რომ გამოვდივარ დილით, ჯერ ვამოწმებ ყველას  ვინ არ რის გამოსული დროზე. ვინ  აგვიანებს და ასე შემდეგ. მერე დავდივარ ჩემ ტერიტორიაზე მთლიანად და ვხედავ სად რა სიტუაციაა, ზოგან შეიძლება წყლის მილი გასკდეს ან ბათქაში ჩამოიყაროს.

სულ მოულოდნელი სიტუაციაა, ჩათვალე სულ ,,ჩეპეებია’’, შეიძლება დაალაგო გაიარო და ნახევარ საათში იგივენაირად დაგხვდეს. კი, სულ სისტემიდან ვართ ამოვარდნილი.

აქ სისტემური მხოლოდ ისარის, რომ ყველა თავის დროზე უნდა გამოვიდეს სამსახურში, დანარჩენი უკვე სად რა ნაგავი ყრია მაგას ვერ გაიგებ წინასწარ.

ამ სამსახურში ჩვენ არავის არ ვუპირისპირდებით,   აქეთ გვიპირისპირდებიან,

უფრო  ხალხი. დაპირისპირება არაა, მე ვასუფთავებ და ის მოდის და ისევ იქ მიყრის!? მე ვუპირისპირდები თუ ის?! მე კაი საქმით ვუპირისპირდები ხო?!

შენ ამაზე დაუფასებელ სამსხურს ვერ ნახავ სქრთველოში დასუთავება როა, სადაც გინდა მიდი.

იცი რაარის, ახლა მე მივხვდი, შენ ისეთი გარემო უნდა შეუქმნა  მეეზევეებს რომ ბევრი იფიქრონ მაგაზე რასაც შენ ამბობ.

ამათ არააქვთ ისეთი გარემო, რომ სურვილი ქონდეთ მაგაზე ფიქრის.

  

 

მარშუტკის მძღოლი ნოდარი :

 

  მძღოლი ყველაზე მეტს დადის ხო, მაგრამ რა არის იცი? გასაქცევი რო არ არის ეგარის, სად უნდა წახვიდე გაქცევით ვერ გაიქცევი.

რამდენი ამოდის ყველას ვერ აყვები, აზრი რა არის ძმაო!?...

 

 

მზარეული ნონო :

 

როცა მე ვქმნი რაღაცას ახალს ჩემებურად, მსიამოვნებს და იმიტომ ვაკეთებ ამას.

შეიძლება  სულ არ იყოს ისეთი როგორსაც ხედავ რასაც ქმნი,  სულ არ იყოს ლამაზი, გემრიელი, ყველა ხომ ერთნაირად ვერ ხედავს და გრძნობს რაიმეს.   ძალიან დიდი შრომაა ამ დროს ჩადებული ამაში, ერთმა დეტალმა შეიძლება გააფუჭოს ყველაფერი.

 

კომპიუტერული პროგრამისტი რეზო:

ხელივანი არ ვიცი თუ ვარ, არ ვიცი ვის უნდა ერქვას ხელოვანი.

 პროგრამირებაში შეგიძლია რომ მთელი სამყარო შექმნა და რაც ყველაზე საინტერესოა იცოდე როგორაა ყველაფერი  შექმნილი. ადამიანი ხომ ესწრაფვის, რომ მიხვდეს როგორაა სამყარო მოწყობილი და ეს ვირტუალური რეალობა არის მთლიანი სამყარო რომელსაც ცდილობ ჯერ შეიცნო როგორაა მოწყობილი, როგორც პროგრამისტმა და მერე ცდილობ შენ მასში ცვლილება შეიტანო, იმ წესებით როგორადაც ის არის აგებული. შენ რეალურ სამყაროს ხომ ვერ გაიგებ ძირის ძირში როგორია, მაგრამ კომპიუტერულს  გაიგებ, იმიტომ რომ თვითონ ადამიანმა შექმნა და ყველაფერი წერია რა როგორ არის. წარმოიდგინე ესეთი რაღაც, რომ შენ ყოფილიყავი ადამის და ევას შექმნის დროს და გცოდნოდა როგორ შეიქმნა ყველაფერი, მაშინ ყველაფერი გეცოდინებოდა რა როგორ ხდება სამყაროში და ესეიგი, იგივე ხარ შენ  ვირტალურ რეალობაში. შენ იცი როგორაა ყველაფერი შექმნილი როგორც პროგრამისტმა, ყველა დეტალიდან დაწყებული მთლიანად კანონზომიერებებით და მერე ამ სამყაროს შემცვლელი ხდები. და რაცუფრო ძლიერი პროგრამისტი ხარ მითუფრო ძლიერი გავლენა გაქვს ვირტუალურ სივრცეზე. ამას ვერ აკეთებს ხელოვანი, ხელოვანი ვერ აკეთებს იმას რეალობაში, რასაც პროგრამისტი ვირტუალურ რეალობაში.

აქ ხელოვანების დაპირისპირებაა და ვირტუალურ სამყაროში, წრმოიდგინე, ოლიმპოს ღმერთების დაპირისპირება არის, შენ რომ პროგრამისტი ხარ, ჩათვალე, ერთ- ერთი ღმერთი ხარ,ვისაც შეუძლია რომ ნებისმიერი რამ შეცვალოს, იმიტომ რომ ეს მთლიანი სამყარო შეიქმნა ოცდაათი წლის წინ და ესეიგი  აქ შენც ერთ-ერთი ღმერთი ხარ, რომელიც სხვას უპირისპირდები და ერთმანეთში გაქვთ ბრძოლა. და ხელოვანი ვერ არის მთლად ღმერთი, ხელოვანს არ სჭირდება რომ რამე შეცვალოს, ხელოვანს შეუძლია, რომ რაღაც დაწეროს უბრალოდ, ლექსი ან რამე და მასში მისი აზროვნების გრძნობები გამოხატოს, პროგრამისტი კი ბატონობს, ლექსებს არ წერს, არ უყვარს ,,იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა’’.  ჩემთვის სიამოვნების აქტი არის ამოცანის ამოხსნა, იმიტომ რომ ამ დროს აზროვნების აქტი ხდება და ამით ფაქტიურად სრულად შევიცნობ ამ სამყაროს. მარტო ვირტუალური არ არის ეს, მათემატიკა არ არის, მათემატიკა მხოლდ ფურცლებზე არსებობს და კომპიუტერი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში.

უცებ შეიძლება ისეთი რამ გააკეთო რომ ყველა ადამიანის ცხოვრება შეცვალო, (მაგალითად ფეისბუქი), მსოფლიოს მიმართულება შეცვალო. ეს იდეის დონეზე შენს თავში იბადება და მერე ხორციელდება, შეიძლება ორ დღეში. 

 

 

 

დარაჯი ოთარი : 

ადამიანებს ერთმანეთის ტყავში შესვლა ძალიან უჭირთ. შემიძლია თამამად გითხრა , რომ ადამიანებს ერთმანეთის ტყავიდან მზერა არ შეუძლიათ, ერთმანეთის მდგომარეობაში შესვლა. მცდელობაც არ არის ამის, სრულყოდფილად შესხვლა,  ეს ხომ უკვე ძალიან მაღალი საფეხურია სულიერების. შეიძლება მე შევიდე შენს მდგომარეობაში მაგრამ შენ არ გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ...

შემოქმედი შეიძლება იყოს ქუჩაში რო გვის ის ადამიანიც, ეს არ უშლის მას ხელს სულიერებაზე იფიქროს, ჩვენ რა ეპოქაშიც ვცხოვრობთ, აქ ხელოვანები ხელოვანები არიან? ანდა ავიღოთ ბიბლიოთეკები, ალბათ  95 პროცენტი მაკულატურაა იქ, ამდენი მხატვრიდან ხუთ პროცენტს ამოარჩევ რომელიც ღირებულს ქმნის? რისთვის ხატავენ მაშინ?! 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული