• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

U18

×
ავტორის გვერდი ვახო ჩიტაური 04 იანვარი, 2012 2649
ზოგჯერ ისე აშკარად ვგრძნობ ღმერთის არარსებობას 
შეიძლება მისი ვიწამო.
ლენინი კი მოვარდა და ეკლესიები ააფეთქა,
ეს იგივეა საზოგადოებრივი ტუალეტები დაანგრიო 
და ფიქრობდე-ხალხი აღარ მოჯვამს!
თუ გავიხსენებთ ქართველ პოეტებს-ამ უგვირგვინო მეფეებს 
და დავუჯერებთ მათ ლაქლაქს 
რომ წერდნენ ღმერთის კარნახით 
და თუ იმასაც ვიგულისხმებთ, რომ მეც ქართველი პოეტი ვარ, 
გამოდის ღმერთიც კარგი უხამსი ვინმე  ყოფილა.
 
რით განსხვავდება აგვისტოს ბუღში შავ ასფალტზე მიჭყლეტილი შავი კატა,
რომელმაც თავისი სისხლით იმ უსასრულო მაგისტრალის გაფერადება სცადა,
გმირისაგან, რომელმაც უდაბნოში უსასრულობა შეიცნო 
და იმ წამსვე,სწორ ნაწლავში,სპარსელის შუბმა გაუარა
(სულაც არ მინდა ჩემი ლექსები სასკოლო ქრესტომათიაში მოხვდეს,
არ მინდა ის მძრეველა ბიჭებმა წაიკითხონ 
და მითუმეტეს არ მინდა, რომ ისინი მათ მოეწონოთ)
 
თუ არსებობს ლიტერატურული U18,
ჩემი ზოგიერთი ლექსი მას იმსახურებს,
მაგრამ ამ ნიშანს არსებობის უფლება ექნება მაშინ,
როდესაც იარსებებს მეორე U18, სადაც უ უნდერ-ის ნაცვლად უპ-ს ნიშნავს! 
და თუ U18 იარსებებს, ჩემს ზოგიერთ ლექსს ვერ წავიკითხავ,
რადგან არასრულწლოვანი ვარ. 
მე შემიძლია ლექსების წერა,მაგრამ მათი წაკითხვა აღარ.
გემშვიდობებით მათ, ვინც აღიარებთ, რომ ადამიანი ჯმას საჭიროებს!
მშვიდობით, ფარდა ეშვება და თან თენდება,
თქვენ აზრზე არ ხართ, ჩვენი დიალოგი ხომ ღამეში შედგა!
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული