• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ყოფიერების ასთმა

×
ავტორის გვერდი ლანა დევლახაშვილი 01 იანვარი, 2015 1819

ყოველდღიურობა გიჭერს სასუნთქ გზებზე და გახრჩობს.

გადიხარ ქუჩაში...უყურებ ტელევიზორს...
უსმენ ხალხს ავტობუსში, როგორ განიხილავენ
უკვე შესრულებულ და შესასრულებელ გეგმებს ....
სული გეხუთება და ითხოვ ,ფანჯარა გამოხსნან,
მათ კი ჰგონიათ რომ უბრალოდ ჰაერი არ გყოფნის ...
მათ არ იციან ,რომ ალერგიული ხარ ადამიანებზე ,
შეწუხებული ფასადური თანაგრძნობით გაიქნევენ თავებს
და აგრძელებენ, რომ დღეს კომუნალურები უნდა გადაიხადონ...

სპაზმი გრძელდება ორშაბათიდან ორშაბათამდე
და შენ ახველებ ასთმისგან ...
ვერა და ვერ ამოახველე ნანახი,გაგონილი, ნათქვამი ...

გამუდმებით დგახარ რიგში
აფთიაქში, ბანკში,სუპერმარკეტში...
გამუდმებით ელოდები ტრანსპორტს, ხელფასს,ზარს...
მოთმინება გეწურება და ვერაფერს აკეთებ...
მიდიხარ ექიმთან, მასაც ელოდები და ცივი ხმით ისმის პასუხი,
რომ ყოფიერების ასთმა განუკურნებელია...
რომ მას ვერც საწყის სტადიაში შველიან და
მისი მთავარი სენი არა განუკურნებლობა არამედ ისაა,
რომ ის არ კლავს

მოდიხარ და ფიქრობ, ჯობდა კიბო დაგმართნოდა....

ასეთია გამოუვალი მდგომარეობის სევდა.

 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული