• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ნინეტოს

×
ფოტოზე: პაზოლინი
ავტორის გვერდი პიერ პაოლო პაზოლინი 07 მარტი, 2018 4501

პიერ პაოლო პაზოლინის   ლექსების ნაწილი, რომელიც მან  ნინეტო დავოლის მიუძღვნა.

(1970-73)

თარგმანი ინგლისურიდან: ალექსანდრე გაბელია

 

* * *

შენზე ფიქრისას  ვეუბნები  საკუთარ თავს: „მე  იგი დავკარგე“.

ნეტავ მკვდარი ვიყო, ამ ტკივილს ვერ ავიტან.

დაახლოებით ერთ წუთში  აზრს ვიცვლი.

 

სიხარულით ჩამოგხსნიდი სიმტკიცეს სახიდან.

უარს  ვამბობ ტირილზე. აზრი შევიცვალე.

და ისევ დაკარგულად და მიტოვებულად მიმაჩნიხარ.

 

ვინ არის ეს საზიზღარი კაცი

ვინც ვერ  გაიგო თავად რა აწუხებს ყველაზე მეტად?

ხარ თუ არა ის სხვა,

 

ვინც ყოველთვის იღუპება სიკვდილის გარეშე?

ის ჩემი ორეულია: მე პედანტი ვარ,  ის არაფორმალური.

 

მისმა შეცნობამ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა.

მან მითხრა რომ  თუ დავიკარგებოდი, მიპოვნიდა.

თუმცა  იცის, როცა ეს მოხდება, მე მკვდარი ვიქნები.

 

* * *

ამ სამყაროში  არსებობდა რაღაც  ფასის გარეშე.

ის  ერთადერთი იყო და ცოტამ შეძლო ამის გაცნობიერება.

ეკლესიის კანონებსაც არ შეეძლო მისი გაშიფვრა.

ამ ცხოვრების ნახევარგზაზე შევეჩეხე მას,

მეგზურიც არ მყავდა, ამ ჯოჯოხეთში რომ გამძღოლოდა.

დასასრულს  მასში გაქრა გრძნობა,

იმის მიუხედავად, რომ გაანადგურა მთლიანად ჩემი რეალობა.

 

გსურდა მოგესპო ყველა სიკეთე, რაც ამან მოიტანა,

ნელა, ნაზად,  შენი სუსტი ხელებით.

 

შენ არ იყავი თავდადებული და აქამდე ვერ ვიგებ

თუ რატომაა ასეთი რისხვა შენს  სულში

უბიწო სიყვარულის წინააღმდეგ.

 

* * *

როცა ასე ხანგრძლივად იტანჯებოდი

და ამდენი თვე  ეს უცვლელი იყო, შენ  ეს აიტანე.

მაგრამ ეს იმ რეალობაში რჩება,  რომელმაც დაგიპყრო.

 

ეს ის რეალობაა,  რომელსაც მხოლოდ ის  სურს რომ მკვდარი მიხილოს.

და ჯერ კიდევ არ მოვმკვდარვარ.  ვგავარ მას, ვინც გულისამრევია

და ვერ ახერხებს რწყევას. მიუხედავად ძალაუფლების სიმძიმისა

ვერ  ახერხებს დანებებას.  ჯერ კიდევ, ჩემო ბატონო,

 

მსურს მთლიანი სამყარო  შენ დაგეთანხმოს.

ისე კი უკეთესია რომ ჩვენ  შორის  მანძილი დიდია,

სიკვდილის ნაცვლად, მე შენ მოგწერ.

 

ამ გზით ხელუხლებლად შევინარჩუნებ

კრიტიკულობას შენი თვალთმაქცი ცხოვრებისადმი,

რომელიც ამ სამყაროში ჩემი ერთადერთი  ნეტარება იყო.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული