• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

(ქუჩაში გამოსული ყველა მივისწრაფვით)

×
ავტორის გვერდი ანდრო დადიანი 07 მარტი, 2018 2361
***
ქუჩაში გამოსული ყველა მივისწრაფვით ერთი ადგილისკენ,
(ძალიან ბევრი მაინც თუ ყველა არა.)
მერე მივდივართ და ვდგებით ყელმოღერებულები მის წინ. 
ორი წუთი, სამი წუთი, ცხრა წუთი 
ჩვენ ყველა ვემგვანებით გუდიაშვილის თვალებბრიალა, 
გრძელკისერა, გედივით ნატურებს. 
ყველას ჩვენი დრო გვაქვს ყელმოღერებისთვის
მანათობელი სვეტიცხოველის წინაშე.
ის კი ციმციმებს
ორი წუთი, სამი წუთი, ცხრა წუთი
და ამ ციმციმიდან მირონივით მოედინება
ცოდნა უახლოეს მომავალზე,
მე კი გადაღლილი, ფოკუსარეული 
უფრო გაშტერებული თვალებით შევყურებ მის ნათებას. 
ჩემი ავტობუსი მოდის და ჩაივლის 
ეს კი ციმციმებს,
ავტობუსების დაფა - ქალაქელი ციცინათელა. 
ოცდათორმეტი გრადუსი
ოცდაორი საათი
ორი წუთი ...
სამი წუთი...
ცხრა წუთი ...
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული