• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მერი

×
ავტორის გვერდი ირაკლი გოგოხია 06 მარტი, 2018 2216

მერი და თანაქალაქელები,

თანაქალაქელები და მერი,

მერის თანაქალაქელები

და თანაქალაქელების მერი,

როგორც მთლიანი გარშემოწერილობა ქალაქის,

და ქალაქის მუწუკი

ნაზად ირწევა პოლიტიზირებულ დუქანში.

კაცი, ოდესღაც კგბ-შნიკი,

უზამაზარი დანით ჩეხს საქონელს,

სისხლიან ხორცს კარებთან კიდებს

და ყასბებს ეძახის.

კედელზე ჰკიდია გარდაცვლილი მერების სურათები,

სუფთა, ეტყობა, უვლიან.

მკვდარნი, ჩასუქებული კისრით,

ამაყად გადაჰყურებენ თანაქალაქელებს,

და ცოცხალნი მკვდრებთან მღერიან.

დუქანი ივსება,

რომ მოისმინონ ექთნის ნარატივი,

თუ როგორ გაარჭო

5 მილიგრამიანი იმუნური ნემსი თავად მერს,

ოქტომბრის ქარიშხლისაგან თავდასაცავად.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული