- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
/ თარგმანი: არტ ჯგუფი “კარუსელი” /
ნარცისს ესიზმრება,
რომ სიჩუმე თანდათან დროსავით ახმაურდება
მწერალს ესიზმრება,
რომ სიჩუმე შესაძლოა დროსავით ახმაურდეს
დროს ესიზმრება,
რომ ოდესმე სიმშვიდე დაისადგურებს
სიმშვიდეს ესიზმრება,
რომ შესაძლოა არეულობა მოახლოვდეს
პალმას ესიზმრება,
რომ მლოცველები სადაცაა შევლენ სოფელში
სოფელს ესიზმრება,
რომ მლოცველები უკან ბრუნდებიან პალმის რტოებით
და სახლს ესიზმრება, რომ ასწორებენ მიწასთან
და აძევებენ მისი კეთილდღეობის გამო
ღამეს ესიზმრება,
რომ დღე იქნება განწმენდილი
დღეს ესიზმრება,
რომ სიბნელე გაიფანტება
სიზმარს ესიზმრება სიზმარი,
მაგრამ ვინ ისაუბრებს ამის შესახებ